![](https://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2020/03/89532070_1564025343766767_8270429646978285568_n.jpg)
თენგიზ ცერცვაძე: ბედის მადლიერი უნდა იყვნენ ის ჩვენი თანამოქალაქეები, ვინც ამ მომენტში საქართველოში აღმოჩნდნენ და არა უცხოეთში
ძალიან კარგი საქმე გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ აამუშავა ონლაინ საკომუნიკაციო ხაზი, სადაც ჩვენი ცენტრის თანამშრომლები ონლაინ კონსულტაციებს უწევენ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც შეკითხვები აქვთ, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, მოსახლეობას აქვს ზოგჯერ ასეთი სისუსტე, რომ უცხოეთში ყველაფერი კარგია და ჩვენთან ცუდი.
„მინდა ვუთხრა საზოგადოებას ის მაგალითები, რაც ამ ონლაინ კონსულტაციების საფუძველზე დაგროვდა. მაგალითად, ბილბაოდან ცოლ-ქმარი დაგვიკავშირდა და გვეუბნება, რომ ის და მისი მეუღლე იყვნენ ავად, სავარაუდოდ, კორონავირუსით და გვკითხეს, როგორ მოქცეულიყვნენ. ავუხსენით, რომ პირველ რიგში მიეკითხათ სამედიცინო დაწესებულებისთვის. როგორც გვითხრეს, ისინი უკვე იყვნენ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც განუმარტეს, რომ პაციენტების სიმრავლე ჰქონდათ და საავადმოყოფოსთვის მიეკითხათ იმ შემთხვევაში, თუ სუნთქვის უკმარისობა დაეწყებოდათ. შემდეგ საკითხზე, რომ ანალიზი მაინც აეღოთ, რათა სცოდნოდათ ნამდვილად კორონავირუსი ჰქონდათ თუ არა, გვიპასუხეს, რომ ვერც ეს მოხერხდებოდა, რადგან ბილბაოში კორონავირუსზე ანალიზი არ ტარდება, სინჯი უნდა გაიგზავნოს მადრიდში და იქიდან პასუხის მიღებას დიდი დრო დასჭირდებაო. ანალოგიური კითხვები და ვითარებაა იტალიიდან და სხვა განვითარებული ქვეყნებიდანაც“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, რამდენიმე ადამიანი ამერიკიდან დაუკავშირდა მათ და უთხრეს, რომ უხარიათ, რომ მათი შვილები საქართველოში იმყოფებიან, რადგან კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში საქართველოში გადარჩენის მეტი შანსი აქვთ, ვიდრე ამერიკაში.
„აქედან ორი დასკვნა გავაკეთე, ბედის მადლიერი უნდა იყვნენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ამ მომენტში საქართველოში აღმოჩნდნენ და არა უცხოეთში და მეორე, მინდა მივმართო მთავრობას, მათ მიმართვა არ სჭირდებათ, რადგან ისედაც იღებენ შესაბამის ზომებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
![](http://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/04/უუუუ.png)
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
როგორ გამოიყურება პატარა გიო ხუციშვილი – რა კადრები ვრცელდება სამშობიაროდან
ზუკა ხუციშვილსა და მის მეუღლეს პირველი შვილი შეეძინათ. ზუკამ ვაჟს მამის სახელი, გიო დაარქვა. დავით დავარაშვილის კლინიკამ ახლახან პატარა გიოს...
კორეის რესპუბლიკაში გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
ღონისძიების დასასრულს, გაეროს გენერალური მდივნის, კორეის სახელმწიფოს შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრის, სხვადასხვა ქვეყნების მინისტრებისა და მოადგილეების მონაწილეობით, პანელური დისკუსია...
მამუკა მდინარაძე: ყოფილი ნაცი არ არსებობს, ყველა ერთი პოლიტიკური ნაგავია. ამიტომ, მათ დაშლა-არმოშლა არ შველით
ყოფილი ნაცი არ არსებობს, ყველა ერთი პოლიტიკური ნაგავია. ამიტომ, მათ დაშლა-არმოშლა არ შველით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა...
დღეს ლომისობაა
ლომისობის დღესასწაული დუშეთის რაიონში, ყოველ წელს, აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნება. მლოცველებს სწამთ, რომ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გამორჩეული ძალის...
წინასაქორწილო წვეულება – რა ფოტოებს აქვეყნებს გიორგი მამარდაშვილის ულამაზესი საცოლე
გიორგი მამარდაშვილის და მისი რჩეული ელენე ეტიპაშვილი ქორწილისთვის ემზადებიან. ელენე „ინსტაგრამზე“ წინასაქორწილო წვეულების ფოტოებს ავრცელებს.
თბილისში წყალი შეწყდება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. კრწანისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩის N7 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 6/25/2024 23:00 დან 6/26/2024 11:00...