თენგიზ ცერცვაძე – პრემიერ-მინისტრი დაგვპირდა, რომ ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალ შენობას სახელმწიფო უმოკლეს ვადებში შეიძენს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოს შენობა არ არის კარგ მდგომარეობაში, თუმცა მისი განმარტებით, სერვისები, რომელსაც იქ მყოფი პაციენტები იღებენ, უმაღლეს დონეზეა.
თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალ შენობას სახელმწიფო უმოკლეს ვადებში შეიძენს და პაციენტებს მაღალი ხარისხის სერვისთან ერთად, კარგი ინფრასტრუქტურული პირობებიც დახვდებათ.
თუ მხედველობაში მივიღებთ შენობის მდგომარეობას და მის შიდა დიზაინს, შენობა კარგ მდგომარეობაში არ არის, ეს ფაქტია, მაგრამ არ უნდა მოხდეს ამის განზოგადება მომსახურებასა და სერვისებზე. მომსახურება, ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, როგორც დირექტორი, არის უმაღლეს დონეზე, სერვისები არის უმაღლეს დონეზე, სტაფი არის უგამოცდილესი და ინფექციებთან ბრძოლაში გამობრძმედილი. ამიტომ გავმიჯნოთ -შენობის მდგომარეობა კარგი არ არის, ეს არ არის ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმრო, სამაგიეროდ მომსახურება და კვალიფიკაცია არის მაღალი.
ახლა გვაქვს მიღებული უკვე კატეგორიული გარანტია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასგან. ის შეგვპირდა, რომ სახელმწიფო შეიძენს უმოკლეს ვადებში, ერთ-ორ თვეში დიღომში, ე.წ სამედიცინო ინოვაციების ცენტრი ჰქვია, 11-სართულიან შენობას, რომელიც ააშენა ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ. ამას იყიდის სახელმწიფო და გადმოგვცემს. ეს იქნება ძალიან კარგი გადაწყვეტა ამ საკითხის და მომავალში მარტო კარგ სერვისებზე და მარტო კვალიფიკაციაზე არ გვექნება საუბარი, ფიზიკური პირობებიც ექნებათ პაციენტებს კარგი“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ამასთან, ცერცვაძის თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ადამიანისთვის აუცილებელი მინიმუმის საშუალება არის.
„ადმინისტრაციის შენობის სახურავი გადახადეს და სახურავ გადახდილ შენობაში მუშაობს ჩვენი ადმინისტრაცია. წვიმის დროს ჩამოდის წყალი. რაც შეეხება ბოქსირებულს, გადახურულია, შიგნით კედლები რომ ნახოთ, იატაკი, კაფელი არის დაცვენილი. ჰიგიენური ნორმები არის, პირადი ჰიგიენის ნივთები აქვთ პერსონალს. წყალი აქვთ, საპირფარეშო ყველა ბოქსს თავისი აქვს. ადამიანისთვის აუცილებელი მინიმუმის საშუალება არის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
VIDEO: რა მოხდა „ნიჭიერის“ ჩაწერაზე
ფილარმონიაში, „ნიჭიერის“ ჩაწერის დროს გადაღებული კადრები გავრცელდა. ერთ-ერთი წამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი დიდ საკონცერტო დარბაზს ტოვებს და გარბის. ჯერჯერობით უცნობია, რამ...
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...