გიორგი ვოლსკი: მივმართავ გიგი უგულავას, დამისახელოს ერთი ოლქი მაინც, სადაც თავის კანდიდატურას დააყენებს და გაიმარჯვებს
გიორგი ვოლსკი: მივმართავ გიგი უგულავას, დამისახელოს ერთი ოლქი მაინც, სადაც თავის კანდიდატურას დააყენებს და გაიმარჯვებს
„მივმართავ გიგი უგულავას, დამისახელოს ერთი ოლქი მაინც, სადაც თავის კანდიდატურას დააყენებს და გაიმარჯვებს“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. გიორგი ვოლსკის განცხადებით, თუ ოპოზიციას რეალურად სურს სიტუაციის შეცვლა, საარჩევნო პროცესში უნდა ჩაერთონ და მერე გადაწყვიტონ, თუმცა, ის ფაქტი, რომ შეთანხმებულ პოზიციაზე ამბობენ უარს, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მას საფუძვლიან ეჭვს უჩენს. „თუკი შეგიძლია გაიმარჯვო და შეცვალო სიტუაცია, ჩაერთე მაშინ საარჩევნო სისტემაში, საარჩევნო პაექრობაში და იქ გამოიჩინე თავი და მერე გადაწყვიტე, თუ შეუძლია ამ მთავრობას, უთხრას პროკურატურას, რომ დაივიწყე, 30 მილიონი მოიპარა თუ 50 მილიონი, არ აქვს მნიშვნელობა, მთავრია, რომ რაღაც პოლიტიკური გემოვნება დავაკმაყოფილოთ. ძალიან მიჭირს მე გიგი უგულავაზე საუბარი. ციხეში ჯდომა ისეთი რაღაც არის, რომ ემოციურად ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ ხომ ფაქტია და გამარჯვება თუ გინდა, მოდი და გაიმარჯვე. ან ბოკერია, მჯიღს რომ ირტყამს მკერდში- გაიმარჯვოს. მივმართავ ეთერით , დამისახელოს ერთი ოლქი მაინც, სადაც თავის კანდიდატურას დააყენებს და გაიმარჯვებს. მეორე, ულტიმატუმის თემა და მესამე- რატომ ამბობენ უარს ყველანაირად შეთანხმებულ პოზიციაზე, თუ არა ერთი მიზეზი. მე მაქვს უფლება და მაქვს საფუძველი, მქონდეს დიდი ეჭვი“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...