სამშაბათი, დეკემბერი 30, 2025

ყველის შენახვა მინის ქილებში

ყველის შენახად წათხი თითქმის ყველა ოჯახში მზადდება. დიასახლისები ყოველთვის ყურადღებით ინიშნავენ კარგი წათხის რეცეპტებს, რადგან შენახვისას ყველს გემოს შეცვლა ახასიათებს. კარგი წათხი კი ამ უსიამოვნებას აგარიდებთ თავიდან.
ახლახან სოციალურ ქსელში ყველის შენახვის განსხვავებული მეთოდი გამოჩნდა, რომელმაც ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. გთავაზობთ პოსტის ავტორისეულ ყველის შენახვის რეცეპტს, რომელიც თურმე, ბებიამ ასწავლა:

“სამი ლიტრი წყალი აადუღეთ, დაამატეთ 1 კილოგრამი მარილი და ნახევარი ჭიქა შაქარი. ადუღეთ 10 წუთი და მდუღარე დაასხით ქილებში გამზადებულ ყველს. რაც მოგრჩებათ, არ გადააქციოთ, ყველი იშრობს წყალს და დილით
იგივე წათხი დაამატეთ, მჭიდროდ მოარგეთ ქილას თავსახური ან მოხუფეთ.

სამლიტრიანებს ვხუფავ, ხოლო დიდი მინის ჭურჭელს თავის თავსახურს ვახურავ. ჭურჭელს კარგად უნდა ეჭირებოდეს თავსახური. როცა დაასხამთ ცხელ წათხს და დაახურავთ, დილით დახედეთ და მორჩენილი წათხი დაამატეთ.
ასეთი ყველი სულგუნის გემოს იღებს და დიდხანს ინახება”.

რეცეპტს უამრავი გამოხმაურება აქვს. ალბათ ღირს, რომ დასაწყისისთვის 1 ქილის შენახვა მაინც ვცადოთ. მოგეხსენებათ, ზაფხულში ყველი იაფიცაა და რაც მთავარია, უფრო გემრიელი. მინის ქილები კი გემოს უკეთესად ინარჩუნებს, ვიდრე პლასტმასი, ეკოლოგიურადაც უფრო ჯანსაღია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ცაგარელის 2026 წლის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი წელი ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს - მიხეილ ცაგარელის 2026 წლის ასტროლოგიური პროგნოზი:ვერძი – ვერძებისთვის წარმატების მთავარი სივრცე 2026 წელს სამშობლოა. რეკომენდებულია მეტი დრო გაატაროთ საკუთარ ქვეყანაში. უცხოეთში გამგზავრება არ არის აკრძალული, თუმცა ძირითადი წარმატება სწორედ სამშობლოში გელით. შესაძლებელია მემკვიდრეობითი საკითხების წარმატებით გადაწყვეტა. საოჯახო და სანათესავო ურთიერთობებში სტაბილურობა დამყარდება, თუმცა აუცილებელია ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედება, რაც მეტ წარმატებას მოგიტანთ. წლის მეორე ნახევარი სიყვარულის პერიოდია. ვერძს შეუძლია შეხვდეს ახალ სიყვარულს ან უკვე არსებული ურთიერთობა განავითაროს და გააღრმაოს.კურო – წლის პირველ ნახევარში, ივლისის ბოლომდე, კუროებს მეტი გარჯა და აქტიურობა დასჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ სიმშვიდე გიყვართ, სამყარო თქვენგან ითხოვს ზეაქტიურობას, მრავალფეროვან კონტაქტებს, ურთიერთობებს, მგზავრობას, მოგზაურობას, მეზობლებთან, ახლობლებთან და ნათესავებთან აქტიურ კავშირს, ასევე სწავლასა და განვითარებას. წლის მეორე ნახევარში შეგიძლიათ დამშვიდდეთ, არ იჩქაროთ და ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედოთ. თუ ჩართული ხართ მასმედიის სფეროში, ეს მიმართულება ერთ-ერთ მთავარ წარმატების ფაქტორად იქცევა.ტყუპები – ტყუპებისთვის 2026 წელი საინტერესოა, რადგან 26 აპრილიდან მოულოდნელობების მმართველი პლანეტა ურანი შვიდი წლით გადადის თქვენს ზოდიაქოში. ეს მოულოდნელ ცვლილებებსა და სიახლეებს მოიტანს, თუმცა თქვენთვის სიახლეები უცხო არ არის. ფინანსური თვალსაზრისით წელი ხელს უწყობს მატერიალურ მოზიდვას, ბიზნესში ჩართვას და ადრეული საქმიანობიდან დივიდენდების მიღებას. წლის პირველ ნახევარში აუცილებელია სიფრთხილე. თუ გსურთ წარმატება, უარი თქვით ფლირტზე და გამოიჩინეთ სრული ერთგულება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტები არ არის გამორიცხული. 

ტრამპი: პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა, რომ მის რეზიდენციას დაესხნენ – ეს არ არის კარგი, ერთია შეურაცხყოფაზე იყო გადასული, მაგრამ სულ სხვაა მის სახლზე თავდასხმა, ამის...

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინამ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა სცადა.„არ მომწონს. ეს არ არის კარგი. ამის შესახებ დილით გავიგე. იცით ვინ მითხრა? პრეზიდენტმა პუტინმა. თქვა, რომ მას თავს დაესხნენ. ეს არ ვარგა. არ დაგავიწყდეთ, მე შევაჩერე „ტომაჰავკები“, რადგან ეს არ მსურდა. ახლა ფაქიზი პერიოდია. ამისათვის შესაფერისი დრო არ არის. ერთია შეურაცხყოფაზე იყო გადასული, მაგრამ სულ სხვაა მის სახლზე თავდასხმა. მსგავსი რამის გასაკეთებლად ახლა შესაფერისი დრო არ არის და ეს არ შეიძლება გაკეთდეს. ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინისგან გავიგე და ამის გამო ძალიან გაბრაზებული ვიყავი“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა დაუშვა, რომ „შესაძლებელი“ იყო ბრალდება მცდარი ყოფილიყო და მსგავსი თავდასხმა საერთოდ არ მომხდარიყო, თუმცა შემდეგ დასძინა: „გავარკვევთ. მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა ამ დილით მითხრა, რომ ეს მოხდა“.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში რუსეთის პოზიცია გადაიხედება კიევის მიერ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობის ფონზე.ლავროვმა აღნიშნა, რომ 29 დეკემბრის ღამეს ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობას ჰქონდა ადგილი.მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ყველა უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ამ რეზიდენციას უტევდა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო და დაკავშირებადობის ფუნქცია, რიკოთის პროექტი ამითაც არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია, დაკავშირებადობის ფუნქცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რიკოთის მაგისტრალის  მშენებლობის დასრულების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, რიკოთის  პროექტი ამ თვალსაზრისითაც არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი ჩვენი ქვეყნისთვის.„ზუსტად ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენს ქვეყანას სჭირდება განვითარება, სწრაფი განვითარება და ასეთი პროექტების განხორციელება არის საუკეთესო გზა და საშუალება ამისათვის. კიდევ ერთხელ, მადლობა ყველას, ვინც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში და ყველას მინდა მოგილოცოთ ამ უნიკალური პროექტის წარმატებით დასრულება“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაგი მოსიაშვილი – ოთარ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებები არის უსაფუძვლო და სამართლებრივ რეალობას მოკლებული, დაცვის მხარე სრულად უარყოფს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ვერსიას

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, დაცვის მხარეს საქმის მასალები ამ დრომდე არ გადასცემია.მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძის მიმართ წარდგენილი ბრალდებები არის უსაფუძვლო და სამართლებრივ რეალობას მოკლებული.გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებების დეტალური ანალიზისა და დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში, სიმართლე აუცილებლად გამოაშკარავდება.„2025 წლის 29 დეკემბერს ოფიციალურად ჩამბარდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის, ოთარ ფარცხალაძის ბრალდების შესახებ დადგენილება, თუმცა ამ დრომდე დაცვის მხარეს არ გადმოგვცემია საქმის მასალები, რის გარეშეც შეუძლებელია ბრალდების შინაარსის სრულფასოვანი, ობიექტური და სამართლებრივი შეფასება.ამასთან დაკავშირებით საჭიროდ ვთვლი, მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადო:პირველ რიგში, კატეგორიულად ვემიჯნებით აღნიშნული საქმის პოლიტიკურ კონტექსტში გადატანის ნებისმიერ მცდელობას. სამართლებრივი პროცესი არ და ვერ იქნება გამოყენებული პოლიტიკური დღის წესრიგის ან საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების ინსტრუმენტად.მეორე და პრინციპულად მნიშვნელოვანი – ოთარ ფარცხალაძის მიმართ წარდგენილი ბრალდებები არის უსაფუძვლო და სამართლებრივ რეალობას მოკლებული. დაცვის მხარე სრულად უარყოფს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ვერსიას და აცხადებს, რომ იგი ვერ გაუძლებს სამართლიანი სასამართლო განხილვის სტანდარტებს.დაცვას აქვს  რწმენა, რომ საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებების დეტალური ანალიზისა და დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლოს პირობებში სიმართლე აუცილებლად გამოაშკარავდება, ხოლო ბრალდების მხარის ყველა უსაფუძვლო ბრალდება მიიღებს სამართლებრივად სწორ პასუხს.დაცვა გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქმის ობიექტური განხილვა და სრულად დაცული იყოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებები“, – აცხადებს გაგი მოსიაშვილი.ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად შსს-მ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასახელა.შსს-ში განაცხადეს, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.

გზების დეპარტამენტის განცხადება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.საავტომობილო გზის კმ1-კმ94 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.გარდა ამისა, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-კობი) დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ბოლო სიახლეები