ზვიად კუპრავა – ჩემზე თავდასხმაში მონაწილეობდა ორი ადამიანი, მათი გვარებია გახარია და ივანიშვილი
„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა მისი თავდასხმის საქმეზე გამოკითხვაზე გლდანი – ნაძალადევის სამმართველოში მივიდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზვიად კუპრავამ გამოკითხვაზე შესვლამდე განუცხადა, 27 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე ორი მამაკაცი თავს დაესხა, სახეში სითხე შეასხეს, რის შემდეგ დაზიანებეი სახისა და თავის არეში ე.წ კასტეტით მიაყენეს.
კუპრავას განმარტებით, ინციდენტის შემდეგ, სასწრაფო დახმარების ბრიგადა მეზობლებმა გამოიძახეს, რომლებიც ხმაურის ფონზე გარეთ გამოვიდნენ, სასწრაფოთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისივე თქმით, როგორც მეზობლები ამბობენ, თავდასხმელები გაიქცნენ.
ამასთან, ზვიად კუპრავას თქმით, ინციდენტის დროს დაკარგა მობილური ტელეფონი. კუპრავა ვარაუდობს, რომ მობილური ტელეფონის სწორედ ამ ადამიანებმა წაიღეს.
„მანქანა გავაჩერე სადარბაზოსგან დაახლოებით 2 მეტრის მოშორებით. მანქანის კარი ჩავკეტე და ამ დროს მომიახლოვდა ორი ბიჭი. მითხრეს მხოლოდ ერთი სიტყვა – „უკაცრავად“. ამ სიტყვის გაგონებაზე მოვიხედე, თვალებში შევხედე და „სპრეი“ მომენტალურად შემასხეს. ამის მერე არანაირ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც არ ჰქონია ადგილი, აბსოლუტურად ორგანიზებულად ასრულებდნენ თავიანთ საქმეს.
ეს იყო ჯგუფის მიერ ორგანიზებული თავდასხმა სპეციალური საშუალებების გამოყენებით. მათ გამოიყენეს ე.წ. სპრეი, სავარაუდოდ, „წიწაკის გაზი”, რითაც მოახერხეს ჩემი დაბრმავება და მდგომარეობიდან სრულად გამოყვანა. ამის შემდეგ გააგრძელეს „კასტეტით“ თავისა და სახის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა. იარები, რაც მეტყობა, „კასტეტით“ მომაყენეს. ბოლოს კი თავის არეში ჩამარტყეს ღვინის ბოთლი, რომელიც მეგობარმა მაჩუქა ერთი საათით ადრე და მეჭირა ხელში.
ჩემზე თავდასხმაში მონაწილეობდა ორი ადამიანი, მათი გვარებია გახარია და ივანიშვილი“, – განაცხადა კუპრავამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები – ურთიერთდაპირისპირებულად წარმოაჩინოს!
ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა,...
ნახეთ,რომელი დაწესებულებები არ იმუშავებს ხვალ
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 16 მაისს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ გამართულ აქციას ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია...
საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი...
პრაღაში ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი მიმდინარეობს
რიგით მეორე ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა გახსნეს. რატი ბრეგაძემ ხაზი გაუსვა მხარეებს შორის უკვე...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდი ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტის ფრენბურთელ ვაჟთა სტუდენტურმა გუნდმა საქართველოს 2024 წლის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ოქროს თასი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა....