გია გაჩეჩილაძე: „ადამიანები, ვინც ერთმანეთს დასაჭერად დასდევდა, ვისაც თანამებრძოლები მოუკლეს სხედან იმათ გვერდით, ვინც ეს ჩაიდინა
გია გაჩეჩილაძე: „ადამიანები, ვინც ერთმანეთს დასაჭერად დასდევდა, ვისაც თანამებრძოლები მოუკლეს სხედან იმათ გვერდით, ვინც ეს ჩაიდინა
„ადამიანები, ვინც ერთმანეთს დასაჭერად დასდევდა, ვისაც თანამებრძოლები მოუკლეს სხედან იმათ გვერდით, ვინც ეს ჩაიდინა. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ოპოციციური პოლიტიკური სისტემის ამაზე მეტი დეგრადაცია, მორალური დაცემა და განადგურება მე არ მინახავს“ – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლებს სურთ შექმნან იმიჯი, რომ მხოლოდ მერაბიშვილია დამნაშავე და ყოფილი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან დიალოგი და გაერთიანება მათთვის დასაშვებია.
„ბოლო ხანებში, ამ დაჯგუფების გარკვეული ნაწილი, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, როდესაც მერაბიშვილზეა საუბარი, ამბობენ, რომ არ გვინდა მერაბიშვილი. მათ უნდათ შექმნან იმიჯი, რომ მერაბიშვილი იყო ყველაფერი. ვითომ სააკაშვილი, ბოკერია, სხვები, არაფერ შუაში არ იყვნენ და ის არის მხოლოდ დამნაშავე. ასეთი აბსურდი, ასეთი ამორალობა პირველად ვნახე ცხოვრებაში“ – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, სისტემური დანაშაული აისახება ადამიანების მიმართ დამოკიდებულებაში, ცინიზმში, ღირსების შელახვაში და წამებაში.
„არსებობს ოფიციალური მონაცემები. 2014 წელს პარლამენტში ჩვენ დადგენილებაც მივიღეთ სისტემურ დანაშაულთან დაკავშირებით. 170 ადამიანამდე არის მოკლული ქუჩაში, ეს არის მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში ჩადენილი. 2009-2012 წლების განმავლობაში 409 მილიონი ლარი წაართვეს ადამიანებს საპროცესო შეთანხმებებით, სასამართლო გადაწყვეტილებებით, ნოტარიუსის მეშვეობით ქონებების გადაფორმებით, ჯარიმებით და უარავი სხვა გზით. მხოლოდ მკვლელობებით ხომ არ შემოიფარგლება სისტემური დანაშაული. ეს დანაშაული აისახება ადამიანების მიმართ დამოკიდებულებაში, ცინიზმში, ღირსების შელახვაში, წამებაში. 2013 წელს გამოქვეყნდა გაეროს ანალიზი სოციალური შედეგების. 83 ოჯახი დატოვეს მათ უსახლკაროდ. ეს ადამიანები ახლა ჩვენი მოსავლელია. ასეთ დღეში ჩააყენეს მათ სახელმწიფო“,-განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გიორგი ვოლსკი: 2012 წლიდან მოყოლებული, ერთი მაგალითი დაგვისახელონ, როდესაც საქართველომ რუსეთის ინტერესებით იხელმძღვანელა. მე ათს დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ რუსეთის ინტერესები გაატარა
ათს [მაგალითს ]დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ არათუ რუსეთის ინტერესები გაატარა, რასაც დღეს ვხედავთ, რაც საქართველოს პრობლემაა,...
გიორგი გაბუნია: გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს სჭირდება მეგობრები, პარტნიორები
გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს...
გიორგი ვოლსკი აქციებზე: თუ ვკითხულობთ, ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს, ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!
ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს [აქციებს], ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე
ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა...
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ფრონტის მთავარი მიზანი იქნება სწორედ ფრონტის გახსნა, თუ სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გამოაცხადებენ ლიდერად, ეს იქნება კარგი ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ორ წელიწადზე მეტია იბრძვის, რომ რამენაირად არიონ ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი და ეს ფრონტი დააანონსა რეალურად სალომე...
ირაკლი კობახიძე ოთხი საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზე: ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საპროტესტო აქციებში ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა არასერიოზულია. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თურქეთში განუცხადა, ეს უარყოფითად აისახება...