გია ვოლსკი – ვანო მერაბიშვილი ფაქტორი არ არის, ფაქტორი მისმა გათავისუფლებამ და ლუსტრაციამ შექმნა, რომელსაც გუშინ მთელი დღე ვადევნებდით თვალს
პიროვნულად ვანო მერაბიშვილი ფაქტორს არ წარმოადგენს, ფაქტორს ინდიკატორები წარმოადგენს, რომელიც თვალნათლივ გამოჩნდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელსაც ჟურნალისტებმა მერაბიშვილის პოლიტიკური პერსპექტივის შესახებ ჰკითხეს.
მისი თქმით, საზოგადოება გუშინ მთელი დღე ადევნებდა თვალს მერაბიშვილის გათავისუფლების პროცესს და ამან ბევრი რამის ლუსტრაცია მოახდინა.
„ვფიქრობ, ვანო მერაბიშვილი ფაქტორი არ არის, ფაქტორი მისმა გათავისუფლებამ და ლუსტრაციამ შექმნა, რომელსაც გუშინ მთელი დღე ვადევნებდით თვალს. ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ჩვეულებრივი ხოცვა და დანაშაული, რომელსაც არავინ უარყოფს, რეალურად თავად ვანო მერაბიშვილიც არ უარყოფს, ჩვეულებრივი მოვლენა და მართვის სტილია, რომელიც მათ ახასიათებდათ და მომავალშიც უნდა ახასიათებდეთ. ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებამ ამაზე საზოგადოებას კიდევ მეტი ინფორმაცია მიაწოდა. თავად პიროვნულად მერაბიშვილი ფაქტორს არ წარმოადგენს. ფაქტორს ის ინდიკატორები წარმოადგენს, რომელიც ჩვენს თვალწინ, თვალნათლივ გამოჩნდა.პოლიტიკური პატიმარი უწოდეს ადამიანს, რომლის დანაშაული ყველანაირი კითხვის გარეშეა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...
მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ვეტოზე: დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები
დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები, ვეტოს ახალი ნაირსახეობის გამოგონებაზე...
ირაკლი ღარიბაშვილი: ოჯახის სიწმინდის იდეამ გააერთიანა მთელი საზოგადოება – მივესალმები გუშინდელ დღეს და მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს ამ ძალიან მნიშვნელოვანი, ეროვნული ინიციატივისთვის
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ქვემო ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“...