რატი იონათამიშვილი: ნორვეგია საქართველოს აქტიური მხარდამჭერია როგორც ენერგეტიკის, ასევე უსაფრთხოების, თავდაცვის, განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ნორვეგიის სამეფოს ელჩს საქართველოში, ჰელენე სანდ ანდრესენს, ელჩის მოადგილეს, მარკო სოლდიკსა და ელჩის მრჩეველს პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში, დავით მაღრაძეს შეხვდა. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.
„ვისაუბრეთ ძალიან ბევრ პროექტზე. ნორვეგია საქართველოს აქტიური მხარდამჭერია როგორც ენერგეტიკის, ასევე უსაფრთხოების, თავდაცვის, განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით. ამ მხრივ ნორვეგიის კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნისთვის არის ერთ-ერთი სამაგალითო და ძალიან მნიშვნელოვანი. ნორვეგიის საელჩო საქართველოში გაიხსნა გასული წლის შემოდგომაზე, რისი ერთ-ერთი მოტივი არის ის, რომ უფრო მეტად იყოს ჩართული საქართველოს მხარდაჭერაში დეოკუპაციის პოლიტიკის მხრივ. ჩვენ დავსახეთ თანამშრომლობის მიზნები, მიმოვიხილეთ არსებული პოლიტიკური მდგოამრეობა და ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მიმდინარე წელს იქნება კიდევ უფრო ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის“.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...