ყაზახურმა შერეული ორთაბრძოლების ორგანიზაციამ NAIZA-მ ქართველ მებრძოლ საბა ლაზიშვილს საკუთარ ორგანიზაციასთან კონტრაქტი შესთავაზა.
ამის შესახებ ორგანიზაციამ საბას სოციალურ ქსელში კომენტარის სახით მიმართა.
“გამარჯობა! ვნახეთ თქვენი გამბედაობა და სიმშვიდე და აღფრთოვანებული ვართ თქვენი გამოსვლით. გვსურს, შემოგთავაზოთ კონტრაქტი ჩვენს ორგანიზაციასთან. თქვენ შეგიძლიათ, დაუყოვნებლივ იბრძოლოთ ჩემპიონის ტიტულისთვის. მოუთმენლად ველით თქვენგან პასუხს“, – ნათქვამია NAIZA-ს კომენტარში.
NAIZA ყაზახური MMA-ორგანიზაციაა, რომელიც შერეული ორთაბრძოლების ტურნირებს ატარებს და საერთაშორისო მასშტაბითაც საქმიანობს.


