გლოვის ამ დღეს, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს.
მიხეილ ყაველაშვილი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
„ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, – წერს პრეზიდენტი.

