6 წლის მახარე ყვავაძეს, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, საზოგადოების თანადგომა სჭირდება. მახარეს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი მიმდინარე წლის ზაფხულში დაუსვეს.
თავდაპირველად, საქართველოში მკურნალობდა, თუმცა ორთვიანი მკურნალობის შემდეგ, მდგომარეობა დამძიმდა.
მიუხედავად იმისა, რომ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ბავშვის ტრანსპორტირება დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, ოჯახმა ის თურქეთში წაიყვანა, მკურნალობა კი ისეთ თანხებთან არის დაკავშირებული, რომ საზოგადოების თანადგომის გარეშე, არაფერი გამოვა.
მახარეს შესახებ მისი ოჯახის წევრი, ლანა კურტანიძე სოციალურ ქსელში წერს:
“ძალიან ვერიდებოდი მსგავსი ფოტო/ვიდეოების ჩემი მხრიდან გავრცელებას, მინდოდა გაგფრთხილებოდით, ისედაც ყველამ ვიცით-ახლა რას გავდივართ, არ მინდოდა უფრო დამემძიმებინეთ, მაგრამ ვერ გამომდის.ვერ გამომდის, რადგან დანის (მახარეს) მამამ ორთვენახევრის წინ რკინის ქალამნები ჩაიცვა და მას შემდეგ უდიდესი ძალისხმევით უმკლავდება ამ ყველაფერს,
ჩვენც ყველა ჩვენი მხრივ ვცდილობთ შევეხიდოთ ამ დიდ ბრძოლაში და ყველამ ჩვენი წილი “რკინის ქალამნები” ვატაროთ.
ადრე ერთი ძალიან კარგი ადამიანისგან მოვისმინე, შენს შვილს რომ დასჭირდეს, რკინას კბილებითაც დაფლეთო, ჰოდა ახლა ვნახე-რას ნიშნავს რკინის კბილებით დაფლეთა. ამ წლებს უკან რომ მოვიტოვებთ, დანი (მახარე) ძალიან ამაყი იქნება მამამისით და იმასაც მიხვდება, რომ მასზე უკეთესი მეგობარიც არავინ ეყოლება ცხოვრებაში.ჩემი დანი (მახარე) კიდევ რა ყოჩაღი ბიჭი ყოფილა!!!
სულ ვეუბნებოდი-ნუ ხარ ჯიუტი, ნუ იჟინებ ყველაფერს-მეთქი და თურმე რა კარგია, ასეთი ჯიუტი რომ არის და ასე სასტიკად დაიჟინა რომ სიცოცხლე უნდა!
და მე ზუსტად ვიცი, რომ აქ მხოლოდ ერთი გზა გვაქვს და არ არსებობს ბ ვარიანტი!
ამიტომ აუცილებლად უნდა დავეხმაროთ ამ უდიდეს ბრძოლაში დანისაც (მახარე) და გიასაც (მახარეს მამა).
პოსტის გაზიარებაც ძალიან მნიშვნელოვანია.
მიმღები: პაატა ქურციკიძე (ბიძა)
პირადი ნომერი: #41001015926
თიბისი ბანკი: #GE14TB7263736010300007
საქ. ბანკი: #GE88BG0000000027396100
მიმღები: გიორგი ყვავაძე (მამა
)თიბისი ბანკი: #GE42TB7799245068100039

