18 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა. ეს თავდასხმა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის შემდგომი ოკუპაცია დღესაც ისეთივე უკანონო და მიუღებელია, როგორც 2008 წელს იყო, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, კევინ ჰამილტონი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
„ნატო ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, – წერს ალიანსის წარმომადგენელი.
მისი თქმით, საქართველო ათწლეულების განმავლობაში ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია.
„ჩვენი პარტნიორობა ისეთივე ძლიერია, როგორც ყოველთვის – დაფუძნებული პრაქტიკულ თანამშრომლობაზე, განპირობებული მდგრადობისა და სტაბილურობისადმი მუდმივი ერთგულებით და მტკიცედ ორიენტირებული მომავალზე“, – აცხადებს ჰამილტონი.

