ხუთშაბათი, ივლისი 30, 2026

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, მიხეილ ჩოკოშვილი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს დაესწრო

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, მიხეილ ჩოკოშვილი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და  უზბეკეთის საბაჟო კომიტეტის მიერ, ქალაქ ტაშკენტში, ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ UNODC-ის გლობალური სამგზავრო და ტვირთების კონტროლის პროგრამის (PCCP) ფარგლებში, გამართული საბაჟო ორგანოებისა და პორტების კონტროლის ერთობლივი დანაყოფების რეგიონთაშორისი ქსელის (IREN) წევრი ქვეყნების ფორუმი, რიგით მეთერთმეტე ყოველწლიური შეხვედრაა და მას საბაჟო ადმინისტრაციების  ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო ფორუმის მიზანია პროგრამის მიმდინარეობის პროცესში მიღებული ოპერატიული შედეგების/გამოწვევების შეფასება და რეგიონული თანამშრომლობისთვის სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრა. ამასთან, შეხვედრის მსვლელობისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რისკების მართვის მექანიზმების განვითარებას, ასევე კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობასა და ბიზნესსექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობით, სამართალდაცვითი ღონისძიებების შემცირებას.

ყოველწლიურ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მინდია გრძელიძე და სხვადასხვა ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2025 – 2026 წლებში საბაჟო დეპარტამენტის მიერ, აღკვეთილი იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ჰეროინის (905 კგ) და მეტამფეტამინის (103 კგ), ასევე,  434 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტის საქართველოს გავლით გადაზიდვის ფაქტები. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას სამართალდამცავ ორგანოებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო დონეზე.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გოგა მანიას გაფრთხილება

ეზოთერიკოსი, გოგა მანია მოსახლეობას აფრთხილებს:„ინფორმაცია ჯადოზე და მაგიაზე. ის რაც აქამდე არ იცოდით... შიშველი ხელებით არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ, მაგიურ ნივთებს, სწორედ მაშინ იწყებს აქტიურობას, როცა მას ეხებით. იყავით ფრთხილად“,- ამბობს გოგა.ნახეთ, ვიდეო: 

საპატრიარქოს უწყებანი ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქოს უწყებანი სოციალურ ქსელში ახალი მღვდელმსახურის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.„ამა წლის 26 ივლისს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ბახმაროს ფერისცვალების სახელობის ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ გიორგი სიხარულიძეს.მღვდელი გიორგი ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ილიასთან შეხვედრამდე სულ სხვა ადამიანი ვიყავი, მან შემცვალა” – თოფურია მუნდიალის გმირ ფერან ტორესს შეხვდა

"ბარსელონას" ფორვარდმა ფერან ტორესმა, რომელიც იბიცაზე ისვენებს, სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა, საიდანაც ირკვევა, რომ ის UFC-ის ქართველ მებრძოლ ილია თოფურიას შეხვდა.ტორესისთვის თოფურიასთან კავშირი მის განვითარებაში მნიშვნელოვან გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს. YouTuber Jordi Wild-ის "პოდკასტში" ადრე საუბრისას ტორესმა ახსნა, თუ როგორ შეცვალა მებრძოლთან შეხვედრამ მისი პირადი აზროვნება და სპორტისადმი პროფესიული მიდგომა."პირველივე შეხვედრისას საერთო ენა მალევე გამოვნახეთ. მან ბრძოლის წინ მითხრა, რომ მოწინააღმდეგე 1 რაუნდსაც ვერ გაუძლებდა. ვიფიქრე: "მინდა, მისნაირი ვიყო".ილიასთან შეხვედრამდე სულ სხვა ფერანი ვიყავი და შემდეგ სულ სხვანაირი გავხდი", - იხსენებს ტორესი.ამ შეხვედრის შემდეგ, ესპანელმა თავდამსხმელმა მთლიანად შეცვალა ყოველდღიური ვარჯიშისა და ჯანმრთელობის რეჟიმი. მან მწვრთნელს დღეში ორი ვარჯიში, ხოლო ნუტრიციოლოგს სამი კილოგრამის დაკლებაში დახმარება სთხოვა და ფიზიოთერაპევტთან ერთად ორსაათიანი ყოველდღიური აღდგენითი პროცედურები დაგეგმა.თოფურიასთან ურთიერთობამ ფერანის ცნობილი სახელი "ზვიგენიც" გამოიწვია. მან "ბარსელონაში" თანაგუნდელებს ილიას ფრაზა უთხრა, სადაც ის აცხადებდა, რომ ზვიგენი იყო, რომელსაც დიდი თევზების არ ეშინოდა. ამის შემდეგ "ბლაუგრანას" ფეხბურთელებმა ტორესს სოციალურ ქსელში ზვიგენის ემოჯებით უპასუხეს.

კახა კალაძე – აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს – შესაბამისი ჯგუფები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რამდენიმე მიმართულებით, რაც...

აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, ამ დროისთვის, მთლიანად დასრულებულია ასფალტის საფარის მოფრეზვის სამუშაოები.„რუსთაველის გამზირის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები 23 ივლისს დაიწყო, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდა. მეორე დღიდანვე ობიექტზე შევიდა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომელმაც წყალმომარაგებისა და წყალარინების მოძველებული ქსელების სრულმასშტაბიანი განახლება დაიწყო. ეს მომავალში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გამზირის საინჟინრო ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის განმარტებით, ტროტუარზე დაწყებულია მიწისქვეშა კაბელარხების მოწყობაც, სადაც შემდგომ ელექტროსადენები განთავსდება.„კონტრაქტორი კომპანია აქტიურად ახორციელებს ტროტუარზე არსებული მოაჯირების, ბორდიურისა და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტების დემონტაჟს, რათა მომდევნო ეტაპზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცეები მოეწყოს. ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ობიექტზე შესაბამისი ჯგუფები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.„აღსანიშნავია, რომ ყველა სამუშაო ერთდროულად, რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება, რაც პროექტის შესრულების ტემპს მნიშვნელოვნად აჩქარებს. ობიექტზე ღამის საათებში ხდება შეგროვებული მასალის გატანა, ასევე, ახალი სამშენებლო მასალის შეტანა, რომ დღის მანძილზე დიდი მანქანების მოძრაობა შეზღუდული იყოს. შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით. სხვანაირად მსგავსი ტიპის სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში დაკარგული ტაილანდელი ბლოგერი გარდაცვლილი იპოვეს

საქართველოში დაკარგული ტაილანდელი ბლოგერი, ჰლუნ სოლო გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის გარდაცვლილი თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ნახეს.ბლოგერის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 13 ივლისს გავრცელდა, ოჯახი მას ამ დრომდე ეძებდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბოლო სიახლეები