ოთხშაბათი, ივლისი 15, 2026

შიო მესამე – ბედნიერი ვართ, რომ მოვესწარით ნეტარხსენებულის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ღვაწლს, ვართ მისი მემკვიდრეები

სულის გადარჩენის საქმეში და იმაში, რომ ღმერთის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ, ვიჩენთ სიზარმაცეს, უდარდელობას, უზრუნველობას და ხშირად უმადურობას. რა გამართლება გვექნება ასეთი საქციელისთვის, როცა ვხედავთ, რომ ამდენი სიკეთე მივიღეთ ღმერთისგან – ჩვენმა ქვეყანამაც, ჩვენმა ოჯახებმაც, პირადად ჩვენც და დღესაც ვიღებთ უამრავ სიკეთეს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ერთგულება ეკლესიის და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი გადარჩენის, განვითარების.

„ყოვლადსამღვდელონო, მეუფენო, პატიოსანო მამანო, დედანო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ თორმეტი მოციქულის ხსენებას და სვეტიცხოვლობას. დღეს არის ამ დიდებული ტაძრის დღესასწაული, რამეთუ ის თორმეტი მოციქულის სახელზეა აგებული. ხშირად ვერ ვაცნონიერებთ, რაოდენ მადლობლები უნდა ვიყოთ მოციქულების. მათი პიროვნებები, ღვაწლი ხომ საფუძველია ჩვენი ეკლესიის. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენი ერი რომ არსებობს, ცოცხლობს, ეს მათი ღვაწლის, ქადაგების დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და შემდგომ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთგულება ეკლესიის და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი შემდგომი ჩვენი გადარჩენის, განვითარების.

წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის თავს. ბედნიერნი ვართ, რომ ამ თარიღს აღვნიშნავთ და ეს არის სწორედ დამსახურება მათი ღვაწლის, მათი ქადაგების, რამეთუ წმინდა ნინოს ღვაწლიც იყო მათი მსახურების გაგრძელება. მოხარულნი ვართ, რომ დღეს, ჩვენს ეპოქაშიც არიან ასეთი მოღვაწეები, ჩვენს უახლეს ისტორიაში. ჩვენ მოვესწარით ასეთ ადამიანებს და ერთ-ერთი უპირველესი მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გახლავთ ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი, აწგანსვენებული, ნეტარხსენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მოვესწარით მის ღვაწლს, ვართ მისი მემკვიდრეები. ასევე, როგორც მოგახსენეთ, პირველ რიგში, მოციქულთა მემკვიდრეები ვართ.  დღეს ჩვენ დავფიქრდეთ, ვართ თუ არა მზად, გავაგრძელოთ ეს მემკვიდრეობა? მივბაძოთ მათ მაგალითს, გავყვეთ მათ გზას. დღეს სამოციქულოში იყო წაკითხული პავლე მოციქულის სიტყვები: „მობაძავ ჩემდა იყვენით, როგორც მე ქრისტესი“. ვართ თუ არა მზად, მათი მიმბაძველები გავხდეთ? მათი თავიანთი ღვაწლი აღასრულეს, თავიანთი სიცოცხლის ფასად და უკლებლივ ყველა მათგანი მოწამე გახდა, მოწამებრივად აღესრულა, გარდა იოანე ღვთისმეტყველისა, რომელმაც ასევე უამრავი ტანჯვა დაითმინა. ვართ თუ არა მზად ამ გზისთვის, ვიყოთ მათი მოწაფენი და გამგრძელებლები. დავფიქრდეთ ჩვენს თავზეც. მაგალითად, როდესაც მოგველის რაიმე ამქვეყნიური სარგებელი, მიწიური, ხშირად მზად ვართ, დავითმინოთ მრავალგვარი ჭირი – განსაცდელი, მწუხარება, დამცირებაც და სასჯელიც კი, ოღონდ ჩვენს მიწიურ სხვადასხვა მიზანს მივაღწიოთ, რადგან გარკვეული სარგებელი მოგველის.

სულის გადარჩენის საქმეში და იმაში, რომ ღმერთის, შეიძლება ითქვას, კეთილგანწყობა მოვიპოვოთ, ვიჩენთ სიზარმაცეს, უდარდელობას, უზრუნველობას და ხშირად უმადურობას. რა გამართლება გვექნება ასეთი საქციელისთვის, როცა ვხედავთ, რომ ამდენი სიკეთე მივიღეთ ღმერთისგან – ჩვენმა ქვეყანამაც, ჩვენმა ოჯახებმაც, პირადად ჩვენც და დღესაც ვიღებთ უამრავ სიკეთეს. წმინდა მოციქულები ასე არ იყვნენ. ისინი იწვოდნენ ქრისტეს სიყვარულით, ეს შესანიშნავად გამოჩნდა წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებში. ის წერს, რომ „ვინ განგვაშორებს ჩვენ“ – ანუ მოციქულებს გულისხმობს, ქრისტეს სიყვარულს. ჭირი, მწუხარება, შიმშილი თუ სიშიშვლე? თუ საფრთხე, თუ მახვილი… რას ნიშნავს ეს, რომ არა მხოლოდ სხვადასხვაგვარი ჭირი ვერ განგვაშორებსო ქრისტეს სიყვარულს, არამედ სიკვდილის საშიშროებაც რომ დაგვემუქროს, მაშინაც ვერ განვშორდებით ქრისტეს, ვერ შეგვაშინებს ეს. ასეთი სიყვარული და რწმენა ჰქონდათ მათ. მიუხედავად იმისა, რომ მართლაც გაიარეს ყველა ეს ჩამოთვლილი განსაცდელები – ამასაც აღწერენ მოციქულები ძალიან დაწვრილებით – მათ მაინც ჰქონდათ დიდი სიხარული გულში. სიხარულით იღვწოდნენ, რადგან იცოდნენ, რომ დროებითი ჭირისთვის, მწუხარებისა და სირთულეებისთვის მათ მოელით ზეციური გვირგვინები, დიდი მისაგებელი მადლი ღვთისგან. ამიტომაც, ისინი ამ ყველაფერს არარად თვლიდნენ, მოთმინებით იტანდნენ ყველაფერს და მით უფრო მეტი და მეტი მადლი, სიხარული ჰქონდათ.

ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენც ვეცადოთ, ასე შევიყვაროთ უფალი, ჩვენი იესო ქრისტე. მართლაც მეტს არაფერს გვთხოვს უფალი, რომ იგი შევიყვაროთ და მისი მცნებები დავიცვათ. ვისაც ასე უყვარს უფალი, ის მის მცნებებსაც იცავს. როცა ვინმე გიყვარს, ცდილობ, მისი სიყვარულიც დაიმსახურო. წმინდა იოანე ოქროპირი საოცარ სიტყვებს წერს – გახდე იმის ღირსი, რომ ჯეროვნად გიყვარდეს უფალი, ეს არის უკვე სასუფეველი ცათა, ეს არის ნეტარება, ურიცხვი სიკეთის მომტანი, მაგრამ ჩვენი სიყვარული რომ იყოს ჯეროვანი,  გულწრფელი, ამისთვის, ღვთის სიყვარულის გულისთვის უნდა გვიყვარდეს ჩვენი მოყვასიც. როგორც უფალი ამბობს, ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული მთელი რჯული და წინასწარმეტყველები – გიყვარდეს ღმერთი შენი მთელი გულით, მთელი შენი სულითა და გონებით, მთელი ძალით და მოყვასი შენი, როგორც თავი თვისი. ეს ორი მცნება ბუნებრივად უკავშირდება ერთმანეთს. ვისაც უყვარს ღმერთი, ის მოყვასს არასდროს შეურაცხყოფს. პირიქით, ყოველთვის სიკეთეს გაუკეთებს მას, რადგან ახსოვს უფალ იესო ქრისტეს სიტყვები, რომ – თქვენ რაც გაუკეთეთ ერთ ამ მცირე ჩემს ძმათაგანს, ის მე გამიკეთეთო.

ასე რომ, ადამიანის წინაშე როდესაც არის გლახაკი, გაჭირვებული, ღარიბი, მთხოვნელი, ის არ ხედავს მასში ან გლახაკს და ღარიბს, არამედ უფალ იესო ქრისტეს, რომელმაც დაგვპირდა, რომ ამ გლახაკისთვის გაკეთებული სიკეთე ჩაითვლება ქრისტესთვის გაკეთებულ სიკეთედ. ასეთი ადამიანი ყოველთვის ქრისტეს სიდიადეს ხედავს და არა გლახაკს მის წინაშე, ყველაფერს დიდი მოშურნეობით ასრულებს და გულმოწყალებას აღასრულებს დიდი სიყვარულით, მონდომებით. ასე რომ, დღეს არის მოციქულთა დღესასწაული. ესენი იყვნენ ჭეშმარიტების, სიყვარულის მქადაგებლები. ამგვარად, ჩვენ ნუ უგულებელვყოფთ ამ უმთავრეს სამკურნალოს ჩვენი სულისა – სიყვარულს მოყვასისადმი, მოწყალებას, თანალმობას, თანაგრძნობას. ეს უმთავრესი სამკურნალოა ჩვენი სულის, ჩვენი სულის ჭრილობების. ისე კურნავს ეს წამალი ჩვენს სულს, რომ არანაირი იარა აღარ რჩება ამ სულში, თითქოს, საერთოდ არც ყოფილა. მაგალითად, გავიხსენოთ წმინდა პავლე მოციქული, რომელიც იყო სასტიკი მდევნელი და დამარბეველი ეკლესიის და გახდა არათუ მორწმუნე, არათუ მხოლოდ მოციქული, არამედ წინამძღოლი ეკლესიის. ასეთი საოცარი ცვლილება მოხდა მასში და ასეთი საოცარი ცვლილება იქნება ჩვენშიც, თუ ამ გზის ერთგულნი დავრჩებით და არა მარტო პირადად ჩვენში, მთელი ჩვენი ერი კიდევ უფრო მეტად ფერს იცვლის, გაძლიერდება და გამთლიანდება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. გილოცავთ 12 მოციქულის ხსენებას, მოციქულთა მადლი და ლოცვა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს. მოციქულთა ლოცვით, ღმერთმა დაიფაროს და გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო“, – განაცხადა შიო მესამემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

15 ივლისს ვლაქერნობაა.წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ზუგდიდში ჩადიან.უდიდესი სიწმინდე, ღვთისმშობლის კვართი, ზუგდიდშია დაბრძანებული. ყოველ წელიწადს, 15 ივლის აღინიშნება ვლაქერნობა. ამ დღეს ღვთისმშობლის კვართს მუზეუმიდან ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში გადააბრძანებენ ხოლმე.ტროპარიღმრთისმშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელი და სარტყელი უხრწნელისა გვამისა შენისა მტკიცედ მცველად მოსცენ ქალაქსა სენსა, რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა შენისა მიერ განუხრწნელად ჰგიან მარადის, რამეთუ შენ ზედ ბუნებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა; ამისთვის გევედრებით: მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

დონალდ ტრამპი – ირანი დიდ ტვირთს წარმოადგენდა ერაყისთვის, მაგრამ ერაყელებს ეს პრობლემა აღარ ექნებათ, რადგან ირანი ძალიან დესტაბილიზებულია

ირანი დიდ ტვირთს წარმოადგენდა ერაყისთვის, რადგან ისინი ახლო აღმოსავლეთის მოძალადეები იყვნენ, მაგრამ ერაყელებს ეს პრობლემა აღარ ექნებათ, რადგან ირანი ძალიან დესტაბილიზებულია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ერაყის პრემიერ-მინისტრთაან, ალი ფალიჰ კადიმ ალ-ზაიდთან შეხვედრის დროს განაცხადა.მისივე თქმით, ირანს ოთხი თვის წინანდელ პერიოდთან შედარებით დღეს სამხედრო ძალის მხოლოდ ნაწილი აქვს შენარჩუნებული.ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რატომ გადაიფიქრა ჰორმუზის სრუტეში გავლის სანაცვლოდ გემებისთვის 20%-იანი გადასახადის დაწესება, ტრამპმა აღნიშნა, რომ მას სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ, გადასახადის ნაცვლად, მზად არიან, აშშ-ში ინვესტიციები განახორციელონ.„მე დამიკავშირდნენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები — მეფეები, ემირები და სხვა ხელმძღვანელები, რომლებსაც ყველანი კარგად ვიცნობთ. ისინი მართლაც ძალიან ძლიერი პარტნიორები არიან. მათ მითხრეს, ჩვენ გვირჩევნია სხვაგვარად მოვიქცეთ. გვსურს, მილიარდობით დოლარის ინვესტიცია ჩავდოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში და გავაგრძელოთ რეკორდული მოცულობის ინვესტიციები. ეს იდეა მომეწონა, რადგან მიმაჩნია, რომ არავის უნდა ჰქონდეს უფლება, გადასახადი დააწესოს სრუტით სარგებლობაზე ან მსგავსი ტიპის საერთაშორისო საზღვაო მარშრუტებზე მსოფლიოს რომელიმე ნაწილში“, – განაცხადა ტრამპმა.ცნობისთვის, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჰორმუზის სრუტის გამოყენების სანაცვლოდ 20%-იანი გადასახადის დაწესებაზე უარს ამბობს. მისივე თქმით, გადასახადი სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით ჩანაცვლდება, რომლებსაც შეერთებული შტატები სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან დადებს.

მარკო რუბიო მიმდინარე კვირაში 70-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციებს უმასპინძლებს, განხილვის თემა „ტრანსნაციონალური ულტრამემარცხენე ტერორიზმის აღორძინების“ საფრთხე იქნება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიმდინარე კვირაში 70-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციებს უმასპინძლებს შეხვედრაზე, რომელიც „ტრანსნაციონალური ულტრამემარცხენე ტერორიზმის აღორძინების“ საფრთხის განხილვას დაეთმობა. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსს“ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აცნობა.„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეს საფრთხე საერთაშორისო საზოგადოების ანტიტერორისტული ძალისხმევის ბრმა წერტილი იყო. მას სათანადოდ არ აფასებდნენ და არასაკმარისი რესურსები ეთმობოდა, მიუხედავად იმისა, რამდენად სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს“, – ნათქვამია უცხო ქვეყნების მთავრობებისთვის გაგზავნილ განმარტებით დოკუმენტში.დოკუმენტის თანახმად, სამართალდამცავი და ანტიტერორისტული უწყებების ექსპერტებმა გამოავლინეს „მკაფიო ტენდენცია“, რომლის მიხედვითაც, „გლობალურად დაკავშირებული, პოლიტიკურად მოტივირებული ტერორისტები, განსაკუთრებით ულტრამემარცხენე ტერორისტები, სულ უფრო ხშირად მიმართავენ ორგანიზებულ და სასიკვდილო ძალადობას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“.შეხვედრა, რომელიც ხუთშაბათს ვაშინგტონში გაიმართება, საფუძველს ჩაუყრის „კოორდინირებულ მოქმედებებს“ იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც, დოკუმენტის თანახმად, „ცდილობენ რადიკალური პოლიტიკური ხედვის განხორციელებას დაშინებისა და ტერორის კოორდინირებული კამპანიების გზით“.თავდაპირველად შეხვედრაში დაახლოებით 60 ქვეყნის წარმომადგენლის მონაწილეობა იყო დაგეგმილი, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ „უზარმაზარი ინტერესის“ გამო შეხვედრის მასშტაბი გაფართოვდა და შეხვედრაზე დამატებით მიიწვიეს ქვეყნები, რომლებიც „ულტრამემარცხენე ძალადობის მზარდ საერთაშორისო საფრთხეს ებრძვიან“.

„აქსიოსი“ – დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ისრაელმა სირიის ტერიტორიიდან სამხედრო ძალების გაყვანა უნდა დაიწყოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გასულ კვირას სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ისრაელმა სირიის ტერიტორიიდან საკუთარი სამხედრო ძალების გაყვანა უნდა დაიწყოს. ამის შესახებ „აქსიოსს“ ამერიკელმა და ისრაელელმა მაღალჩინოსნებმა განუცხადეს.ამერიკელი მაღალჩინოსნის ცნობით, ტრამპმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ სირიის ტერიტორიაზე ისრაელის სამხედროების ყოფნა დაძაბულობას ზრდის და შესაძლოა, კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია გამოიწვიოს.„მათ არ სურთ, რომ იქ იყოთ. ჯარები უნდა გადაადგილოთ და გაიყვანოთ“, – განუცხადა ტრამპმა.წყაროს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომა ლიბანსაც ეხება.როგორც გამოცემა წერს, ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი მას შემდეგ გაიმართა, რაც აშშ-ის პრეზიდენტი თურქეთში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, სირიის პრეზიდენტ აჰმად ალ შარაას შეხვდა.

ირანში აცხადებენ, რომ სპარსეთის ყურეში, ირანის ქიშის კუნძულზე ელექტროსადგურის დაზიანება აშშ-ის დარტყმამ გამოიწვია

ირანში აცხადებენ, რომ სპარსეთის ყურეში მდებარე ირანის ქიშის კუნძულზე ელექტროსადგურის დაზიანება აშშ-ის დარტყმამ გამოიწვია.თავდასხმა ადგილობრივი დროით სამშაბათს, გამთენიისას განხორციელდა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას აღნიშნულ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.ირანული მედია იუწყება, რომ დაზიანების გამო ელექტროსადგურის რამდენიმე ენერგობლოკი შესაძლოა, დროებით გამოირთოს, რათა სარემონტო სამუშაოები ჩატარდეს.

ბოლო სიახლეები