მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან 0:1 დამარცხების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა რონალდომ თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი. მას მეტოქე გუნდის 18 წლის შემტევი ლამინ იამალი გადაეხვია. როგორც ადრე კრიშტიანომ თქვა, ეს მუნდიალებზე მისი ბოლო მატჩი იყო.
მან მსოფლიოს 6 ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა – საუკეთესო შედეგი მე-4 ადგილი 2006 წელს.
41 წლის კრიშტიანომ ტურნირის ისტორიაში 27 მატჩში 11 გოლი გაიტანა.
რონალდოს ანგარიშზე 2026 წლის მუნდიალზე 3 გოლია – 2 უზბეკეთთან და 1 პენალტით ხორვატიასთან.
კრიშტიანომ დაწყებული ევრო 2004-დან ეროვნულ გუნდთან ერთად 15 ტურნირზე მიიღო მონაწილეობა – ერთხელ ევროპირველობა, ორჯერ კი ერთა ლიგა მოიგო.
გადავავლოთ თვალი პორტუგალიელი ვარსკვლავის,თანამედროვე ფეხბურთის ლეგენდის კრიშტიანუ როლანდუს ცხოვრების რამდენიმე ფრაგმენტს:
„ბავშვობა სიღარიბეში და მიზანი გამარჯვებამდე“
რონალდუ ხშირად იხსენებს, რომ 11 წლის ასაკში სახლიდან წავიდა, თავად რეცხავდა და აუთოებდა ტანსაცმელს, ენატრებოდა ოჯახი და ბევრჯერ უტირია. მისი თქმით, სწორედ ამ სირთულეებმა ასწავლა, როგორ გაეძლო ზეწოლისთვის
„მამა ვერ მოესწრო ჩემს წარმატებას…“
რონალდუს მამა, ჟოზე დინის ავეირუ, 2005 წელს გარდაიცვალა, როდესაც კრიშტიანუ მხოლოდ 20 წლის იყო. ფეხბურთელს არაერთხელ უთქვამს, რომ ყველაზე მეტად ის სტკივა, რომ მამამ ვერ ნახა მისი ოქროს ბურთები, ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფები და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ქცევა.

