წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი შიო მესამე აღავლენს.
ღვთისმსახურებაში სხვადასხვა ეპარქიის მეუფეებიც მონაწილეობენ.
წირვას მრევლთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებიან.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი იყო და პატრიარქის რანგში ის პირველ წირვას აღავლენს ეპარქიაში.

