პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III მივიდა.
პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას დაესწრება.
პარლამენტის სასესიო დარბაზში პატრიარქი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად მივიდა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში დღეს, ყოველწლიური მოხსენებით წარდგება. სწორედ პრემიერ-მინისტრის მოხსენებით დაიხურება საგაზაფხულო სესია.
შეგახსენებთ იმასაც, რომ პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

