პარასკევი, ივნისი 26, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ბლუმსდეი 2026“-ის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, ქართულ-ირლანდიური ცენტრის ინიციატივით, „ბლუმსდეი 2026“-ის ფარგლებში შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება გამართა, რომელიც ირლანდიური ლიტერატურის, კულტურისა და ქართულ-ირლანდიური ურთიერთობების პოპულარიზაციას მიეძღვნა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები, მათ შორის, სხვადასხვა თაობის, ქვეყნის შიდა და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები და სხვადსხვა ნომინაციებში არაერთგზის გამარჯვებული ავტორები: ლია მეტრეველი – „საქწიგნის“ გენერალური დირექტორი; ჯუბა ღებელი – გაზეთ ,,ლიტერატული საქართველოს“ რედაქტორი; თამარ შაიშმელაშვილი – ლიტერატურული ჟურნალის ,,ანეული“ რედაქტორი; ნინო უძილაური – მშენებელ-ინჟინერი, პედაგოგი; ნინო მოდრეკილაძე – ჟურნალისტი, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი; ლეილა გაფრინდაშვილი – ექიმი; კახა შალამბერიძე – ინჟინერი; აკაკი გაბრიჭიძე; პატრიცია დელონი – ბიზნესმენი; ნანა კვაშილავა – ფილოლოგი, კონკურს – ფეტივალის – „ქუჯი“ – ერთ-ერთი დამფუძნებელი; მაია კახიძე – ჟურნალისტი, მსახიობი; დიანა შალამბერიძე – ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატური მასწავლებელი; დალი ზალიაშვილი – მეან-გინეკოლოგი, ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური ანალიზის ლაბორანტი; თეა თაბაგარი – ფილოლოგი; ნანა შალამბერიძე – გერმანისტი, „ქართულ-ირლანდიური ცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი უცვლელი ხელმძღვანელი. ასევე, ავტორები – თამარ შენგელია და თამარ გლურჯიძე.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტუის დეკანის თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ირლანდიელი მწერლის, ჯეიმს ჯოისის და ასევე, უილიამ ბათლერ იეიტსის შემოქმედების მნიშვნელობაზე, მათი ნაწარმოებების გავლენასა და „ბლუმსდეის“ ტრადიციის საერთაშორისო მნიშვნელობაზე. როგორც პროფესორი თალიკო ჟვანია აცხადებს, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო თემატური მოხსენებები, ლიტერატურული წაკითხვები და დისკუსიები, რომლებშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართულ და ირლანდიურ კულტურებს შორის არსებულ კავშირებს, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო და კულტურული თანამშრომლობის პერსპექტივებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სტუდენტების მრავალმხრივ განვითარებას, რაც პროფესიულ ცოდნასთან ერთად კულტურული, ჰუმანიტარული და საერთაშორისო ცნობიერების გაღრმავებასაც მოიცავს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქართულ-ირლანდიური ცენტრის მიერ ორგანიზებული „ბლუმსდეი 2026“-ისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ჯეიმს ჯოისის შემოქმედება მსოფლიო ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ხოლო ბლუმსდეი დღეს უკვე საერთაშორისო კულტურულ მოვლენად არის ქცეული. მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკური განათლების პარალელურად ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. ეს ხელს უწყობს მათ პიროვნულ ზრდას, ფართო მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებასა და გლობალურ გარემოში წარმატებით ინტეგრაციას. მადლობას ვუხდი სტიმრებს, განსაკუთრებით კი ქართულ-ირლანდიურ ცენტრს ღონისძიების ორგანიზებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი ინიციატივები მომავალშიც შეუწყობს ხელს უნივერსიტეტში საერთაშორისო და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას“, – აცხადებს თალიკო ჟვანია.

ქართულ-ირლანდიური ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, „ბლუმსდეის“ აღნიშვნა ხელს უწყობს სტუდენტების კულტურული ცნობიერების ამაღლებას, სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურული მემკვიდრეობის გაცნობასა და საერთაშორისო აკადემიური ურთიერთობების გაღრმავებას.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან და განსაკუთრებით ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტთან თანამშრომლობა შემთხვევითი არ არის. თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიები, ინოვაციები და ჰუმანიტარული განათლება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ჩვენი მიზანია, სტუდენტებს მივცეთ შესაძლებლობა, პროფესიული კომპეტენციების პარალელურად, გაეცნონ ევროპულ კულტურას, ლიტერატურასა და იმ ღირებულებებს, რომლებიც თანამედროვე ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს.

სწორედ ამიტომ შევარჩიეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, სადაც სწავლობენ ახალგაზრდები, რომლებიც მომავალში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ქვეყნის ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ განვითარებაში. მიგვაჩნია, რომ ინჟინერს, პროგრამისტს თუ ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტს, პროფესიულ ცოდნასთან ერთად, უნდა ჰქონდეს ფართო კულტურული ხედვა და საერთაშორისო გარემოში მუშაობისთვის აუცილებელი უნარები.

„ბლუმსდეი“ მხოლოდ ლიტერატურული ღონისძიება არ არის, ეს არის შესაძლებლობა ახალგაზრდებმა უკეთ გაიცნონ ირლანდიის კულტურა, განათლების სისტემა და ის გამოცდილება, რომელმაც ეს ქვეყანა ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად აქცია. მსგავსი ინიციატივები კიდევ უფრო გააღრმავებს ქართულ-ირლანდიურ საგანმანათლებლო და კულტურულ თანამშრომლობას“, აცხადებს ნანა შალამბერიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქსტატი – 2025 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებისა და სიმსივნეების შედეგად გარდაიცვალა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 44 319 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 348 ერთეულით, ანუ 0.8%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე.გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები, რომლებზეც მოდის შესაბამისად, გარდაცვლილთა 37.7 პროცენტი და 15.5 პროცენტი.საქსტატის ცნობით, გარდაცვლილთა რაოდენობის პროცენტული განაწილება გარდაცვალების მიზეზების ძირითადი კლასების მიხედვით განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის.5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2025 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და სიმსივნეები

რომის პაპმა ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაზარალებულთათვის 100 000 ევროს ოდენობის დახმარება გააგზავნა

რომის პაპმა ლეომ ვენესუელაში ოთხშაბათს ღამით მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაზარალებულთათვის 100 000 ევროს ოდენობის დახმარება გააგზავნა. ინფორმაციას Vatican News-ი ავრცელებს.როგორც ცნობილია, ფინანსური დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება პაპმა ვენესუელაში სამოციქულო ნუნციოსთან, მონსინიორ ალბერტო ორტეგა მარტინთან და კარაკასის მთავარეპისკოპოსთან, მონსინიორ რაულ ბიორდ კასტილიოსთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.Vatican News-ის ინფორმაციით, ყურადღება კვლავაც ვენესუელელი ხალხის საჭიროებებზე იქნება გამახვილებული. ადგილობრივი ეკლესიის მითითებებზე დაყრდნობით, უახლოეს დღეებში დაზარალებულთა დახმარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.

პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა

მერაბ ტურავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი ბრძანება პრემიერის ხელმოწერით 25 ივნისს გამოქვეყნდა.ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მერაბ ტურავა თანამდებობიდან 2026 წლის 25 ივნისიდან არის გათავისუფლებული.„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს მერაბ ტურავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2026 წლის 25 ივნისიდან”,- ნათქვამია ბრძანებაში.

რუსეთმა თევზეულის იმპორტი ყველა სომხური საწარმოდან შეაჩერა

რუსეთმა სომხეთიდან თევზის პროდუქტების იმპორტზე შეზღუდვები გააფართოვა და კიდევ ორი სომხური კომპანიის პროდუქციის სერტიფიცირება დროებით შეაჩერა იქამდე, ვიდრე ისინი ადრე გამოვლენილ დარღვევებს არ გამოასწორებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია „როსსელხოზნადზორზე“ (ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახური) დაყრდნობით ავრცელებს.ეს ნიშნავს, რომ სომხეთიდან რუსეთში ყველანაირი თევზეულის მიწოდება შეჩერებულია.უწყებაში განმარტავენ, რომ „როსსელხოზნადზორმა“ ადრე სომხურ მხარეს ყველა თევზის პროდუქტის სერტიფიცირების დროებით შეჩერება მოსთხოვა, გარდა შემოწმებაში უშუალოდ ჩართული კომპანიებისა - შპს „მფ ექსპორტი“ და შპს „ინვესტ პლუსი“. ამ კომპანიებისთვის კი მკაცრი ლაბორატორიული მონიტორინგის რეჟიმი შემოიღეს.„შემდგომში, მასალების ანალიზის შემდეგ, მომზადდა წინასწარი ანგარიში და მიღებულია გადაწყვეტილება ამ კომპანიების პროდუქციის სერტიფიცირების დროებით შეჩერების შესახებ, სანამ გამოვლენილი დარღვევები არ გამოსწორდება და საჭირო დამადასტურებელ მასალებს არ წარმოადგენენ“, - აცხადებენ „როსსელხოზნადზორში“.მათი მტკიცებით, უწყება სომხურ მხარესთან თანამშრომლობს რუსეთის ბაზარზე გასატანი თევზისა და თევზის პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

სასამართლომ 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე დაკავებულ პირებს, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე დაკავებულ პირებს, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის 17 წევრი, ხოლო მიმალვაში მყოფი 3 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა.ბრალდება ასევე წარედგინა 11 ფიზიკურ პირს, რომლებმაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ხელი შეუწყვეს მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის გამოვლენას, მათ მიმართ სასამართლომ საპატიმრო ღონისძიება არ გამოიყენა."კურიერის" მოპოვებული ინფორმაციით, ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე და ოთარ ფარცხალაძის საქმეზე ძებნილი ერთ-ერთი პირი მიხეილ ჩოხელია. ის წლების წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა. მისი სახელი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეშიც ფიგურირებს. გასულ წელს ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის სახლიდან თითქმის 3 მილიონი დოლარი ამოიღეს.სასამართლოს გადაწყვეტილებასა და საქმის დეტალებზე ბრალდებულების ინტერესების დამცველი საუბრობს."გამოძიება ედავება 332-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას - ეს არის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ჩვენ, ამ ეტაპზე, რისი განხილვაც იყო და რა პროცესიც შედგა, ამომწურავად გავეცით პასუხი, თუმცა მივიჩნევთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სათანადოდ წარვდექით სასამართლოს წინაშე, სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩვენი პოზიცია და შეუფარდა პატიმრობა," - განაცხადა ადვოკატმა, ვახტანგ კვიჟინაძემ.საქმის პროკურორმა იმ გარემოებებზე ისაუბრა, თუ რატომ შეეფარდათ პატიმრობა საქმეში ფიგურანტ სხვა პირებს. "სასამართლომ ჩვენი დასაბუთება სრულად გაიზიარა და ყველა ბრალდებულის მიმართ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების უმკაცრესი სახე - პატიმრობა. რაც შეეხება სხვა პირებს, რომლებიც ამ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები არიან დაკავების გარეშე, მათ მიმართ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე, გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული მათგანი გამოძიების ეტაპზე აღიარებს მათთვის ბრალად შერაცხილ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, ამავდროულად, თანამშრომლობს გამოძიებასთან და უთითებენ იმ კონკრეტულ პირებს, რომლებიც ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში იყვნენ ჩართულები და შესაბამისი როლები ჰქონდათ განაწილებული," - განაცხადა პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ.

ბოლო სიახლეები