UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა “სიტყვის აკადემიის“ (Word Academy) მიერ მის მხარდასაჭერად მომზადებულ ვიდეორგოლს. კლიპში 200-ზე მეტი ქართველი ახალგაზრდა შეიკრიბა, რათა ჩემპიონისთვის სიყვარული და გვერდში დგომა გამოეხატა.
“ილია, შენი სამშობლო შენ გვერდითაა!“ – ვკითხულობთ ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე.
ქართველმა მებრძოლი კი ამ ვიდეო რგოლს შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა:
“მიყვარხარ საქართველო. დიდი მადლობა” – წერს ილია თოფურია.

