პარტიის „საქართველოსთვის“ წევრები ამ თემით თავიანთი თავის აქტუალიზებას ახდენენ – ან მაზოხისტები არიან და სიამოვნებთ რომ მათზე ისაუბრონ, ან უბრალოდ, მათ გახარია იყენებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია და გახარია ისედაც დაზიანებული არიან და არაფერი ეშველებათ.
„არაერთხელ ითქვა, რომ დამხრჩვალის ოჯახში თოკზე არ საუბრობენ. ის ადამიანები დაფიქრდნენ, ვინც პარლამენტში არიან – მათ გახარია დასცინის. ეს ადამიანი სწორედ დემონსტრაციის დაშლისას ძალის გადამეტების გამო არის ბრალდებული. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, რომ მაშინ პროცესის მართვა არასწორად მოხდა, რის შედეგადაც ადამიანები დაზიანდნენ. ეს ადამიანები ამ თემით თავიანთი თავის აქტუალიზებას ახდენენ – ან მაზოხისტები არიან და სიამოვნებთ რომ მათზე ისაუბრონ, ან, უბრალოდ, მათ გახარია იყენებს და ამ თემების წამოწევით პირდაპირ დასცინის. სამწუხაროდ, ეს ადამიანები, თავიანთ თავს აზიანებენ, ვინც პარლამენტში არიან, თორემ პარტია და გახარია ისედაც დაზიანებული არიან, არაფერი ეშველებათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

