საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა დატოვეს.
მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა რუსეთში საფრანგეთის ელჩმა, ნიკოლას დე რივიერმა.
„ძალიან კარგი დისკუსია გვქონდა და მოგვიანებით გავავრცელებთ განცხადებას“, – აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ელჩების უწყებაში მისვლის ვიდეომასალა. კონკრეტულად რა საკითხზე მივიდნენ ელჩები და რა შედეგით დასრულდა შეხვედრა, ამ დროისთვის უცნობია.

