სომხეთთან შეთანხმება საშუალებას მისცემს ჩვენს კერძო სექტორს, განახორციელოს ინვესტიციები ამ დერეფანში ჩვენი კომპანიებისა და ინტერესების სარგებლობისთვის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, სენატში გამართული მოსმენის დროს განაცხადა.
აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ჩართულობით რუსეთი ბედნიერი არ არის.
„ჩვენ ხელი მოვაწერეთ ტრამპის მარშრუტის შეთანხმებას სომხეთთან გასულ კვირას. ტრამპის მარშრუტი არის სომხეთს და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების წამყვანი, თუმცა ეს გაცილებით მეტია. მას აქვს შესაძლებლობა, გარდამტეხი ცვლილებები მოიტანოს და სომხეთი სტრატეგიული მდებარეობით გახდეს რეგიონში ვაჭრობის მთავარი ჰაბი. ეს წყვეტს წვდომის საკითხს, რომელზეც აზერბაიჯანი ზრუნავს. ეს იყო მათი ურთიერთობის გამაღიზიანებელი. მას შეუძლია სომხეთს ეკონომიკის ტრანსფორმაცია. დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა სომხეთთან საკმაოდ არააქტიური იყო. ეს ურთიერთობები ქვეყნებს შორის განახლდა, რაც საშუალებას გვაძლევს, გამოვიკვლიოთ ყველა სახის შესაძლებლობა. ჩვენი შეთანხმება საშუალებას მისცემს ჩვენს კერძო სექტორს, განახორციელოს ინვესტიციები ამ დერეფანში ჩვენი კომპანიებისა და ინტერესების სარგებლობისთვის, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთისა და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. რუსები იქ ჩვენი ჩართულობით ბედნიერები არ არიან. მათ სურთ სომხეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა არჩევნები წააგოს. ცხადი რომ იყოს, ჩვენ არ ვართ იქ სომხეთის სუვერენიტეტის დასარღვევად, ჩვენ მათ არ ვეუბნებით, რომ არ იმეგობრონ სხვებთან. ჩვენ გვსურს მათთან ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებულია არამხოლოდ მშვიდობაზე, მშვიდობა მნიშვნელოვანია. ეს დასაწყისია. ეს არის ეკონომიკური შესაძლებლობები, რომელიც უზრუნველყოფს ამერიკული კომპანიებისთვის სარგებლის მიღებას. ამ დერეფნის გახსნით სარგებელს მიიღებენ აზერბაიჯანელებიც“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

