რესპუბლიკის მოედანზე ცენტრალური ნაძვის ხე აინთება – რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება
დღეს, თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე ცენტრალური ნაძვის ხე აინთება. რის გამოც, სატრანსპორტო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავრცელებს.
კერძოდ, 10:00 საათიდან, თაბუკაშვილის ქუჩიდან ელბაქიძის დაღმართის მიმართულებით გამავალი გვირაბი დაიკეტება. შესაბამისად, თაბუკაშვილის ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო ნაკადი ისარგებლებს სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარედ არსებული პანდუსით და მოხვდება რუსთაველის გამზირზე.
18:00 საათიდან კი, აღნიშნული გვირაბი ორივე მიმართულებიდან დაიკეტება, რის გამოც, ელბაქიძის დაღმართიდან თაბუკაშვილის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ვერ განხორციელდება.
სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ღონისძიებების დასრულებისთანავე აღდგება.
„ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას მონიტორინგს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გაუწევენ. საჭიროების შემთხვევაში, მძღოლები სამართალდამცველებისგან დამატებით ინსტრუქციას ადგილზე მიიღებენ“, – აღნიშნულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციაში.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი – ცნობილია, როდიდან იცვლება ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა
„სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოს ძლიერი და ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა ჰყავს, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს...
დღის რომელ მონაკვეთში სჯობს ტკბილეულის მირთმევა – ენდოკრინოლოგის რჩევა
ენდოკრინოლოგი ნინო ლომთაძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რომელი პროდუქტების მიღება არ არის სასურველი ერთდროულად: - თუ ხორციან კერძს მივირთმევთ,...
პრეზიდენტმა პრემიერის 53 კაციანი სიიდან, ღირსების ორდენით ეროვნული ნაკრების 26 ფეხბურთელი, 5 მწვრთნელი და ფედერაციის 3 წარმომადგენელი დააჯილდოვა, 19-ს კი უარი უთხრა
2024 წლის 27 მარტს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ოფიციალური წარდგინება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების, მწვრთნელების, ფეხბურთის ფედერაციის...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი აკადემიური საბჭოსა და სენატის წინაშე 2023 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიშით წარსდგა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინსიტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის აკადემიური საბჭოს, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, სტუ-ის სენატის და ფაკულტეტების წარმომადგენლების...
“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (CRPD) ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კონფერენციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ქართული მიდგომები წარადგინა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, გონივრული მისადაგების პრინციპი, მორგებული სამუშაო გარემო და გრაფიკი, პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და უწყების შიგნით...