ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

Read Time:48 Second

ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

31 დეკემბრის 23:00 საათიდან, 75 მარშრუტზე 160 ერთეული ავტობუსი საშუალოდ 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ანალოგიურად იმუშავებს ტრანსპორტი შობის ღამესაც.

„31 დეკემბერს, თბილისის „მეტროპოლიტენის“, ავტობუსებისა და საბაგირო „რიყე-ნარიყალას“ სამუშაო საათები გახანგრძლივდება და მგზავრებს უფასოდ გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ. ამ რეჟიმში „მეტროპოლიტენი“ და ავტობუსები იმუშავებენ 31 დეკემბრის 23:00-დან პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ხოლო საბაგირო – 03:00 საათამდე. ვფიქრობ ეს ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და იგივე მიდგომა და დამოკიდებულება იქნება შობის ღამესაც“,- განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მოსახლეობას ახალი წლის ღამეს ავტობუსების შემდეგი ნომრები მოემსახურება: N1, N2, #3, N4, N6, N7, N8, N10, N11, N12, N13, N14, N15, N18, N19, N20, N22, N23, N25, N27, N28, N30, N31, N34, N36, N37, N39, N40, N41, N42, N43, N44, N45, N47, N48, N49, N52, N53, N55, N56, N58, N59, N60, N62, N63, N66, N68, N70, N71, N73, N74, N75, N76, N77, N78, N79

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რესპუბლიკის მოედანზე ცენტრალური ნაძვის ხე აინთება – რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება
Next post კახა კალაძე: მშრალ ხიდსა და ზაარბრიუკენის ხიდზე საგზაო სამუშაოები ისეა შესრულებული, გულზე შემოგეყრებათ