ხუთშაბათი, მაისი 21, 2026

ლაშა ფარულავა – ლევან ხაბეიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას რეჟიმი იღებს და მოსამართლე აცხადებს – გუშინდელ პროცესზე მოსამართლეს ფერი ჰქონდა დაკარგული, რაც შეეხება მამუკა მდინარაძეს, სიგიჟეა, რომ „ქაღალდის გენერალი“ პოსტებს შეამოწმებს

ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ უპრეცედენტო პოლიტიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობს, – ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ფარულავა პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის საქმეს, რომელზეც დღეს განაჩენი გამოცხადდება.

როგორც ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ქვეყანაში არც სამართლიანი სასამართლო არ არსებობს და არც კანონის უზენაესობა.

„ლევან ხაბეიშვილის საქმე არის პოლიტიკური ანგარიშსწორების უპრეცედენტო მაგალითი. სასამართლო ახლა მსჯელობს პოლიტიკოსის საჯარო დაპირების შეფასება როგორ მოახდინოს. ეს ერთგვარი ტესტია, როგორც პოლიტიკური სისტემისთვის, ისე იმ სასამართლოსთვისაც კი, რომელიც რეჟიმის მიერ გამოტანილ განაჩენებს აცხადებს. სამართლიანი სასამართლო არ გვაქვს და კანონის უზენაესობა. რეჟიმი იღებს გადაწყვეტილებას და მოსამართლე აცხადებს. მოსამართლე [ირაკლი ] ხუსკივაძე თავად ამბობდა, რომ 20 მაისს, როდესაც ლევან ხაბეიშვილის საბოლოო სიტყვას მოისმენდა, გადაწყვეტილებას გაგვაცნობდა, თუმცა სხდომა გადადო. ამ ადამიანს ფერი ჰქონდა გუშინდელ პროცესზე დაკარგული“, – განაცხადა ფარულავამ.

მისი განმარტებით, რამდენიმე გარემოება ადასტურებს იმას, რომ ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ლაშა ფარულავას თქმით, 9 თვის განმავლობაში ლევან ხაბეიშვილი სამარტოო საკანში იმყოფებოდა და ბრალდების მხარემ ამ დროის განმავლობაში ვერ წარმოადგინა კონკრეტული მტკიცებულებები ან საიდუმლო ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა იმას, რომ კონკრეტული საჯარო მოხელის მოსყიდვა ხდებოდა.

„საქმეში არ არსებობს ფული, არ არსებობს ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ჩემთან ვინმე მოვიდა და ფარული ინფორმაციის სანაცვლოდ რაიმე შემომთავაზაო. 3 მოწმიდან მხოლოდ ერთი მოიყვანა ბრალდებამ სასამართლოზე. ამ მოწმემაც თქვა, რომ ეს იყო აღქმა და სხვა არაფერი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. 9 თვის განმავლობაში მხოლოდ 9 საათი მიმდინარეობდა ლევან ხაბეიშვილის საქმის განხილვა. ამ დროის განმავლობაში თითქმის 1 საათი დაეთმო მოწმის გამოკითხვას. წინასწარ პატიმრობაში ხომ იმ მოტივით იმყოფებოდა ლევან ხაბეიშვილი, რომ მოწმეებზე ზეწოლა არ მოეხდინა, ეს წინასწარი პატიმრობაც კი უკანონო გამოდის. არ არსებობს ფული, არც სხვა მტკიცებულებები, გარდა საჯარო განცხადებებისა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლევან ხაბეიშვილს ბრალი გადაუკვალიფიცირდა და 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი, მურთაზ ზოდელავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.ლევან ხაბეიშვილის ბრალდების საქმეზე 339-ე მუხლი გადაკვალიფიცირდა 318-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ლევან ხაბეიშვილს სასჯელად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.მურთაზ ზოდელავას კი სასჯელის სახედ 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულები, ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა არ ესწრებოდნენ.ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებოდნენ, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა. ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.მურთაზ ზოდელავას კი ედავებოდნენ, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს.

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი სიტყვით გამოვიდა სუბრეგიონულ პარლამენტართა შეხვედრაზე -„ცენტრალურ აზიაში გენდერული თანასწორობის წინსვლა და რეგიონში ქალთა გაძლიერების უზრუნველყოფა“

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა მონაწილეობა მიიღო სუბრეგიონულ პარლამენტართა შეხვედრაში -„ცენტრალურ აზიაში გენდერული თანასწორობის წინსვლა და რეგიონში ქალთა გაძლიერების უზრუნველყოფა“, რომელიც 2026 წლის 21-22 მაისს ბიშკეკში (ყირგიზეთში) გაიმართა.ეკა სეფაშვილმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრა საქართველოში ქალთა გაძლიერების, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო რეფორმებზე.“დღევანდელი დისკუსია ეხება საკითხს, რომელიც გაცილებით ფართო და მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ სახელმწიფო  პოლიტიკა ან სამართლებრივი რეგულირება. ეს ეხება სახელმწიფოებრიობის და დემოკრატიული მმართველობის საფუძვლებს - ადამიანის ღირსებას, თანასწორ შესაძლებლობას და უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შექმნას ყველა ინდივიდისთვის, სქესის მიუხედავად.”-აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.ინფორმაციისთვის, ფორუმი ორგანიზებული იყო ყირგიზეთის მოსახლეობისა და განვითარების ეროვნული კომიტეტის მიერ, მოსახლეობისა და განვითარების საკითხებზე აზიის პარლამენტართა ფორუმთან (AFPPD) თანამშრომლობით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და იაპონიის ნდობის ფონდის (JTF) მხარდაჭერით.ღონისძიების მიზანი იყო პარლამენტარების შესაძლებლობების გაძლიერება ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით, ასევე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმების განვითარება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

მიხეილ სააკაშვილი – ერთმანეთს დავანახოთ, რომ ბევრნი ვართ, შევიკრიბეთ, დავიშალეთ და გეტყვით, როდის შევიკრიბოთ, ასე არ გამოვა, ხალხის ხარჯზე ევროპაში ყელმოღერებული სიარული ჩვენ არ...

ოპოზიციის რიტორიკა აცდენილია ლოგიკას, შუაშისტური მდგომარეობა არ არსებობს, არ არსებობს ნახევრად ბანძი, ძლიერი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.სააკაშვილის თქმით, საჭიროა ბრძოლის ბოლომდე მიყვანა.„დღეს ხაბეიშვილის განაჩენს აცხადებენ. დარწმუნებული ვარ, მაქსიმუმს მიუსჯიან. მინდა, აქედან გავამხნევო. იმ კაცს წყნარად სძინავს, თუ ყველა პატრიოტი მებრძოლი ციხეში ჰყავს. ლევან, ნუ შეგეშინდება, ჩვენ ბრძოლის წინა ხაზზე ვართ და საქართველო ამას გადაიტანს. საქართველოს ბედი ასეთია, რომ ყველაფერი პირველი აქ ხდება. ჩვენ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. ესაა ჩვენი ხვედრი, ქართველი ხალხის ხვედრი. სპექტაკლის მონაწილეებად გვაქციეს. რუსთაველზე, სასამართლოზე რაც ხდება, ძალაუფლების სპექტაკლია, ძალაუფლების დემონსტრირებისთვის იყენებს ივანიშვილი. ოპოზიციის რიტორიკა აცდენილია ლოგიკას, შუაშისტური მდგომარეობა არ არსებობს, არ არსებობს ნახევრად ბანძი, ძლიერი. ვინ არიან ეს მართლა აკაცუკები, რომლებიც ატერორებენ ხალხს. ივანიშვილს სტაფილოს წვენი დასაძინებლად აღარ შველის, თუ ციხეში არ არიან პატრიოტები და მებრძოლები.ჩემს გარემოცვაში რუსეთის აგენტურა იყო, ჩამოდიო, ერთი მეუბნებოდა 2020-ში, გადასცა ჩემი კოორდინატები ივანიშვილის ხელისუფლებას. უნდა დამხვედროდა, რომ ჩამოვედი, არ დამხვდა და მთელი ჩემი მონაცემები გადასცა. შემდეგ სხვა პროვოკაციებში მონაწილეობდა. ღალატი იყო და იქნება, მთავარია, ჩვენ ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე. საქართველო არაა პატარა სოფელი, ვინც იქ ცხოვრობს, შემოავლო ღობე და აგებინო პასუხი. ყველაფერი გააკეთეს, რომ ესენი აღარ იყვნენ და მოვიშოროთ ჩვენ კიდევ, ხალხი მზად არაა და ა.შ. საჭიროა მიწოლა, ციხის არშეშინება, ჩემი ყველაზე პროდუქტიული წლები გავატარე ციხეში, თქვენ ხართ მშიშრები, მე არაფრის მეშინია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.ამასთან, მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა ერთიანობის მოწოდებით და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს 26 მაისის აქციას.„დარწმუნებული ვარ, ვითარება ძალიან მალე შეიცვლება. მოგიწოდებთ ერთიანობისკენ. მხარს ვუჭერ 26 მაისის აქციას. ერთმანეთს დავანახოთ, რომ ბევრნი ვართ. შევიკრიბეთ, დავიშალეთ და გეტყვით, როდის შევიკრიბოთ, ასე არ გამოვა. ბოლომდე წასვლა უნდა იყოს, ხალხის ხარჯზე ევროპაში ყელმოღერებული სიარული ჩვენ არ გვჭირდება, საქართველოს ხარჯზე ამ ხალხმა გაიკეთა კარიერა“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია, დიქტატურაში ვცხოვრობთ – ბაჩო ახალაია

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაია საკუთარ სასამართლო პროცესზე ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ქვეყანაში „დიქტატურაა“.ახალაიას თქმით, არსებული ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა შეუძლებელია და „რეჟიმის დამხობა“ ერთადერთი გამოსავალია.„საქართველოში არავინ არის გასამართლებული საკუთარ პროცესზე სიტყვის წარმოთქმისთვის - ეს საქმე პირველი იქნება. დასამხობია ივანიშვილის ხელისუფლება და გასასამართლებელია ყველა, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება“, — განაცხადა მან სასამართლო სხდომაზე.მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, რადგან, როგორც ამბობს, არჩევნებით ამის მიღწევა გამორიცხულია.ახალაიამ ასევე აღნიშნა, რომ მომავალში უნდა გასამართლდნენ ის პირები, რომლებიც, მისი შეფასებით, მოქმედ რეჟიმს ემსახურებიან, მათ შორის მოსამართლეები და პროკურორები.ცნობისთვის, ბაჩო ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ამასთან, ბაჩო ახალაიას კიდევ ერთ საქმეზე, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სასამართლოდან ახალაიას მიმართვას პირველი არხი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერს პასუხობს – ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს, დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ...

ამ ადამიანს, კიდევ ერთხელ უნდა აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რომელზე შეყენებასაც ასე ცივსისხლიანად გვიპირებდნენ 2022 წელს, – ამის შესახებ წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით წერს, რომლის მიხედვითაც, „საქართველომ თავისი თავი უკრაინისგან და მოლდოვისგან მოწყვიტა ევროკავშირისკენ მიმავალი საერთო გზიდან“.როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ევროკავშირში გაწევრიანების გზა უკრაინისთვის ტერიტორიების დათმობაზე გადის, ხოლო მოლდოვის გზა საკუთარი სახელმწიფოებრიობის გაუქმებაზე.„ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რომელზე შეყენებასაც ასე ცივსისხლიანად გვიპირებდნენ 2022 წელს. დღეს, უკვე ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა საკუთარი ტერიტორიების დათმობაზე გადის (როგორც ეს გერმანიის კანცლერმა გვამცნო), ხოლო მოლდოვის გზა – საკუთარი სახელმწიფოებრიობის გაუქმებასა და სხვა სახელმწიფოსთან მიერთებაზე (როგორც ეს მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა). აქეთკენ გვექაჩებიან და ამას გვაგუებენ – განვიხილოთ ტერიტორიები, როგორც ტვირთი და დამოუკიდებლობა, როგორც ზედმეტი პასუხისმგებლობა, რომლის მოცილებისთანავე გაგვეხსნება ევროკავშირის კარიბჭე – სწორედ ეს არის 21-ე საუკუნის დანაელთა ძღვენი“, – წერს პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები