უმკვიდრო ქონებასთან დაკავშირებული საკითხი ახლებურად ყალიბდება. შესაბამისი ცვლილებები „სამოქალაქო კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უმკვიდრო ქონება აღარ გადაეცემა – ხანდაზმულთა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებული დაწესებულებას, სოციალური დაცვის სხვა დაწესებულებას, სამკურნალო ან აღმზრდელობითი დაწესებულებას მიუხედავად იმისა, იმყოფებოდა თუ არა დასახელებული დაწესებულებების რჩენაზე მამკვიდრებელი.
პროექტით განისაზღვრება, რომ თუ არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო ან ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა.

