ჩინეთი აშშ-ისგან ყოველწლიურად, სულ მცირე, 17 მილიარდი დოლარის ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქციას შეიძენს, – ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც ცნობილი ხდება, ჩინეთი ვალდებულებას იღებს, რომ 2026, 2027 და 2028 წლებში ყოველწლიურად, სულ მცირე, 17 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია შეიძინოს. ამ შეთანხმებას ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებმა პეკინში გამართული შეხვედრის დროს მიაღწიეს.
ამერიკული სასოფლო-სამეურნეო ექსპორტი ჩინეთში გასულ წელს მკვეთრად შემცირდა ტარიფების გამო და 65.7 პროცენტით დაეცა.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე საუბარია, რომ შეიქმნება ორი ახალი ერთობლივი საბჭო, სავაჭრო და საინვესტიციო, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების მოსაწესრიგებლად.

