ძალიან მტკივნეულია ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდების, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა ოჯახის სიწმინდის დღეზე, სამებაში განაცხადა.
როგორც ჟურნალისტებს ცოტნე ივანიშვილმა გარკვეული პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ვერაფერს იტყვის აღნიშნულ საკითხზე, რადგან ეს საკითხი შესაბამისი სტრუქტურების პრეროგატივაა.
„მეც განვიცდი ამ ფაქტებს. ამის იქით ეს არ არის ჩემი განსასჯელი, ამას განაპირობებს შესაბამისი უწყებები და მთავრობა. ამ ფაქტებზე მე წუხილს განვიცდი. ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, ეს უნდა უზრუნველყოს შესაბამისმა სტრუქტურებმა“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

