გრიგოლ ვაშაძე: მმართველმა გუნდმა მოიტანა წინადადება, რომელიც არის აბსოლუტურად მიუღებელი
მმართველმა გუნდა მოიტანა წინადადება, რომელიც არის აბსოლუტურად მიუღებელი , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” ინიციატივის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, არ შეიძლება იყოს იმგავრი საარჩევნო სისტემა, რომელიც “სახელმწიფოში შეინარჩუნებს ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას”
„მმართველმა გუნდა მოიტანა წინადადება, რომელიც რის აბსოლუტურად მიუღებელი და არ მესმის ამ წინადადების მოტანის აზრი თუ არა რაღაცნაირად ჩვენი მედიატორების თვალში გამოჩენა რომ „მზად ვართ კომპრომისისთვის“. მოიტანეს წინადადება, რომ 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს სისტემით 50 მაჟორიტარი და 100 პროპორციული დეპუტატი და არა მარტო 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს ასე, არამედ საქართველოში ყველა მომდევნო არჩევნები უსასრულობამდე. ასეთი არასერიოზულობა მე არ მინახავს. ეს წინადადება აჩვენებს როგორ წვალობენ. ძალიან მინდა ჩავიხედო იმ სოციოლოგიურ კვლევებში, რომელიც აიძულებს მმართველ გუნდს ამ წვალებაში იყოს. დიალოგს თავს ვერ ანებებენ, საერთაშორისო მედიატორებს ვერ ეუბნებიან მონაწილეობას არ მივიღებთო, ესმით რომ კომპრომისი მათგან უნდა წამოვიდეს და ისიც ესმით, რომ ქუჩაში, სახელმწიფოში, საზოგადოებაში საშინელი კრიზისია.
არ ვიცი როდის გაგრძელდება მოლაპარაკებები. ჯობია მოლაპარაკებები ამ ოთახში, ვიდრე დაპირისპირება ქუჩაში, მაგრამ ერთი რამ მმართველმა გუნდმა უნდა გაიგოს, ჩვენ მზარდამჭერებს, ჩვენი პარტიის წევრებს და საერთოდ საქართველოს ამომრჩეველს ვერასდროს ავუხსნით თუ დავთანხმდებით რამეს, რაც განსხვავდება მათი კარდინალური მოთხოვნისგან. ნუ იქნება ისეთი სისტემა, რომელიც სახელმწიფოში შეინარჩუნებს ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნება” ოპოზიციას შემდეგ ინიციატივას სთავაზობს: მომავალ პარლამენტში მაჟორიტარების რაოდენობა 50-მდე შემცირდეს, ასევე შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა 2/3-მდე გაიზრდება ამ სისტემაში პროპორციული წილი.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...
ანრი ოხანაშვილი: რადიკალები კიდევ ერთხელ იტყუებიან, თითქოს ფიზიკურ პირებს უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტად დარეგისტრირება ევალებათ – კანონი ამას არც ითვალისწინებდა და არც ახლა ითვალისწინებს! არა დეზინფორმაციას!
ოჯახის სიწმინდის დღის და ხალხის ამ ბუნებრივი ძალის გადაფარვა ვერ შეძლეს რადიკალმა ოპოზიციონერებმა და გამჭვირვალობის კანონზე მორიგი სპეკულაცია წამოიწყეს, თითქოს...
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი – მიხეილ სარჯველაძე
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი. ის უნდა ყოფილიყო ზეპარტიული, არ უნდა ყოფილიყო მიკერძოებული რომელიმე მხარის...
კახა კალაძე: მოგვიწოდებდნენ სააკაშვილი გამოუშვითო, სანქციებს მიუერთდითო – მაშინ რომ ჩვენ არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, დღეს ქვეყანაში გვექნებოდა უბედურება და ჯოჯოხეთი
"წარმოგიდგენიათ, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტის უმრავლესობის წევრები იღებენ თავის ქვეყანაში კანონს და ვიღაც სხვა ქვეყნიდან გვიშლის, რატომ იღებთ...
ირაკლი კობახიძე: აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს ვთავაზობ, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო
ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი...
ხატია დეკანოიძე: სპეცრაზმთან შეგონებით ლაპარაკს აზრი არ აქვს, არ შეიძლება მათთან კეკლუცობა და გულების წერა ფარებზე
ნუ დავეხმარებით პროპაგანდას, რომ სოცქსელები ნიღბიანების ყვავილებიანი ფარების სურათებით გადაავსოს,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. „დარბევის...