საგარეო მიმართულებით, საქართველოს შესაცვლელი ჰქონდა პოლიტიკა, ეს იყო აბსოლუტურად გასაგები. სწორედ ამიტომ იყო, რომ ჩვენ, რამდენიმე დეპუტატმა მივიღეთ გადაწყვეტილება, სანამ პარტიას შევქმნიდით მანამდე, ეს საგარეო კურსი და საგარეო რისკები დაგვენახებინა საზოგადოებისთვის და სიმართლე ეტაპობრივად, მაგრამ მაინც გვეთქვა, – ამის შესახებ პარტიის “ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა “ღამის კურიერი” ეთერში განაცხადა.
მისი განმარტებით, ის, რაც მათ 2022 წელს წამოიწყეს, რომ არ მომხდარიყო, საქართველოში ისეთი სამწუხარო სიტუაცია იქნებოდა, როგორი სამწუხარო სიტუაციას ახლა უკრაინაშია.
“მინდა საზოგადოებას შევახსენო 2022 წელი, როდესაც რთული ვითარება შეიქმნა ზოგადად რეგიონში, როდესაც უკრაინაში დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და იყო საკმაოდ მაღალი რისკები იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო საქართველოში. ეს რომ რეალური იყო და დიდი ქვეყნების ინტერესები იკვეთებოდა, მათ შორის საქართველოზე, ეს წლების განმავლობაში დადასტურდა. თავად ის ფაქტი, რომ საგარეო მიმართულებით, საქართველოს შესაცვლელი ჰქონდა პოლიტიკა, ეს იყო აბსოლუტურად გასაგები. სწორედ ამიტომ იყო, რომ ჩვენ, რამდენიმე დეპუტატმა მივიღეთ გადაწყვეტილება, სანამ პარტიას შევქმნიდით მანამდე, ეს საგარეო კურსი და საგარეო რისკები დაგვენახებინა საზოგადოებისთვის და სიმართლე ეტაპობრივად, მაგრამ მაინც გვეთქვა.
ეს სამიტი, რაც დღეს იყო, ის დელეგაციების ვიზიტი, მათ შორის, აშშ-ში და აშშ-დან საქართველოში, თუნდაც იტალიის პრემიერის განცხადება, რომ უკვე ნელ-ნელა საქართველოსთან ურთიერთობები ნორმალიზდება, სწორედ იმ პოლიტიკის დამსახურებაა, რაც ჩვენ წამოვიწყეთ 2022 წელს. ერთი წუთით დავუშვათ ის, რომ ჩვენ ეს სიმართლე არ გვეთქვა ხალხისთვის და ამ სიმართლის შემდგომ, საზოგადოებას არ ჰქონოდა იმის შესაძლებლობა, როდესაც შემდგომში ხელისუფლებამ პრაგმატული ნაბიჯები გადადგა და ომი ავირიდეთ თავიდან, დღეს რა ვითარება გვექნებოდა. სამწუხაროდ, ის ვითარება იქნებოდა, რაც არის უკრაინაში. იტალიის პრემიერი იმაზე კი არ ისაუბრებდა, აზერბაიჯანიდან თავისუფლად მიიღებდა თუ არა გაზს და ამერიკიდან დელეგაცია კი არ ჩამოვიდოდა საქართველოში სამომავლო ურთიერთობებისთვის, სამწუხაროდ ის რეალობა იქნებოდა, რა სამწუხარო რეალობაც არის უკრაინაში. ამ კითხვას როდესაც ჩვენ ვსვამთ “ხალხის ძალა”, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით პასუხი არ აქვთ. ვინმე თუ იტყვის იმას, რომ მაგალითად: შურთ მოლდოვის, არ ვიცი, მოლდოვა საერთოდ სხვა ქვეყანასთან შეერთებას აპირებს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

