ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026

ვიკა ფილფანი – ხალხი, რომელიც დღეს არჩევნების გზით ავტორიტარული რეჟიმის შეცვლაზე საუბრობს, 2025 წელს არჩევნების წინააღმდეგ კამპანიას ეწეოდა

უნგრეთი კარგი მაგალითია უნგრეთისთვის, რომ არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა. ჩვენს გუნდს უნგრეთის და სხვა ქვეყნების მაგალითი არასდროს გვჭირდებოდა, – ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ვიკა ფილფანმა განაცხადა.

მისი თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ წევრები ყოველთვის ამბობდნენ, რომ ქვეყანაში არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს.

„ხალხი, რომელიც დღეს საუბრობს, რომ თურმე შესაძლებელია, არჩევნების გზით შეიცვალოს, მათ შორის, ავტორიტარული რეჟიმი, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინააღმდეგ კამპანიას ეწეოდა. მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც გუშინ თქვა, რომ ხელისუფლება შესაცვლელად არჩევნები ერთადერთი გზაა. სალომე ზურაბიშვილი იყო ერთ-ერთი, რომელმაც არჩევნებს გაუწია დისკრედიტაცია და როგორც დემოკრატიული ცვლილების ხელსაწყო, დააკნინა. 30 წელია ამ ქვეყანაში ადამიანები შრომობენ, რომ არჩევნები გახდეს ქვეყნის პოლიტიკაში რეალურად მნიშვნელოვანი ნაწილი. არაერთი მილიონია დახარჯულ, რომ ხალხისთვის აგვეხსნა, რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობა. 30 წლის ნაშრომი, ამ ალიანსებმა და პარტიებმა წინასაარჩევნოდ 2025 წელს, წყალში ჩაყარეს. თავიანთ ამომრჩეველს, საქართველოს მოსახლეობას უთხრეს, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, რაც სამწუხაროა. ყოველთვის ვამბობდით, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს. ამას არ სჭირდება მადიარობა. სჯობს თავი დაანებონ, „მე უფრო მაგარი მადიარი ვარ და მე უფრო მაგარი მადიარი ვიქნების“ ძახილს და პასუხისმგებლობა აიღონ იმაზე, რომ დისკრედიტაცია გაუწიეს არჩევნებს. ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაული გამოასწორონ, სულ მცირე, ბოდიშის მოხდით და არა იმით, რომ კრიტიკას თავის მსხვერპლად წარმოჩწნით პასუხობენ“, – განაცხადა ვიკა ფილფანმა.

მისი თქმით, როდესაც გადაწყვიტეს ახალი გეგმების დასახვა და განხორციელება, ამას 4 ოქტომბერი მოჰყვა.

„შესაბამისად, არ ვიცი, აქვთ თუ არა რესური, რომ რაიმე ახალი შესთავაზონ ქართველ ხალხს. არჩევნებით ხელისუფლების ცვლილებას სჭირდება შრომა, მოთმინება, კონტრუქციულობა და ქართველი ხალხის ინტერესების გატარება. ბოიკოტი ვერ დაეხმარება ვერაფერს და ვერანაირ პოლიტიკურ პროცესს. აქედან გამომდინარე, უცებ, სწრაფად დაგეგმვით, ერთი თარიღით, რევოლუციური სცენარებით არ გამოდის ხელისუფლების ცვლილება. ამიტომ არჩევნები არის ერთადერთი გზა, რასაც ბევრი მათგანი ახლა მიხვდა, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა ვიკა ფილფანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორად გოგიტა თოდრაძე ახალი ვადით დაინიშნა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორად გოგიტა თოდრაძე ახალი ვადით დაინიშნა. თოდრაძე აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსის წესით შეირჩა.საკონკურსო პროცესი ჩაატარა საქართველოს მთავრობის 2026 წლის 16 მარტის №110 დადგენილებით შექმნილმა კომისიამ, რომელმაც კანდიდატების შეფასების შედეგად გოგიტა თოდრაძე შეარჩია და მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგინა.გოგიტა თოდრაძე საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს. მას მიღებული აქვს უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის (სტატისტიკის) და სამართლის მიმართულებით. 2006 წლიდან ფლობს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხს.მას აქვს საქსტატში მუშაობის თითქმის 25-წლიანი გამოცდილება. კარიერა დაიწყო 2002 წელს მოსახლეობის აღწერის სამმართველოში ეკონომისტის პოზიციაზე. სხვადასხვა წლებში მუშაობდა სოციალური ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, თბილისის სტატისტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილედ და უფროსად. 2006-2016 წლებში იყო ბიზნესსტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, 2016-2018 წლებში — აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ხოლო 2018 წლიდან — აღმასრულებელი დირექტორი.გოგიტა თოდრაძე აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო სტატისტიკურ საქმიანობაში. 2017 წლიდან მონაწილეობს გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ექსპერტთა სამუშაო ჯგუფებში. 2019-2022 წლებში იყო გაერო-ს სტატისტიკის კომისიის (UNSC) წევრი.2018 წელს არჩეულ იქნა გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს წევრად, ხოლო 2020-2022 წლებში იმავე ბიუროს თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. 2025 წლის ივნისიდან არის UNECE-ს ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის (CES) ბიუროს წევრი და ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 2025 წლის სექტემბერში აირჩიეს საერთაშორისო სტატისტიკის ინსტიტუტის (ISI) წევრად.გარდა ამისა, გოგიტა თოდრაძეს აქვს 15-წლიანი უწყვეტი პედაგოგიური გამოცდილება. 2009 წლიდან კითხულობს ლექციებს სტატისტიკის მიმართულებით სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 2017 წლიდან არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2022 წლიდან — კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ოთხი წლის ვადით ინიშნება. გოგიტა თოდრაძე ახალი ვადით უფლებამოსილების შესრულებას 2026 წლის 3 მაისიდან შეუდგება.

ისრაელ კაცი – თეირანს შეუძლია, აირჩიოს მომავლისკენ მიმავალი ხიდი ან იზოლაციისა და განადგურების უფსკრული

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ირანი რთული არჩევანის წინაშე დგას.მისი თქმით, თეირანს შეუძლია, აირჩიოს „მომავლისკენ მიმავალი ხიდი ან იზოლაციისა და განადგურების უფსკრული“.„ირანი მეორეს თუ აირჩევს, სწრაფად აღმოაჩენს, რომ სამიზნეები, რომლისთვისაც აქამდე არ დაგვირტყამს, ბევრად უფრო მტკივნეულია, ვიდრე ისინი, რასაც უკვე დავარტყით“, – აღნიშნა ისრაელ კაცმა.„ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის მინისტრი შეეცადა, ლიბანში მებრძოლი დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაცია ირანთან უფრო ფართო კონფრონტაციის ნაწილად წარმოეჩინა.

მარტა კოსი – ჩვენ არ გვაქვს საშუალება, მივიღოთ ახალი წევრი სახელმწიფო, რომელიც დაგვასუსტებს

ჩვენ ვერ მივიღებთ ახალ წევრს, რომელიც ევროკავშირს დაასუსტებს, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ატლანტიკური საბჭოს ღონისძიებაზე განაცხადა.„არ გვაქვს საშუალება, მივიღოთ ახალი წევრი სახელმწიფო, რომელიც დაგვასუსტებს. ჩვენ არ ვართ მეგობართა ჯგუფი, ჩვენ ღირებულებათა საზოგადოება ვართ.  როდესაც გადაწყვეტ, რომ გინდა, იყო ამ ღირებულებათა საზოგადოების და მისი ყველა სარგებლის ნაწილი, უნდა მოიქცე შესაბამისად“, – აღნიშნა მარტა კოსმა.მისი თქმით, ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, თუ არ აკმაყოფილებს ისეთ კრიტერიუმებს, როგორებიცაა კანონის უზენაესობა, ანტიკორუფციული საქმიანობა, მედიის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება.„გვადანაშაულებენ, თითქოს ჩვენი დემოკრატია არ არის ნამდვილი და ჩვენი ცივილიზაცია დაღმასვლას განიცდის. ღმერთო ჩემო, ეს ნამდვილად არ არის დაღმასვლა. უბრალოდ შეხედეთ არჩევნებს უნგრეთში. ვფიქრობ, ეს სრულყოფილი დასკვნაა“, – აღნიშნა მარტა კოსმა.

გიორგი სარდალაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა – ქართველი ფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძესთან მტკივნეული ილეთით დამარცხდა.ხვალ, 17 აპრილს, ტურნირზე მედლებისთვის ხუთი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს – კაცთა შორის 73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი და მიხეილ ბახბახაშვილი, ხოლო ქალებში ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (ორივე – 57 კგ) და ნინო წიკლაური (63 კგ).წინასწარი შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს კი 16:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

კახა კალაძე – ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მოაქვს მშვიდობას

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მშვიდობას მოაქვს, რომლის დასაცავად ხელისუფლება კვლავ მზად არის. ამის შესახებ მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან პროგნოზთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.„საქართველოსთან მიმართებით რაც პროგნოზებიც არის, ეს შემთხვევითი არ არის. ამას აქვს თავისი ახსნა. როდესაც საუბარია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, წინსვლაზე, ეს ყველაფერი მოაქვს მშვიდობას. რა ფასად დაუჯდა საქართველოს მშვიდობის შენარჩუნება, საზოგადოების დიდი ნაწილი კარგად ხედავს და აფასებს. მიუხედავად იმ ყველაფრისა, ჩვენ გვქონდა და გვაქვს ძალიან მტკიცე, პრინციპული პოზიცია, რომ საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესები უნდა იყოს დაცული და ვერავინ მოგვხვევს თავს, ვერ გვიბრძანებს, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას, სანქციებს შევუერთდეთ, რომელიც დამაზიანებელი და დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული ეკონომიკისთვის. შესაბამისად, მშვიდობის შენარჩუნებით სახეზეა ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად იზრდება, წინ მიდის, უფრო მეტი შესაძლებლობები ჩნდება. ეს მოგცვემს შესაძლებლობას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ის ადამიანები, ის ოჯახები, რომელთაც დღეს ჯერ კიდევ უჭირთ, მიიღებს ის ბენეფიტი, რაც ეკონომიკურ განვითარებას მოაქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები