ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა ამაღამ გამოცხადდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანური მედია ირანელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ცეცხლის შეწყვეტა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის დასრულებამდე.
ცნობილი ხდება, რომ დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უსაფრთხოების კაბინეტის სხდომას ჩაატარებს, რომლის დროსაც ლიბანში ცეცხლის შესაძლო შეწყვეტაზე იმსჯელებენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ 200-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.

