,,დღეს, ქართული ენის დღე, შესანიშნავი შესაძლებლობაა, გავიხსენოთ მემკვიდრეობა, რომელიც არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ ჩვენი რეგიონის კულტურულ მეხსიერებასაც ეკუთვნის.
ქართული ენა, ეს უძველესი და ცოცხალი ენა, არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, არამედ იმ ერის წინააღმდეგობის, იდენტობისა და მდგრადობის სიმბოლოა, რომელმაც იგი საუკუნეთა მანძილზე რუდუნებით მოიტანა და სიყვარულით შეინარჩუნა.
სამყაროში, სადაც მრავალ ენას საფრთხე ემუქრება, ეს სიმტკიცე ღრმა პატივისცემას იმსახურებს.
ჩვენთვის, ირანელებისთვის, ქართული ენა ნაცნობი, მიმზიდველი და პატივსაცემია. ათასობით სიტყვის არსებობა სპარსული ძირებით, ეს იქნება „ფანჯრა“ თუ „მინანქარი“, ორ ხალხს შორის უძველეს კულტურულ კავშირებზე მიუთითებს.
თითქოს ქართულმა ენამ ყველაზე ლამაზი სპარსულ სიტყვები გაითავისა და განსაკუთრებული ხიბლით წარმოაჩინა, რაც ჩვენთვის საამაყოა.
ამ კავშირებს ჩვენი ისტორიული სიმბოლოებიც ასახავს. ისპაჰანში, ალავერდი ხან უნდილაძის მიერ აგებული „სი ო სე ფოლ“ (ოცდაცამეტთაღიანი ხიდი) არქიტექტურის შედევრი და კულტურათა შერწყმის სიმბოლოცაა. ვინ იცის, 33 რიცხვის ეს დამთხვევა, ხიდის თაღებისა და ქართული ანბანის ასოთა რაოდენობებისა, ენასა და ორი ხალხის ისტორიას შორის უფრო ღრმა კავშირების შეხსენებაა.
როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს, მსურს, მკაფიოდ და პატივისცემით განვაცხადო: ჩვენ დიდად ვაფასებთ ქართულ ენას, როგორც მემკვიდრეობას – შენარჩუნებულს ძალისხმევით, შეგნებითა და სიყვარულით. ეს ენა ეკუთვნის საქართველოს, და ასევე ჩვენი რეგიონის საერთო კულტურულ მემკვიდრეობას.
გილოცავთ ქართული ენის დღეს ”-წერს ირანის ელჩი საქართველოჩი ალი მოჯანი.

