სამშაბათი, მაისი 26, 2026

შალვა პაპუაშვილი – მზია ამაღლობელი ბრიუსელის პირადი პატიმარია, საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმისთვის სჭირდებათ

პატიმრების მიმართ უთანასწორო მოპყრობაა, როცა ერთ პატიმარს, იმის გამო, რომ ვიღაც უცხოელს მის მიმართ აქვს სიმპათია, მოეპყრო სხვანაირად და დანარჩენ პატიმრებს, რომელთა მიმართაც ეს კონკრეტული უცხოელები ყურადღებას არ იჩენენ, სხვანაირად მოეპყრო – ეს დისკრიმინაცია იქნებოდა. სავარაუდოდ, კომისიამ ამ მოტივებითაც იხელმძღვანელა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უდოს კომისიის მიერ მზია ამაღლობელის შეწყალებასთან დაკავშირებულ უარზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მზია ამაღლობელი ბრიუსელის პირადი პატიმარია.

„ამაში ბრიუსელი და უცხოელები არიან დამნაშავე. ბრიუსელია დამნაშავე, რადგან, მათ შორის, ჩემი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ძალადობის ნორმალიზებას ახდენდნენ, როგორც პოლიტიკური იარაღის ნორმალიზებას. ბრიუსელში კოლექტიურად ევროკავშირს ვგულისხმობ. ევროკავშირის ელჩს არცერთი განცხადება არ აქვს გაკეთებული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ძალადობის, როგორც პოლიტიკური იარაღის გამოყენებაზე. სწორედ არდაგმობა იწვევს წახალისებას. ის, რომ პოლიციელზე თავდასხმაზე წავიდა მზია ამაღლობელი, სწორედ იმის დამსახურება და ბრალია, რომ ასეთი ძალადობა საკუთარი სიჩუმით წაახალისეს. სხვათა შორის, რატიანის მხრიდან მეორე ასეთი აქტი ვნახეთ, რაზეც ბრიუსელის წარმომადგენლებთან საუბარი მქონდა. იმის გამო, რომ მზია ამაღლობელის ძალადობა ერთი სიტყვით არ დაგმეს და გაჩუმდნენ, რატიანის მხრიდან ამავე სახის ძალადობის გამეორება ამან გამოიწვია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, პროკურორებმა მზია ამაღლობელს საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს.

„სასამართლოზე რევიზორებად ისხდნენ უცხო ქვეყნის ელჩები და მზია ამაღლობელს აჯერებდნენ და აქეზებდნენ, არც საპროცესო შეთანხმებაზე წახვიდე და არც ის თქვა, რომ პოლიციელზე თავდასხმა ცუდიაო. ამაზე წააქეზეს და ამიტომ სასამართლოსა და პროკურატურას სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, გარდა იმისა, საპატიმრო ღონისძიება გამოეყენებინათ. ამიტომ დღეს მზია ამაღლობელი ბრიუსელის პირადი პატიმარია და იმისთვის სჭირდებათ, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმიათვის გამოიყენონ – ხან რეზოლუციას იღებენ, ხან მედალს აძლევენ. ერთი ადამიანი გაწირეს, რათა ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელონ. მთავარი დამნაშავეა ბრიუსელი, რომლის პირადი პატიმარია მზია ამაღლობელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ეროვნული დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.„ეს დღე ჩვენია! თბილისის მერია გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“ – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სააკაშვილი – ალიანსის დაანონსებული აქცია ყველა პარტიული და უპარტიო ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს, მთავარია, ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოვიფარგლოთ

ალიანსის მიერ დაანონსებული ხვალინდელი აქცია ყველა პარტიული და უპარტიო ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი წერს, მთავარია, ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოიფარგლონ.„საქართველოს უკიდურესი დამცირება და განადგურება თუ არ მოგვწონს, ვეწინააღმდეგებით ამ რეჟიმს, უნდა დავდგეთ ერთად, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ესა თუ ის პოლიტიკოსი. მეც ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ სახალხო გამოვლინებას როცა ეხება საქმე, იქ ჩემი და სხვა პროტესტი არ არსებობს. მთავარია, ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოვიფარგლოთ. მე გავაგრძელებ ჩემი გულწრფელი აზრის შემდგომშიც ხმამაღლა გამოთქმას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გია ვოლსკი – ამბობენ, რომ 26 მაისს „მშვიდობიანი“ აქცია იქნება, თუმცა ასეთივე „მშვიდობიანი“ იყო 4 ოქტომბერსაც, ახლა მშვიდობიან დაპირისპირებას გეგმავენ

4 ოქტომბრის შემდეგ დაპირისპირების მცდელობა აღარ ყოფილა და ახლა ისევ უბრუნდებიან გეგმას, იქნებ დაპირისპირება მოხდეს და ვინმე დაშავდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ 26 მაისს „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.ვოლსკის თქმით, ოპოზიცია „ახლა მშვიდობიან დაპირისპირებას გეგმავს“.„შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მერიაში განცხადება ხუთი დღით ადრე შედიოდა და აქცია ტარდებოდა. ახლა, როცა კანონის მოთხოვნა არ დაიცვეს, რასაკვირველია, უარიც მიიღეს, მით უმეტეს, 26 მაისს სცენა და ისეთი ინფრასტრუქტურა ვერ მოეწყობა, როგორიც თვითონ უნდათ, რადგან უკვე დაგეგმილია გარკვეული აქტივობა. ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, თავიანთ პატრონებს შეახსენონ, რაში იხარჯება თანხა, რაც მათ ავალდებულებთ, ექსტრემისტული სცენარით იმოქმედონ. 4 ოქტომბრის შემდეგ ასეთი დაპირისპირების მცდელობა აღარ ყოფილა და ახლა ისევ უბრუნდებიან გეგმას, იქნებ დაპირისპირება მართლაც მოხდეს და ვინმე დაშავდეს. ამბობენ, რომ „მშვიდობიანი“ აქცია იქნება, თუმცა ასეთივე „მშვიდობიანი“ იყო 4 ოქტომბერსაც. ახლა მშვიდობიან დაპირისპირებას გეგმავენ, მანამდე მშვიდობიან დამხობას გეგმავდნენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ნიკა გვარამია – 26 მაისს რუსთაველზე ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ და პირდაპირ ვესაუბროთ ერევანში სახელმწიფო მდივან რუბიოს

26 მაისს თბილისში უფრო მეტნი უნდა შევიკრიბოთ, ვიდრე ერევანში მარკო რუბიოს დასახვედრად მისული ჩვენი მეგობარი სომხები! – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.როგორც გვარამია წერს, ხვალ რუსთაველზე ძალიან ბევრი ადამიანი უნდა იყოს და პირდაპირ იქედან ესაუბრონ სახელმწიფო მდივან რუბიოს.„დადასტურდა, რომ 26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა! რადგან ბიძინამ დაგვტოვა მეგობრების გარეშე, ჩვენ უნდა ვესაუბროთ ჩვენს მეგობრებს! პირისპირ შეხვედრებზე უფრო მნიშვნელოვანი და ბევრად შთამბეჭდავი ხალხის მიმართვაა, ბევრი გულანთებული მედასავლეთე ქართველი პატრიოტის! ამიტომ ხვალ, 26 მაისს რუსთაველზე ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ და პირდაპირ იქედან ვესაუბროთ სახელმწიფო მდივან რუბიოს!“ – წერს ნიკა გვარამია.

ალეკო ტაბატაძე – შესაბამისი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ გიორგი კანდელაკმა კანონის წინაშე პასუხი გასცეს დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომელსაც ქვეყნის წინააღმდეგ ავრცელებს

შესაბამისი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ გიორგი კანდელაკმა კანონის წინაშე პასუხი გასცეს დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომელსაც ქვეყნის წინააღმდეგ ავრცელებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალეკო ტაბატაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.ალეკო ტაბატაძე გამოეხმაურა გამოცემა „ვაშინგტონ ფრი ბიკონის“ მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით სტატიის გამოქვეყნებას.„გიორგი კანდელაკს მსგავსი განცხადება პირველად არ გაუკეთებია, ეს მოღალატეობრივი განცხადებაა, რომელიც სინამდვილეს არ ეფუძნება. არ ვიცი, შენი ქვეყანა როგორ არ უნდა გიყვარდეს, რომ მსგავსი განცხადება გააკეთო. ამ განცხადებაზე ყველანაირი რეაგირება იქნება, მათ შორის სამართალდამცავების მხრიდან. ადამიანს თავისი ქვეყანა ასე სძულდეს და ტყუილებს ავრცელებდეს, წარმოუდგენელია. შესაბამისი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მან კანონის წინაშე პასუხი გასცეს დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომელსაც ქვეყნის წინააღმდეგ ავრცელებს. საქართველო ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ფრთხილ და დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებს, როგორც სამეზობლოში, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებით“, – განაცხადა ტაბატაძემ.

ბოლო სიახლეები