სამშაბათი, მარტი 17, 2026

ილია ინჯია საცალო ქსელების წარმომადგენლებს – მივედით რეალობამდე, რომ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს რაღაც მიმართულებების დასარეგულირებლად – ცვლილებები შეიძლება ყველასთვის მისაღები არ იყოს, ჩვენი ამოცანაა, მისაღები იყოს მოსახლეობისთვის

ევროკავშირის რეკომენდაციები ახსენეთ, ყველა რეკომენდაცია არ არის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე მორგებული, ეს ბევრი მიმართულებით დავინახეთ. ეს ცოტა ღრმა თემაა და ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ილია ინჯიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს სასურსათო სფერო დაურეგულირებელი დარჩა, რამაც წარმოშვა არსებული პრობლემები და გამოწვევები. შესაბამისად, ინჯიას თქმით, სახელმწიფოს მოუწევს ჩარევა და ისეთი ცვლილებების მიღება, რომელიც მოსახლეობისთვის მისაღები იქნება.

„ფაქტია, რომ ეს სფერო სახელმწიფოს დარჩა დაურეგულირებელი. ამან მიგვიყვანა ყველა იმ პრობლემამდე და გამოწვევამდე, რომელიც კომისიის მუშაობის პერიოდში ჩვენ მოვისმინეთ. დღეს კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა ყველა იმ მიმართულებას, ეს იქნება ლოგისტიკური მიმართულება, მონოპოლიური და ექსკლუზიური ხელშეკრულებები ამა თუ იმ მწარმოებლის, ქსელის ხელშეკრულების პირობები, რომლებიც არეგულირებს მწარმოებელთანაც და დისტრიბუტორთანაც ურთიერთობებს. ფაქტია, რომ სახელმწიფოს მოუწევს ამაში ჩარევა და ვფიქრობ, თქვენი ყველა კომენტარი ამას კიდევ ერთხელ აზუსტებს, რომ მივედით იმ რეალობამდე, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს რაღაც მიმართულებების დასარეგულირებლად. რა თქმა უნდა, ეს ცვლილებებს გამოიწვევს და შეიძლება ყველასთვის ერთნაირად მისაღები არ იყოს, მაგრამ, ჩვენი ამოცანაა, ეს მისაღები იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის – ხალხისთვის, ვისთვისაც ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ. ამ დროის განმავლობაში, ამ სფეროს თავისუფლებამ წარმოქმნა ის პრობლემები, რაზეც დღეს ვისაუბრეთ,” – განაცხადა ილია ინჯიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დისტრიბუტორსაც და მწარმოებელსაც გაუჩნდეს საშუალება, ქსელში განთავსებული თავიანთი პროდუქტი აკონტროლონ.

„ბაზრის მნიშვნელოვანი წილი თქვენ გიკავიათ და აღმოჩნდა, რაღაც მიმართულებები, სადაც, ძალაუფლების კუთხით, ზოგი მწარმოებელი, ზოგი დისტრიბუტორი, ზოგი ქსელის პატრონი, იყენებს თავის კოზირებს, რომ შედეგი მეტი ჰქონდეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ის, რომ დისტრიბუტორსაც და მწარმოებელსაც, არ აქვს საშუალება, ჩაიხედოს ქსელში, მისი პროდუქტის გაყიდვის სიჩქარის, ნაშთი რამდენი რჩება და ა.შ. არ მგონია, პრობლემური იყოს ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის მოფიქრება, რომ მათაც ჰქონდეთ თავიანთი პროდუქციის კონტროლის მექანიზმები. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას და ერთ რამეზე მინდა შევთანხმდეთ ყველა ერთად, რომ ეს ის სფეროა, რომელშიც სახელმწიფოს მოუწევს ჩარევა და მოუწევს, ეს ჩარევა იყოს ჩვენი მოსახლეობის და საზოგადოების საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ინჯიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პატრიარქის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზეა – ილია მეორე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზეა - ილია მეორე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება."პაციენტი გადმოყვანილ იქნა მასიური სისხლდენით, ამჟამად პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური, საყურადღებო, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება აბსოლუტურად მართვა პაციენტის და ამ მაჩვენებლების მაქსიმალურად დასტაბილურება. პაციენტი ამჟამად იმყოფება ამ პროცედურისთვის განსაზღვრულ მდგომარეობა, ეს არის ინტუბირებულ მდგომარეობაში", - აცხადებს კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო ასპანიძე.საქართველოს პატრიარქის მდგომარეობა ღამით დამძიმდა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს.

თაკო ჩარკვიანს დედა გარდაეცვალა

„კანონი და სამართლის“ ლიდერს თაკო ჩარკვიანს დედა გარდაეცვალა.თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ახლობლები და მეგობრები უსამძიმრებენ დედის გარდაცვალებას.

მიხეილ სარჯველაძე – ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი, ვითარება ძალიან რთული და საყურადღებოა

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა.მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები სტაბილურად იყოს შენარჩუნებული.„ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ეს იმის გათვალისწინებით, რომ ჰემოდინამიკის დასტაბილურებამდე კიდევ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი. ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები სტაბილურად იქნეს შენარჩუნებული, რაც ახლა მედიკამენტოზურადაა შენარჩუნებული. რა თქმა უნდა, დაკვირვების ქვეშაა, ინტენსიურად. მიმდინარეობს მეთვალყურეობაც და ყველაფერი კეთდება, რათა რაც შეიძლება, სწრაფად აღიდგინოს ყველა ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელიც აუცილებელია მისი ჯანმრთელობისთვის.ახლა რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა უკავშირდება კუჭში არსებულ  წყლულოვან პათოლოგიას, საიდანაც სახეზე იყო სისხლდენა. შესაბამისად, მოხდა დაუყოვნებლივი ჩარევა და ამ ჩარევის შედეგად სისხლდენა იქნა გაჩერებული. ამგვარად, ახლა ეს რეანიმაციული ღონისძიებები არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი. განსაკუთრებულია ყურადღებაც, მეთვალყურეობაც და ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება ჩქარა აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია. ჩატარდა მანიპულაციები, სამედიცინო მანიპულაციები და მოხერხდა სისხლდენის გაჩერება“, – განაცხადა სარჯველაძემ

ირაკლი კობახიძე – ჭიათურის მანგანეზის ფუნქციონირებაში სახელმწიფო ძალიან ფართოდ არის ჩართული და ეხმარება, რომ ადამიანები არ დარჩნენ უმუშევრად

ჭიათურის მანგანეზის ფუნქციონირებაში სახელმწიფო ძალიან ფართოდ არის ჩართული და ძალიან ფართოდ ეხმარება ამ საწარმოს იმისთვის, რომ ადამიანები არ დარჩნენ უმუშევრად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ზე გამართულ დებატებში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საწარმო რეალურად სახელმწიფოს ირიბი სუბსიდიით ფუნქციონირებს.„რაც შეეხება ჭიათურის მანგანეზს, ამაზე თქვენი შუამდგომლობა არ გვჭირდება, სახელმწიფო ძალიან ფართოდ არის ჩართული ამ საწარმოს ფუნქციონირებაში და ძალიან ფართოდ ეხმარება ამ საწარმოს იმისთვის, რომ ადამიანები არ დარჩნენ უმუშევრად და ყველა საკითხზე გვაქვს მუდმივი განხილვები და თქვენი შუამავლობის გარეშე მივხედავთ ამ საკითხს.მაღაროელებისა და მთავრობის ხელმძღვანელის დებატები ანომალიაა. აქ საუბარია საწარმოზე, რომელიც რეალურად სახელმწიფო სუბსიდიით ფუნქციონირებს, ირიბი სუბსიდიით ფუნქციონირებს უამრავი წელია. პრობლემურია თავისი შინაარსით, გლობალურად ფასებია დაცემული მანგანეზზე და არის უამრავი პრობლემა, რის გამოც მოგებაზე ვერ გადის. ვერც მაშინ გადიოდა, როცა თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო პრემიერ-მინისტრი და ვერც დღეს გადის. არც მისი ბრალი იყო და არც ჩვენი, რადგან ობიექტური მიზეზები აქვს. ფასები ბოლო წლების განმავლობაში არის ბევრად შემცირებული წიაღისეულზე, რის გამოც, ტექნიკურად შეუძლებელია მისი მოგებაზე გასვლა. ამ საკითხზე მუდმივად ვმუშაობთ და ჩვენი ირიბი, ძალიან დიდი, მრავალმილიონიანი სუბსიდირების ქვეშ არის ეს საწარმო იმისთვის, რომ ეს ადამიანები არ დარჩნენ უმუშევრად და როგორმე მოხერხდეს მათთვის შესაბამისი სოციალური პირობების შექმნა“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრ ბერდია სიჭინავს.

დონალდ ტრამპი – ირანი მათგან 1000 მილის რადიუსში მყოფ ყველა ქვეყანაზე ისვრის რაკეტებს, ათასობით რაკეტას უშენენ ქვეყნებს, რომლებიც ომში ჩაბმას არ ელოდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს მეზობელ ქვეყნებზე იერიშების გამო აკრიტიკებს. ამის შესახებ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.„მათგან 1000 მილის რადიუსში მყოფ ყველა ქვეყანაზე ისვრიან რაკეტებს. ისინი ათასობით რაკეტას უშენენ ქვეყნებს, რომლებიც ომში ჩაბმას არ ელოდნენ“, – აცხადებს ტრამპი.ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სულ რომ სცოდნოდა იმის შესახებ, რომ ირანი მეზობელ ქვეყნებზე იერიშებს განახორციელებდა, ირანის წინააღმდეგ ომს მაინც დაიწყებდა.„გავიგე, რომ ისინი გაერთიანებულ საამიროებს რაკეტებს ესროდნენ. ვთქვი, ეს უცნაურია, არა? გაერთიანებული საამიროები ირანის ბანკირივითაა. ბანკირი, ასე ვთქვათ. კატარი, მათთან კარგად იყვნენ. მერე კი უცებ საუდის არაბეთი. ქუვეითი, ქუვეითს ურტყამენ. ბაჰრეინს ურტყამენ. ყველა ამ ქვეყანას ურტყამენ. ვერც ერთი ექსპერტი ამას ვერ იწინასწარმეტყველებდა. და საქმე იმაში არ არის, უნდა გვცოდნოდა თუ არა. თუნდაც გვცოდნოდა, მაინც ის უნდა გავაკეთოთ, რაც გასაკეთებელია“, – თქვა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები