გიორგი კახიანი – საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნამ იმედგაცრუება გამოიწვია, მაგრამ ნდობის განადგურებაზე საუბარი გადაჭარბებულად მიმაჩნია
პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გიორგი კახიანს დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის შეფასება გადაჭარბებულად მიაჩნია იმის თაობაზე, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებამ ხელისუფლების ნდობა გაანადგურა.
როგორც ჟურნალისტებს კახიანმა განუცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნამ იმედგაცრუება გამოიწვია, მაგრამ ასეთი ტერმინები გადაჭარბებულია.
„გეთანხმებით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების არმიღებამ გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია როგორც უცხოური მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებში, ასევე ქვეყნის შიგნითაც. პირადად ჩემშიც. იმედგაცრუება მქონდა ინიციატივის ჩავარდნის გამო, რადგან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე მეც ვიყავი. მესმის შედეგიც, რაც კონსტიტუციური ცვლილების ჩავარდნას მოჰყვა, მაგრამ აქციებში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ქვეყანაში უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლება. ზოგადად, ასეთი შეფასება გადაჭარბებად მიმაჩნია, თუმცა ამ ყველაფერმა იმედგაცრუება გამოიწვია. გასაკვირი არ არის, თუ მსგავსი იმედგაცრუება ჩვენს უცხოელ კოლეგებშიც იქნებოდა“, – განაცხადა კახიანმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
პრემიერი: შარლ მიშელთან საუბრისას, გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ პარტნიორები არაერთი შეთავაზების მიუხედავად, გამჭვირვალობის კანონპროექტზე საგნობრივ დისკუსიას თავს არიდებენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის...
შარლ მიშელი: ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრისას განვიხილეთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. „პრემიერ-მინისტრ...
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, არცერთმა საელჩომ და დონორმა არ დაგმო ძალადობის შემთხვევები, ბევრმა მათგანმა ძალადობრივ თავდასხმებს „მშვიდობიანი“ უწოდა
ბოლო დღეებში მოწმენი გავხდით აღელვებული ახალგაზრდების ჯგუფების მიერ პარლამენტზე თავდასხმისა, რომლებსაც აორგანიზებდნენ, მიუძღოდნენ და აქეზებდნენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო...
დავით კაჭარავა: სპორტსმენებმა აკეთონ თავისი საქმე, პოლიტიკაში მათი ჩართვა ვერანაირად ვერ შეიძლება კარგის მომტანი იყოს, როგორც გუნდისთვის, ასევე ქვეყნისთვის – ნებისმიერი მხარისთვის
მსგავს წარმოუდგენელ ამბავს ჩვენ ვხედავთ არაპირველად ჩვენი ოპონენტების მხრიდან, იმ ძალის მხრიდან, რომლისთვისაც სპორტული წარმატებები, შეფერხებას წარმოადგენს და ყველანაირად ცდილობენ,...
მამუკა მდინარაძე: არა რუსულ კანონს, კი ევროპას – ახალგაზრდებო, ბოლომდე გეთანხმებით ამ სლოგანში
“ნაცმოძრაობას” და მდიდარ ენჯეოებს ახალი მდაბიო, ფაშისტური და გაღმა შედავების კამპანია წამოუწყიათ - ოღონდ ჩვენ არ გავასაჯაროოთ, რამდენ ათეულ მილიონებში...
მიხეილ სააკაშვილი: ხალხი კი არ აუჯანყდა ხელისუფლებას, არამედ ხელისუფლება აუჯანყდა ხალხს!
ხალხი კი არ აუჯანყდა ხელისუფლებას, არამედ ხელისუფლება აუჯანყდა ხალხს! - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში...