პარასკევი, აგვისტო 21, 2026

ბავშვს სახლში ვამეცადინებ, მეშინია, ვინმემ არ მომიკლას ან არ გააუპატ­იუროს

“ომის სამშობლოში” ომი არასდროს დასრულდება”
“ცხოვრება ომში” – ამ ორ სიტყვაში­ შეიძლება ჩატიო ის უბედურება, რომელზეც ავღანელი სამხედრო თარჯიმანი სამი აბდულ ჯაფარი გვიამბობს. “ჯოჯოხეთი მიწაზე” – ასე უწოდებს ამ საშინელებას უცხოური მედია, რასაც ჩვენი რესპონდენტიც ეთანხმება. ის ქართველ სამხედროებთან­ დიდი ხნის განმავლობაში­ მუშაობდა და სწორედ მათი დახმარებით გავიცანი. ახალგაზრდა ავღანელი თავის სამშობლოში მიმდინარე უსასრულო ომის უმძიმეს შედეგებზე გვიამბობს.
სამი აბდულ ჯაფარი:
– როდესაც ჩემი უცხოელი მეგობრები მირეკავენ, რა ხდება ავღანეთშიო, ვეუბნები,

რა უნდა ხდებოდეს “ომის სამშობლოში”, ომია და არა მგონია, ოდესმე დასრულდეს-მეთქი. ეს არის ქვეყანა, სადაც სახლშიც კი ვერ გრძნობ თავს უსაფრთხოდ. წლებია, დამოუკიდებელი სამხედრო თარჯიმანი ვარ. უამრავი ქვეყნის წარმომადგენელთან მომიწია ურთიერთობამ­ და როდესაც მათი თვალით ვუყურებ ავღან­ეთს, არც მიკვ­ირს, გიჟები რომ ვგონივართ.

ავღანეთში, კუნდუზის პროვინციაში

დავიბადე. მამა ჩვენს ქალაქში სკოლის დირექტორი იყო. როდესაც ტაჯიკეთსა­ და ავღანეთს შორის შეტაკება მოხდა, ბასმაჩებმა (შუა აზიაში საბჭოთა ხელისუ­ფლების წინააღმდეგ მებრძოლი ნაციონალისტური ბანდების მეომრები) მოკლეს, რადგან სწავლა ავღანური ტრადიციებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. იმ ომსა და უბედურებაში დედას ორი პატ­არა შვილი დავრჩით, რაც, ფაქტობრივად, უპატრონოდ დარჩენას ნიშნავდა. ჩვენი­ ტრადიციით, კაცის გარეშე ქალს დიდხანს არავინ დატოვებს. დედა ნერვიულობისგან ავად გახდა და მამას სიკვდილს გადაჰყვა. მე და ჩემი უმცროსი ძმა რაფი დავობლდით… 1985 წელს ხელისუფლებამ ორივე­ რუსეთში, ვოლგოგრადის სკოლა-ინტერნატში გაგვგზავნა. ეს იყო ავღანეთის მაშინდელი სახელმწიფოს პროგრამა დევნილი ბავშვებისთვის. ავღანეთის ომის, შიმშილისა და მუდმივი­ საფრთხის შემდეგ­ მე და ჩემი ძმა იქ საოც­რად მშვიდად ვგრძნობდით თავს. სკოლა-ინტერნატში ჩვენთან ერთად 250-ზე მეტი ავღანელი ბავშვი იყო. ვოლგოგრადის ბავშვთა სახლი ჩემს ცნობიერებას ტკბილად შემორჩა. კარგად გვაცმევდნენ და კარგად გვაჭმევდნენ, ზაფხულობით კი სხვადასხვა კურორტზე დავყავდით.
აქ, ავღანეთში, გადარჩენისთვის ბრძოლა უფროა, ვიდრე – ცხოვრება. ძალიან ძნელია, მუდმივ ჯოჯოხეთში ადამიანის სახე არ დაკარგო. როდესაც განსაცდელის წინაშე ვდგებოდი, ბავშვთა სახლში გატ­არებულ დღეებს ვიხსენებდი – კარგი ადამიანებიც ხომ არსებობენ დედამიწაზე, ვისაც სიკეთის კეთება შეუძლიათ-მეთქი.

 

– ავღანეთში დაბრუნდით?
– ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოსვლიდან სამი წლის შემდეგ – 1992 წელს შეიარაღებულმა ოპოზიციამ პრეზიდენტ ნაჯიბულას მმართველობა დაამხო. ქვეყნის სათავეში მოჯაჰედები მოვიდნენ. რუსეთის სკოლა-ინტერნატებსა და ბავშვთა სახლებში განაწილებულ ავღანელებს გამოგვიცხადეს, აქ ყოფნას ვეღარ შეძლებთ, თქვენს ქვეყანაში უნდა დაბრუნდეთ, ვინც არ დაბრუნდება, ქუჩაში აღმოჩნდება, ჩვენი სახელმწიფო ვეღარ გარჩენთო!.. ეს ტრაგედია იყო, რადგან ჯერ პატარები­ ვიყავით. იყვნენ ისეთებიც, ვინც უკვე კოლეჯში სწავლობდნენ და თავსაც ირჩენდნენ – რუსეთიდან ავღანეთში ჩატანილი ნივთებით ვაჭრობდნენ, თუმცა ბევრმა ავღანეთში დაბრუნებას ვოლგოგრადის ქუჩებში ცხოვრება არჩია და მათხოვრობით, ქურდობით ირჩენდნენ თავს. ბევრი დაიღუპა კიდეც…
მეცხრე კლასში ვიყავი. მეც სხვებივით გამრიცხეს სკოლიდან. ძმა ჩემზე პატარა იყო. დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ორივე მოუმზადებელი ვიყავით. მე ქუჩაში ყოფნას ავღანეთში დაბრუნება ვარჩიე, ჩემი ძმა კი რუსეთში დარჩა…
– ავღანეთში ვისთან დაბრუნდით?

– უბრალოდ, ჩემს ქვეყანაში დავბ­რუნდი. მეგონა, ცხოვრების ნორმალურად გაგრძელებას შევძლებდი. ჩემი ნათესავებ­იდან ზოგი გაქცეული იყო, ზოგიც – მოკლული… ამ დაწყევლილ და ღვთისგან დავიწყებულ მიწაზე მაშინაც ომი იყო. ჩემი ჩამოსვლიდან ერთი თვის განმავლობაში ხელისუფლება სამ-ოთხჯერ შეიცვალა. მშობლიურ კუნდუზის პროვინციაში აღარ დავბრუნებულვარ, ქაბულში დავრჩი. ქუჩაში ვცხოვრობდი. ვიღაცის ფარდულს შევაფარე თავი. საჭმელს მათხოვრობით ვშოულობდი, ხანდახან ვიპარავდი­ კიდეც. თუმცა შემიძლია დავიფიცო, რომ ამას მხოლოდ მაშინ­ ვაკეთებდი, როცა გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი… ომი სხვა რამეა, აქ კი ავღანელები­ ერთმანეთს ხოცავდნენ, ტაჯიკები ავღანელებს ებრძოდნენ, პუშტუნები – აზარებს,­ აზარები კიდევ – სხვებს… ყოველდღე თავბედს ვიწყევლიდი, ამ დანაღმულ მიწაზე­ რომ დავბრუნდი, მაგრამ გვიანი იყო. მხოლოდ პაკისტანში შემეძლო წასვლა და წავედი კიდეც. შავი სამუშაოს შოვნას ძლივს ვახერხებდი. ვმუშაობდი ყველგან, სადაც კი პურის ფულსა და ღამის გასათევს მომცემდნენ. ასე გაგრძელდა წლები. მერე მივხვდი, რაღაც უნდა მეღონა. მხოლოდ იმდენს მიხდიდნენ, რომ შიმშილით არ მოვმკვდარიყავი…­ დღემდე ასეა – მდიდრები მაღაზიებს ხსნიან­ და მუშახელს ისე ცოტას უხდიან, რომ არ დაიხოცონ. შავ მუშად მოწყობაც­ სანატრელია. სწავლა-განათლებისთვის ვის სცალია, ან სად არის სასწავლებლები?! ყველაფერი, რაც ვიცი – ხელობა თუ ენები, თვითონ ვისწავლე.

 

– რამდენი ენა იცით?
– შვიდი – ორი ავღანური სახელმწიფო ენა (პუშტუ და დარი), სპარსული, რუსული, ინგლისური, ურდუ (ინდურის ნაირსახეობა) და ფრანგული… ინდური პაკისტანში ვისწავლე (იქ ოთხი ენაა გავრცელებული: ურდუ, პენჯაბური, სინდური და სირაიკი). აქაურების უმეტესობამ რამდენიმე უცხო ენა იცის და მაინც ერთ-ერთი ყველაზე ღატაკი, ჩამორჩენილი და განუვითარებელი ქვეყანა ვართ.

 

თავდაპირველად მცირე გასამრჯელოზეც თანახმა ვიყავი. უცხოელებისთვის­ ავღანელი გაჭირვებული ქვეყნის შვილია და მიზერულ თანხას მიხდიდნენ, არადა,­ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვთან­ა­მშრომლობ, რომლებსაც თალიბებსა და “ისლამური სახელმწიფოს” წევრებთანაც უწევთ ურთიერთობა და ერთ არასწორ სიტყვას შეიძლება­ რამდენიმე ადამიანი, ან სულაც პროვინცია შეეწიროს. მნიშვნელობა აქვს ინტონაციასაც. მოკლედ, მერე მივხვდი, რომ ჩემი შრომა უფრო ძვირი ღირდა… თარჯიმნობის წყალობით გავიცანი ქართველი სამხედროებიც, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ყველაზე საშიშ პროვინციაში – ჯალალაბადში ავღანელ ჯარისკაცებს სამხედრო ინსტრუქტაჟს უტარებდნენ. სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, ისინი სულსა და გულს დებდნენ საქმეში. თავიდან ძალიან მიკვირდა, მერე მივხვდი, რომ ჩვენი ეროვნული სატკივარი­ გულთან ახლოს მიჰქონდათ. ავღანეთში­ ყველა ფულის საკეთებლად ჩამოდის. ზოგს აწყობს კიდეც ომი, რადგან საქმე ექნება, ქართველებისთვის კი ასე არ იყო. ისინი განიცდიდნენ ჩვენს პრობლემებს, მშიერი ბავშვების გასაჭირს, რომლებიც ძალიან უბრალო ავადმყოფობის დროსაც კი პანტაპუნტით იხოცებიან. იმ ქართველებთან დღემდე მეგობრული ურთიერთობა მაქვს, რადგან ძალიან ძვირფასები არიან ჩემთვის.
 

– მანამდე არაფერი გსმენიათ ქართველების შესახებ?
– ვოლგოგრადის სკოლა-ინტერნატში “გრუზინებს” ეძახდნენ და ცნობილი იყო, რომ ძალიან თბილები და მეგობრულები­ იყვნენ, ბავშვები კი – ძალიან ჯიუტები­. მე მათთან ურთიერთობა არასდროს მქონია…

როდესაც ავღანეთში დავბრუნდი, შევიტყვე, რომ ჩვენი ქვეყნის სამხრეთით არსებობს საუკუნეების წინ ჩამოსული გურჯების დასახლება და იმ ტერიტორიაზე შესვლას თალიბებიც ერიდებიან, თუმცა მე იქ არასდროს ვყოფილვარ.

 

ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, საკუთარი ქვეყანა მოვინახულოთ და შვილებს გავაცნოთ. აქ ომია და უნდა გადარჩე… ვინც მოახერხა და გამდიდრდა, თანა­მდებობები იყიდეს, უცხოეთში ვილები აქვთ, იარაღისა და ნარკოტიკების ბიზნესს­ მართავენ და ქაბულში უზარმაზარი სასახლეები აქვთ. კორუფცია ყველა სფეროში ყვავის.

 

კანონს ის ქმნის, ვისაც ფული აქვს. ბოდიშს გიხდით თქვენც და ქართველ მკითხველსაც, მაგრამ აქ ფულიანმა კაცმა შეიძლება მცირეწლოვანი­ ბავშვი (სქესს მნიშვნელობა არა აქვს) გააუპატიუროს და დაუსჯელი დარჩეს, რადგან კანონი არ არსებობს, მოძალადე ბავშვის მშობლებს დასცინის, ისინი კი ვერაფერს ეუბნებიან. მოსახლეობა ამ ტრაგიზმს ვერ აცნობიერებს…

 

ავღანური არმია თალიბების წინააღმდეგ ბრძოლაში ნადგურდება, არმიაში წასვლით მთელ ოჯახს საფრთხეს უქმნიან, ჩვენი ხელისუფლება და თალიბები კი გარიგებული არიან…

 

მოსახლეობის 97%-ს ელემენტარული განათლება არა აქვს, მთავრობა კი ამ უბედური, ცხოველებს დამსგავსებული ხალხის ხარჯზე მდიდრდება. ყველა სახელმწიფო უწყებას ამერიკა უხდის ფულს, მაგრამ ამ თანხას ავღანეთის ხელისუფლება ჯიბეში იდებს.
ვიღაცებმა დაიწყეს კორუფციული სქემის­ ჟურნალისტური გამოძიება, მაგრამ ზოგი მოკლეს, ზოგი კი იძულებული გახდა, ქვეყნიდან წასულიყო. მეც ცალკე თალ­იბები მდევნიან და ცალკე ხელისუფლება,­ მეუბნებიან, რომ ქვეყნის შიდა პრობლემებზე უცხოელებს ვუყვები, რითაც, თურმე, ტრადიციებს ვაყენებ შეურ­აცხყოფას… აქ ფული ყველაფერს წყვეტს. ამას წინათ თალიბი გაათავისუფლეს, რომელმაც სკოლა დაბომბა და ბავშვები­ დაიხოცნენ. ზოგს ლამის მთელი ბატალიონი ჰყავს ამოწყვეტილი. ნარკოტიკების წინააღმდეგ სახელმწიფო პროგრამაა შემუშავებული, მაგრამ ხელისუფლების პირველი პირები ამ ბიზნესით დღემდე მდიდრდებიან…
რამდენიმე წლის წინ ავსტრალიურ სამშენებლო კომპანიასთან ვმუშაობდი თარჯიმნად. კანადის საელჩოს აშენებდნენ. მშენებლობაზე ადგილობრივებიც იყვნენ დასაქმებული. ფეხსაცმელი არ ეცვათ. ზამთარი იყო, თოვდა. კანადელები ფეხშიშველა, ველურ ავღანელებს უცხოპლანეტელებივით უყურებდნენ და ფოტოებს უღებდნენ. უამრავი ასეთი ფაქტი არსებობს, ამიტომაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის ავღანეთი მხოლოდ ომსა და ტერორიზმთან ასოცირდება…

– საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ მუშაობის შესაძლებლობა?
– შეიძლება რამის შეცვლის სურვილი­ ჰქონდეთ, მაგრამ სიცოცხლეს არავინ სწირავს და არც გაემტყუნება, ამიტომ წერენ პროექტებს, რათა მიიღონ გრანტები და ავღანელი მაღალჩინოსნების ჯიბეებში მილიონობით დოლარი წავიდეს… რას ვერჩი ამერიკელს, ფრანგს ან ხორვატს, როდესაც ავღანელი ღუპავს თავის ქვეყანას?!
არსებობს პროვინციები, სადაც დენის შესახებ არაფერი სმენიათ. ვერ წარმოუდგენიათ, რომ არსებობს ღილაკი, რომელსაც თითს მიაჭერ და ნათურა აინთება, არც ტელევიზორის და მაცივრის შესახებ იციან…
ასეთ ადგილებს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. ის თალიბანის ხელშია, რომელიც ასეთ სიბნელეს სათავისოდ იყენებს. მან იცის ავღანელებში რელიგიის ძალა და ამ უბედურებაში მოლებსაც რთავს.
შემუშავებული აქვთ იდეოლოგია, როგორ მოახდინონ გავლენა ამ უბედურ ადამიანებზე. “თალიბანის” ლიდერები ან მოლები მათ ეუბნებიან, ამერიკას ჩვენგან განსხვავებული რელიგია აქვს და მუსლიმებს ებრძვის, ამიტომ უნდა გავანადგუროთო!
პაკისტანში მოქმედებს სამხედრო, კარგად დაფინანსებული ორგანიზაცია “აისაი”, რომელიც ამაში დიდ ფულს იხდის.
– თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ…

– მეუღლე და ორი ბიჭი მყავს… მეუღლეს ჩაცმაშიც არ ვზღუდავ, ამიტომაც მერჩიან, ჩვენს ქალებს ცუდ მაგალითს აძლევო. აქ შეიძლება კაცი იმიტომ მოკ­ლან, რომ მან ქალიშვილს განათლება მისცა. ტრადიციას ებრძვისო, იტყვიან.

აქაურებს, თითოეულს შვიდი ცოლი ჰყავს. ფულიან ხალხს შეუძლია, 12-13 წლის გოგონა “იყიდოს”. 20 წლის ქალს 4-5 შვილი ჰყავს, უბედურები, დაავადებული არიან და 40 წლის ასაკში 70-ისას ჰგვანან. 45 წლამდე თუ მიაღწიეს, გაუმართლათ… მონებივით ცხოვრობენ, რადგან ცნება “ქალის უფლება” არ არსებობს.

– ქვეყნიდან წასვლაზე არ გიფიქრიათ?

– ერთი პროცენტი მაინც რომ მქონდეს აქედან წასვლის შანსი, მოვკიდებდი ხელს ჩემს შვილებს და ნებისმიერ ისეთ ქვეყანაში წავიდოდი, სადაც ომი არ იქნებოდა. მათ ვეტყოდი, დაივიწყეთ ავღანეთი, აქ არის თქვენი სამშობლო და შეიყვარეთ, იცხოვრეთ ისე, რომ ამ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები იყოთ-მეთქი!.. უფროსი ბიჭი მეხუთე კლასშია. უმეტესად სახლში ვამეცადინებ, რადგან მეშინია, ვინმემ არ მომიკლას ან არ გააუპატ­იუროს. მისი თანატოლები უკვე ჰაშიშს ეწევიან, ქურდობენ, იარაღით დადიან… აქ სურსათის მაღაზიაში, შაქრისა და პურის გვერდით, ჰეროინი, ოპიუმი და ჰაშიში იყიდება. იარაღიც ქუჩაში იყიდება. თუ ოდესმე ქვეყნიდან წასვლა გვეღირსა, 20 წლისაც რომ იყოს, პირველ კლასში შევიყვან, რათა სრულფასოვანი განათლება მიიღოს, მაგრამ სხვა ქვეყანაში ლეგალური თავშესაფრის მიღება ძალიან ძნელია. ავღანელებს მთელი მსოფლიო კამიკაძეებად და ტერორისტებად გვიცნობს. ვიზაზე ოცნებაც სისულელეა, უკეთესობის პერსპექტივა კი არ ჩანს.
როდესაც ავღანელს ეუბნებიან, თუ შაჰიდის ქამარს გაიკეთებ და ურჯულოების გარემოცვაში თავს აიფეთქებ, სამოთხეში მოხვდებიო, ის თვალისდაუხამხამებლად მიდის სიკვდილზე… “თალიბები” რელიგიურ ფანატიზმს განსაკუთრებული წარმატებით იყენებენ. ერთხელ პოლიციაში ატირებული 12 წლის გოგონა მოვიდა, ძმამ შაჰიდის ქამარი ჩამაცვა და ერთ-ერთი სახელმწიფო დაწესებულების მისაღებში თავის აფეთქება მიბრძანა, მე კი ჯერ სიკვდილი არ მინდა, მაგრამ სახლში რომ დავბრუნდე, ძმა მომკლავსო.
ჩვენს ხალხს პროტესტის გრძნობა არა აქვს. ის მცირე განათლებული ნაწილი სახელმწიფო სამსახურშია და იმის შიშით, ესეც არ დაკარგოს, ხმას არ იღებს. აქ ქალს ოჯახის წევრები იმიტომ კლავენ, რომ ქმრის სისასტიკე ვერ აიტანა და გაიქცა.
– ძმასთან ურთიერთობა თუ გაქვთ?

– ტელეფონითა და ინტერნეტით ვეხმიანებით ერთმანეთს. როსტოვში ცხოვრობს. როდესაც ავღანეთში ვბრუნდებოდი, ვფიქრობდი, რომ ის არასწორად იქცეოდა, ახლა კი ვხვდები, ჩემზე ჭკვიანი აღმოჩნდა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სააკაშვილი – რა ბინძური, სალანძღავი სიტყვები არ ისროლეს “ოპოზიციონერებმა” ჩემი მისამართით, მიახლოებითაც კი ვერ უბედავენ იმავეს ივანიშვილს – არ ვარ მათზე გაბრაზებული, იმედგაცრუებული...

რა ბინძური, სალანძღავი სიტყვები არ ისროლეს "ოპოზიციონერებმა" ჩემი მისამართით ამ დღეებში, მიახლოებითაც კი ვერ უბედავენ იმავეს ივანიშვილს, რაც მაფიქრებინებს, რომ ესენი ამას იძახიან არა იმდენად ხალხის, არამედ ერთი კაცის გასაგონად , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს.როგორც სააკაშვილი თავის წერილში აღნიშნავს, ის ხელისუფლების ოპონენტებზე გაბრაზებული არ არის, თუმცა, წერს, რომ აფხაზეთის დათმობაზე მინიშნებით საუბარსაც კი არავის აპატიებს.“რა ბინძური, სალანძღავი სიტყვები არ ისროლეს "ოპოზიციონერებმა" ჩემი მისამართით ამ დღეებში. დააკვირდით, რომ მიახლოებითაც კი ვერ უბედავენ იმავეს ივანიშვილს, თან ძალიან სასაცილოა, რომ ილანძღებიან და შემდეგ საკუთარ გვერდს კეტავენ კომენტარებისთვის, იციან რა ხალხის რეაქცია "თქვა მან და ბუჩქებში გაუჩინარდა", რაც მაფიქრებინებს, რომ ესენი ამას იძახიან არა იმდენად ხალხის, არამედ ერთი კაცის გასაგონად.მიუხედავად ყველაფრისა, მე არ ვარ მათზე გაბრაზებული, უბრალოდ ძალიან იმედგაცრუებული ვარ. თუმცა არავის ვაპატიებ მინიშნებასაც კი აფხაზეთის დათმობაზე, რა უფლება გვაქვს მომავალი თაობების ნაცვლად ასეთი გადაწყვეტილების მიღების? თუ კარგად წაიკითხავთ ყველა ჩემს გამონათქვამს, ნახავთ რომ არასდროს არცერთი სალანძღავი სიტყვა არ დამცდენია, მხოლოდ იმის თქმა მსურს რომ ამ კონკრეტულ "მოღვაწეებთან" ერთად ბრძოლაში წასვლა საშიშია, ვინაიდან ეს დამარცხების რეპეტიციაა. ეს გამოცდილება უნდა გავითვალისწინოთ.ხოლო ყველა ნამდვილ მებრძოლს და პატრიოტს სრული ერთიანობა გვმართებს ამ დიდი ძნელბედობის ჟამს. პარტიები საერთოდ აღარაა აქტუალური, ყოფნა-არ ყოფნის, ამ მასშტაბის, გამოწვევის წინაშე”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის! ზედამხედველობის დეპარტამენტი ყალბი ჯარიმების შესახებ აფრთხილებს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოეგონ სავარაუდო თაღლითურ სქემას, რომელიც შესაძლოა ფულის გამოძალვას ემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.უწყების თანახმად, მოქალაქეებმა მიიღეს სატელეფონო სმს შეტყობინებები მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაჯარიმების თაობაზე და მოქალაქეებს მოუწოდებს, მსგავსი შეტყობინების შემთხვევაში, არ გადავიდნენ მითითებულ ვებგვერდზე.“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელით, სავარაუდოდ თაღლითური მიზნით, სმს შეტყობინებები გაიგზავნაგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელით სავარაუდო თაღლითური სქემა განხორციელდა.2026 წლის 19 აგვისტოს, მოქალაქეებმა მიიღეს სატელეფონო სმს შეტყობინებები მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაჯარიმების თაობაზე.შეტყობინებებში მითითებულ ბმულზე გადასვლისას იხსნება თაღლითური ვებგვერდი - https://ge-polic-des.eu.cc/ge, სადაც დატანილია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ძველი ლოგო და ინფორმაცია გადაუხდელი ჯარიმის შედეგების შესახებ. ვებგვერდი იძლევა თანხის გადახდის საშუალებას საბანკო ბარათის სტანდარტული დეტალური რეკვიზიტების მითითებით.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოეგონ სავარაუდო თაღლითურ სქემას, რომელიც შესაძლოა ფულის გამოძალვას ემსახურება. მსგავსი შეტყობინების შემთხვევაში, არ გადავიდნენ მითითებულ ვებგვერდზე.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა”, - ნათქვამია ინფორმაციაში

„ასეთი სიგიჟე მართლა არ გამიგია“ – სამხარაძე მდინარაძისა და ღარიბაშვილის საქმეზე

მგონი ჩვენ კი არა, ღარიბაშვილს თვითონაც არ აქვს წაკითხული ის წერილი, რომლის გაგზავნასაც მამუკა მდინარაძეს აბრალებს. მოდი, დავიჯეროთ რომ მდინარაძემ მიწერა ღარიბაშვილს წერილი. ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც უნდა წავიკითხოთ, რა წერია წერილში,  -  ამის შესახებ "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში წერს.მისი განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული წერილის მიხედვით, მდინარაძე მისი გულმხურვალე მხარდამჭერი გამოდის, შესაბამისად,  წერილის შინაარსის გათვალისწინებით, სამხარაძისთვის გაუგებარია, რით არის უკმაყოფილო ყოფილი პრემიერ-მინისტრი.„მგონი ჩვენ კი არა, ღარიბაშვილს თვითონაც არ აქვს წაკითხული ის წერილი, რომლის გაგზავნასაც მამუკა მდინარაძეს აბრალებს. მოდი, დავიჯეროთ რომ მდინარაძემ მიწერა ღარიბაშვილს წერილი. ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც უნდა წავიკითხოთ, რა წერია წერილში: დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილსნაირმა „მხარდამჭერებმა“ და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს.ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შემდეგები იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედებების ორი ვარიანტი:1. ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ.2. (მეორე ვარიანტი თვითონ შემოგთავაზეს, როგორც კომპრომისული გამოსავალი) — ვაღიაროთ (ჩვენ თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარება, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5 წლიანი ვადით, ანუ როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება. გამოსვლის შემდეგ არ უნდა გაეკარო პოლიტიკას და თუ „გადაგდებას გადაწყვეტ“, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო”. ამ წერილიდან გამოდის, რომ მდინარაძეზე გულმხურვალე მხარდამჭერი ღარიბაშვილს არ ჰყოლია, რადგან წერილის ავტორი საუბრობს ისეთი ფრაზებით, როგორიცაა “მაგრად დაგვაზიანეს; ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი;” და ღარიბაშვილს მოქმედების პირველ ვარიანტად სთავაზობს: “ვიდაოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ” და მეორე ვარიანტად განიხილავს  დანებებას და ახალი ბრალის აღიარებას. მამუკა მდინარაძე თავის ძველ პროფესიას დაბრუნებია, ადვოკატობა დაუწყია და მისი პირველივე საზრუნავი და დასაცავი პირი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილა. რას ერჩის მაშინ, რატომ ჩაუშვა? ასეთი სიგიჟე მართლა არ გამიგია," - წერს სამხარაძე.

ცნობილია თბილისსა და რეგიონებში პუნქტების მისამართები, სადაც სასკოლო ფორმები გაიყიდება

შპს საგანმანათლებლო რესურსები სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტების მისამართებს აქვეყნებს, სადაც სკოლის მოსწავლეთათვის სასკოლოო ფორმების შეძენა იქნება შესაძლებელი.ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ფორმების შეძენა კვირის ნებისმიერ დღეს არის შესაძლებელი. კერძოდ, სამუშაოები დღები იქნება ორშაბათიდან კვირა დღის ჩათვლით, ხოლო სამუშაო საათები: 11:00 საათიდან 19:00 საათამდე.„თბილისი:გლდანი-ნაძალადევისსიპ ქალაქ თბილისის N79 საჯარო სკოლამისამართი: თბილისი, ანგია ბოჭორიშვილის ქ. N35სსიპ ქალაქ თბილისის N118 საჯარო სკოლამისამართი: თბილისი, ლიბანის ქ. N22სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლამისამართი: თბილისი, მუხიანის მე-3 მ/რ, ნ.სსიპ ქალაქ თბილისის N138 საჯარო სკოლამისამართი: თბილისი, ლევან ჭოჭუას ქ. N36დიდუბე-ჩუღურეთისსიპ დიმიტრი უზნაძის სახელობის ქალაქ თბილისის N22 საჯარო სკოლამისამართი: ალიო მირცხულავას ქ. N4ვაკე-საბურთალოსსიპ ქალაქ თბილისის N55 საჯარო სკოლამისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის N38სსიპ ქალაქ თბილისის N126 საჯარო სკოლამისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N71სსიპ ქალაქ თბილისის N186 საჯარო სკოლამისამართი: თბილისი, დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის გამზირი 8ბისანი-სამგორისსიპ ქალაქ თბილისის №117 საჯარო სკოლამისამართი: თბილისი, თრიალეთის ქუჩა N7სსიპ ქალაქ თბილისის №127 საჯარო სკოლამისამართი: რუსთავის გზატკეცილი N18სსიპ აკაკი შანიძის სახელობის ქალაქ თბილისის №176 საჯარო სკოლამისამართი: ვარკეთილის მე-4 მ/რ მე-2 რიგი N1სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლამისამართი: ვარკეთილი,ზ/პ, მე-2 მ/რძველი თბილისისსიპ გურამ რამიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N20 საჯარო სკოლამისამართი: თბილისი, ბროსეს N8, ჯამბულის N5სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლამისამართი: ქ. თბილისი, პ. მელიქიშვილის ქ. N2სსიპ მუნიციპალიტეტის შენობა, მდებარეობს რესურსცენტრის მიმდებარედ.მისამართი: თბილისი, კიევის ქუჩა N2აჭარა:ბათუმისსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლამისამართი: ქ. ბათუმი, გრიბოედოვის ქ. N35სსიპ ქალაქ ბათუმის N20 საჯარო სკოლამისამართი: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის ქ.N125სსიპ ქალაქ ბათუმის N5 საჯარო სკოლამისამართი: ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. N56ქობულეთი:სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N2 საჯარო სკოლამისამართი: ქობულეთი, რუსთაველის ქ.N136ხელვაჩაური:სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლამისამართი: სოფელი ხელვაჩაურიგურია:ლანჩხუთისსიპ ქალაქ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლამისამართი: ჟორდანიას ქუჩა N123ოზურგეთისსიპ ქალაქ ოზურგეთის N1 საჯარო სკოლამისამართი: ოზურგეთი, ე.ნინოშვილის ქ. N7ჩოხატაურისაგანმანათლებლო რესურსცენტრიმისამართი: წერეთლის ქ. N2იმერეთი:ქუთაისისსიპ ქალაქ ქუთაისის N9 საჯარო სკოლამისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა №51სსიპ ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლამისამართი: ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. N22ბაღდათისსიპ ქალაქ ბაღდათის N2 საჯარო სკოლამისამართი: ბაღდათი, კახიანის ქ. N39ვანისსიპ ქალაქ ვანის N1 საჯარო სკოლამისამართი: სოლომონ II ქუჩა №11ზესტაფონისსიპ ქალაქ ზესტაფონის N2 საჯარო სკოლამისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. N4თერჯოლასსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლამისამართი: თერჯოლა, სოფელი ქვედა სიმონეთისამტრედიასსიპ ქალაქ სამტრედიის N1 საჯარო სკოლამისამართი: სამტრედია, 9 აპრილის ქ. N79საჩხერესსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ საჩხერის #3 საჯარო სკოლამისამართი: საჩხერე, ვიქტორ ნოზაძის ქ. N19ტყიბულისსიპ ქალაქ ტყიბულის N7 საჯარო სკოლამისამართი: ბრეგვაძის ქუჩა №14ჭიათურასსიპ ქალაქ ჭიათურის N4 საჯარო სკოლამისამართი: ჭიათურა, ნიკოპოლის ქუჩა №14,ხონისსიპ აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლამისამართი: ხონი, სოლომონ მეორის ქ. N4კახეთი:თელავისსიპ ქალაქ თელავის N7 საჯარო სკოლამისამართი: თელავი, ალაზნის გამზირი N22ახმეტასსიპ ქალაქ ახმეტის N 2 საჯარო სკოლამისამართი: ახმეტა, ყაზბეგის ქ. N35გურჯაანისსსიპ ქალაქ გურჯაანის N3 საჯარო სკოლამისამართი: გურჯაანი, ექვთიმე თაყაიშვილის ქ.N15დედოფლისწყაროსსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლამისამართი: დედოფლისწყარო, სოფელი სამრეკლოლაგოდეხისსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლამისამართი: ლაგოდეხი, რუსთაველის ქ. N1საგარეჯოსსიპ ქალაქ საგარეჯოს N2 საჯარო სკოლამისამართი: საგარეჯო, აღმაშენებლის ქ. N19სიღნაღისსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლამისამართი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. საქობო, უნივერსიტეტის ქუჩა 70ყვარელისსიპ ქალაქ ყვარლის N2 საჯარო სკოლამისამართი: ყვარელი, მარჯანიშვილის ქ.N29მცხეთა-მთიანეთი:მცხეთასსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკნის საჯარო სკოლამისამართი: მცხეთის მუნიციპალიტეტი სოფელი წილკანი, წილკნელის ქუჩადუშეთისსიპ ქალაქ დუშეთის N2 საჯარო სკოლამისამართი: დუშეთი, დავით აღმაშენებლის ქ.N96თიანეთისსიპ მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლამისამართი: დაბა თიანეთი, რუსთაველის ქ. N 59ყაზბეგიყაზბეგის საგანმანათლებლო რესურსცენტრიმისამართი: ყაზბეგი, ალ. ყაზბეგის ქ. N50რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი:ამბროლაურისსიპ ქალაქ ამბროლაურის N1 საჯარო სკოლამისამართი: ამბროლაური, კობახიძის ქ. N9ცაგერისსიპ ქალაქ ცაგერის სპორტის სასახლემისამართი: ცაგერი, ასათიანის ქ. N6სამეგრელო-ზემო სვანეთი:ზუგდიდისსიპ ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლამისამართი: ზუგდიდი, ცოტნე დადიანის ქ.N8აბაშასსიპ ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლამისამართი: აბაშა, შუბლაძის ქ. N23მარტვილისსიპ ქალაქ მარტვილი N1 საჯარო სკოლამისამართი: მშვიდობის ქუჩა №11,მესტიასსიპ მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლამისამართი: დაბა მესტია, დავით აღმაშენებლის ქ.N25სენაკისენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრიმისამართი: სენაკი, ცოტნე დადიანის ქ. N7ფოთისსიპ ნიკო ნიკოლაძის სახელობის ქალაქ ფოთის N2 საჯარო სკოლამისამართი: ფოთი, ნინო ჟვანიას ქუჩა. N9ჩხოროწყუსსიპ ვახტანგ ფირცხელავას სახელობის ქალაქ ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლამისამართი: გობეჩიას ქუჩა №3წალენჯიხაწალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრიმისამართი: წალენჯიხა, სალიას ქ. N3სამცხე-ჯავახეთი:ახალქალაქისსიპ ქალაქ ახალქალაქის N4 საჯარო სკოლამისამართი: ახალქალაქი, აღმაშენებლის ქ. N3ადიგენისსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლამისამართი: ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბოლაჯურიასპინძასსიპ დაბა ასპინძის საჯარო სკოლამისამართი: ასპინძა, რუსთაველის ქ.N7ახალციხესსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლამისამართი: ახალციხე, ფარნავაზ მეფის ქ. N6ბორჯომისავაჭრო ობიექტიმისამართი: ბორჯომი, მესხეთის ქ N6ნინოწმინდასსიპ ქალაქ ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლამისამართი: ნინოწმინდა, ჰოვსეფიანის ქ. N16ქვემო ქართლი:რუსთავისსიპ ქალაქ რუსთავის N7 საჯარო სკოლამისამართი: რუსთავი, მაჩაბლის ქ. N3სსიპ ქალაქ რუსთავის N18 საჯარო სკოლამისამართი: რუსთავი, მელიქიშვილის ქ. N7ბოლნისისსიპ ქალაქ ბოლნისის N3 საჯარო სკოლამისამართი: ბოლნისი, აღმაშენებლის ქ. N13გარდაბანისსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის N1 საჯარო სკოლამისამართი: გარდაბანი, აღმაშენებლის ქ. N24დმანისისსიპ ქალაქ დმანისის N2 საჯარო სკოლამისამართი: გოგებაშვილის ქ. N18თეთრიწყაროსსიპ ქალაქ თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლამისამართი: თეთრიწყარო, დიდგორის ქ. N8მარნეულისსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლამისამართი: მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჯანდარასსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N2 საჯარო სკოლამისამართი: მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი შულავერიწალკასსიპ ქალაქ წალკის N1 საჯარო სკოლამისამართი: წალკა, ჭელიძის ქ. N53შიდა ქართლი:გორისსიპ ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლამისამართი: გორი, ნინოშვილის ქ. N54კასპიყოფილი საჯარო რეესტრის შენობამისამართი: კასპი, აღმაშენებლის გამზირი ქ. N20ქარელისსიპ ქალაქ ქარელის N1 საჯარო სკოლამისამართი: ქარელი, 26 მაისის ქ.N1ხაშურისსიპ ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლამისამართი: ხაშური, ტაბიძის ქ. N22“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

კოლუმბიაში, მაღაროში ფერდობის ჩამონგრევის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ღია მაღაროში ფერდობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად დაიღუპა 13 მუშა და შვიდი დაშავდა.ოფიციალური პირების თქმით, შემთხვევა მაღაროში ფერდობის ჩამონგრევამ გამოიწვია და არა აფეთქებამ, როგორც თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია.მედიის ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, რომელშიც მეხანძრეები, ადგილობრივი მოსახლეობა და მძიმე ტექნიკა მონაწილეობდნენ, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ამჟამად ყველა დაშავებული და გარდაცვლილი ნაპოვნია.

ბოლო სიახლეები