„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
სხდომაზე მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის ინიციატივას განიხილავენ, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.
შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატებმა. სრულად მაჟორიტარული სისტემა გაუმართლებლად და უპერსპექტივოდ მიაჩნია მაჟორიტარ დეპუტატს სიმონ ნოზაძეს. დეპუტატი ვარაუდობს, რომ პარტიის თავმჯდომარე ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.
„უმთავრესი ნაკლი ამ სისტემის ის იქნება, რომ არ მოხდება ახალგაზრდა პოლიტიკოსთა აღზრდა, იმიტომ, რომ ადგილებზე როგორც წესი, მაჟორიტარებად ირჩევენ იმ ადამიანებს, ვისაც გარკვეული ბექგრაუნდი გააჩნია და პოპულარულია. მე ეს ცვლილება უპერსპექტივო მგონია, რა თქმა უნდა, 11-ზე მეტი ეყოლება მხარდამჭერი, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ დააგროვებენ”, – აცხადებს სიმონ ნოზაძე.
ინიციატივას საინტერესოდ აფასებს კიდევ ერთი მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ხაბარელი, თუმცა, ამბობს, რომ მისი მხარდაჭერის მოსაპოვებლად კიდევ უფრო მეტი არგუმენტის წარმოდგენაა საჭირო.
„მე ვფიქრობ, დისკუსიისთვის არანაირი პრობლემა არ არის, შეიძლება ამ დროსაც ვიმსჯელოთ, თუ როგორ უნდა მოვაწყოთ ჩვენი ქვეყანა და რა იქნება უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის. მოდით, ვისაუბროთ დღევანდელ დღეზე, რა იქნება 2024 წელს, ამას გვაჩვენებს დრო, შესაბამისად, ჩვენ უნდა შევეხოთ ყველა საკითხს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება. ამიტომ პროპორციულიც უნდა ვნახოთ როგორია, შერეულიც, მაჟორიტარულიც, ყველას უნდა შევეხოთ და საზოგადოებას გავაგებინოთ, რომელი იქნება უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის განსჯის საგანი, ჯერ კონსტიტუციას არ ვეხებით,“- აცხადებს შოთა ხაბარელი.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მეუფე იაკობი: ყველამ ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ. ახალგაზრდობა და ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ნათელ მომავალში, რომელიც მოსატანია თითოეული ქართველისთვის
ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ 17 მაისის, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნამ საქართველო გააერთიანა. „ვნახეთ, ხალხი როგორ გაერთიანდა....
სოზარ სუბარი: წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი ოთხი უცხოელი მინისტრის საქართველოში ვიზიტს და ანტისამთავრობო აქციებში მათ აქტიურ მონაწილეობას ეხმაურება. როგორც სუბარი აცხადებს,...
მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო – სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა
სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო - სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა...
თეა წულუკიანი: როდესაც ჩვენ ვხედავთ უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, რომლებიც ჩამოდიან ვიზიტით საქართველოში და მთავრობის საწინააღმდეგო აქციას უერთდებიან, ეს არის ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა
თეა წულუკიანმა უცხოელი დიპლომატების თბილისში მიმდინარე აქციებში ჩართულობა შეაფასა. კომენტარი ამ თემაზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა „იმედის კვირასთან“...
ნიკა გვარამია: წავიკითხე ზურაბიშვილის ვეტოს სრული ტექსტი – შეუსრულა ქოცებს, და არა მარტო მათ, ყოჩაღ
წავიკითხე ზურაბიშვილის ვეტოს სრული ტექსტი - შეუსრულა ქოცებს, და არა მარტო მათ, ყოჩაღ, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა...
დავით მათიკაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო
სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა „ქრონიკას“...