ეუთო-ს ინფორმაციით, საქართველოსთან დაკავშირებით „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთა მისია მუშაობას დღეიდან იწყებს.
„საქართველოსთან დაკავშირებით ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთა მისია დღეს იწყებს მუშაობას. 24 თებერვლამდე ნებისმიერი შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა შესაძლებელია moscowmechanism-georgia@odihr.pl-ზე“, – აღნიშნულია ეუთო-ს გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, 29 იანვარს საქართველოსთან მიმართებით „მოსკოვის მექანიზმი“ ეუთო-ს წევრმა 24-მა ქვეყანამ გაააქტიურა და ექსპერტთა მისიის შექმნა მოითხოვა.

