შაბათი, აპრილი 18, 2026

კახა კალაძე – ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ვარ, ვისაც 2012 წლიდან მოყოლებული ყველანაირად ესხმიან თავს, ეს მე ვერაფერს დამაკლებს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკური ოპონენტებისგან თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გახდა, რომლის მთავარი მიზეზიც ქვეყნის სიყვარულია.

როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა, ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გააჩნია, ოჯახი, შვილები და მის მიმართ ქართველი ხალხის დამოკიდებულებაა.

„ეს არ არის ბოლო შემთხვევა. განსაკურებით ბოლო წლების განმავლობაში თავდასხმის ობიექტი ვარ და ბრალდებების სპექტრიც მრავალფეროვანია. 2012 წლიდან მოყოლებული ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ვარ, ვისაც ყველანაირად თავს ესხმიან. თუ რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს, იკადროს, ყველაფერი გააკეთეს. არ არსებობს არანაირი „წითელი ხაზი“. ისინი ორ რამეს ვერ მპატიობენ – ქვეყნის მიმართ სიყვარულს და იმ გუნდთან ერთად დგომას, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. ყველაფერ სიბიძურეს, თუ რაიმე მოაფიქრდებათ, შეთითხნილი და შეთხზული ჭორებით ავრცელებენ და ა.შ. ეს მე ვერაფერს დამაკლებს. მათ ყველაზე მეტად რისიც ეშინიათ, არის ის, რომ ქართველ ხალხს ჩემს მიმართ აქვს გარკვეული დამოკიდებულება, რაც ეს შემთხვევით არ მოსულა. ეს არის ის, რასაც მე წლების განმავლობაში ვაშენებ.  ბევრჯერ მითქვამს, რომ ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გამაჩნია, ეს არის ჩემი ოჯახი, შვილები, ქართველი ხალხის პატივისცემა და სიყვარული ჩემს მიმართ, რასაც ძალიან ვუფრთხილდები და ვამაყობ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლანა გალდავა – ჩვენ, „ლელო – ძლიერი საქართველო“ ვამბობთ, რომ ბოიკოტის ნაცვლად ვიქნებით ბრძოლაში, არჩევნებით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი

ჩვენ, „ლელო – ძლიერი საქართველო“ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ, რომ ბოიკოტის ნაცვლად ვიქნებით ბრძოლაში, საარჩევნო ნიჰილიზმის ნაცვლად ვიქნებით ოპტიმიზმით, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა.მისი თქმით, არჩევნებით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა უთანასწორო გარემო.„პოლიტიკა უნდა დაუბრუნდეს ხალხს და პოლიტიკოსები უნდა ვიყოთ ხალხის სამსახურში. ძალიან კარგია, თუ შეცვალა პოზიცია სხვადასხვა პოლიტიკურმა აქტორმა, ეს დადებითი ფაქტია“, – განაცხადა ლანა გალდავამ.კითხვაზე იმის შესახებ, რომ ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, არჩევნებამდე აქციებით უნდა მივიდნენ, ლანა გალდავა აცხადებს, რომ „ლელო“ იქნება ყველგან, სადაც ბრძოლის ხაზია.„პირველ რიგში, ეს გახლავთ მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია. არჩევნებით ბრძოლას ალტერნატივა არ გააჩნია, მთავარია, ეს იყოს ბრძოლა, არ იყოს ბოიკოტი და ჩვენ ვიყოთ აქტიურები მოსახლეობასთან ერთად. ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ქართველ ხალხთან. ვართ აქტიურები როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. მუდმივად ვამბობდით და ვამბობთ, რომ არჩევნებით ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს, ასევე ვამბობთ, რომ პოლიტიკა ხალხს უნდა დაუბრუნდეს, პოლიტიკოსები იყვნენ ხალხის სამსახურში. ამიტომ, ბოიკოტის ნაცვლად, მოვუწოდებთ ყველას, ვიყოთ აქტიურ ბრძოლაში. ბრძოლას აუცილებლად მოაქვს შედეგი. ხალხის აქტიურობას საარჩევნო დღეს მოაქვს ძალიან დიდი შედეგი, რადგან გაყალბების ალბათობა ძალიან მცირეა“, – განაცხადა ლანა გალდავამ.

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ფინალის საგზური მოიპოვა მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (81კგ).ქართველმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ტცკაევი დამატებით დროში იუკოთი დაამარცხა. ფინალში გრიგალაშვილის მეტოქე მსოფლიო ჩემპიონი ტიმურ არბუზოვი იქნება.კონტინენტის პირველობა „თბილისი არენაზე“ მიმდინარეობს. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს 16:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მარკ რუტე – საჭიროა თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერება, უთხარით თქვენს ბანკებსა და საპენსიო ფონდებს, რომ მათ შეუძლიათ თავდაცვაში ინვესტირება

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ს ალიანსიდან არ გაიყვანს. ამის შესახებ რუტემ გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.„მე ვერ ვხედავ აშშ-ის ნატოდან გასვლის ალბათობას“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.რუტემ ასევე აღნიშნა, რომ ალიანსს უფრო ძლიერი ევროპა სჭირდება.რუტეს განცხადებით, თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტირებაში ცუდი  არაფერია.„პრეზიდენტი ტრამპი აშკარად იმედგაცრუებულია ნატო-ს ზოგიერთი წევრით და მე მესმის მისი იმედგაცრუება. საჭიროა თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერება. ეს გადამწყვეტია ჩვენი შემაკავებელი ძალისა და თავდაცვის შესანარჩუნებლად. უთხარით თქვენს ბანკებსა და საპენსიო ფონდებს, რომ მათ შეუძლიათ თავდაცვაში ინვესტირება. თავდაცვის ინდუსტრია ცენტრალურ როლს ასრულებს, რათა ჩვენ შევძლოთ უსაფრთხოდ ცხოვრება“, – განაცხადა მარკ რუტემ.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ სერიოზულად განიხილავს შეერთებული შტატების ნატოდან გასვლას. მან ალიანსის წევრებს „ქაღალდის ვეფხვები“ უწოდა.

ცოტნე ივანიშვილი – ბედნიერი ვარ, რომ ახალგაზრდებს შორის საუბარი დაიწყო, იმედი მაქვს, მეტი და მეტი შესაძლებლობა იქნება მათთვის, ერთმანეთს ეკამათონ, მჯერა, ეს კარგ შედეგს...

პირადად, ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ, რომ ახალგაზრდებს შორის საუბარი დაიწყო, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა გურიაში ახალგაზრდებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.მისივე თქმით, ეცდება, რომ ახალგაზრდების შეხვედრებს თავადაც დაესწროს.„ძალიან ბევრი საინტერესო თემა ჩაიშალა. კარგი შეკითხვებიც იყო და კარგი პასუხებიც. მჯერა, ეს ყველაფერი ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს. ბევრი თემა ჩაიწერეს ჩვენი ახალგაზრდულის წარმომადგენლებმა და დარწმუნებული ვარ, გულით და ღირსებით მოეკიდებიან თითოეულ გამოწვევას, პრობლემას და მაქსიმალურად ეცდებიან, გვერდში დაუდგნენ ახალგაზრდებს.მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი ფორმატი გაჩნდა და იმედი მაქვს, მეტი და მეტი შესაძლებლობა იქნება ახალგაზრდებისთვის, ერთმანეთს ესაუბრონ, ეკამათონ. სიამოვნებით დავესწრებოდი აბსოლუტურად ყველა შეხვედრას. უბრალოდ, სამწუხაროდ, საქართველოში ხშირად ვერ ვახერხებ ყოფნას, თორემ აუცილებლად ყველა რეგიონს ვესტუმრებოდი და სადმე თუ შევძლებ, რომ დავესწრო, მეც პირადად აუცილებლად ვეცდები, ყველა შეხვედრაზე ვიყო“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

ცოტნე ივანიშვილი – პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალია დებატი და განსხვავებული აზრის მოსმენა, მნიშვნელოვანია, მეორე მხარესთან გვაერთიანებდეს საერთო ღირებულება, სამშობლოს რეალური სიყვარული

პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალია დისკუსია, დებატი და ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენა, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე პოლარიზაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.ამასთან, როგორც ცოტნე ივანიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, მეორე მხარესთან საერთო ღირებულებები აერთიანებდეთ.„მგონია, რომ პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალია დისკუსია, დებატი და ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, მეორე მხარესთან, იმ ადამიანთან, რომელსაც ვესაუბრებით, გვაერთიანებდეს ერთი საერთო პოსტულატი, ღირებულება, რასაც, ჩემი აზრით, სამშობლოს რეალური სიყვარული ჰქვია. ორი ადამიანი თუ ჭეშმარიტად ზრუნავს თავის სამშობლოზე, როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს მათი აზრი, საუბარს, დისკუსიას, დებატს უკვე ძალიან ბევრი კარგის მოცემა შეუძლია. პირიქით, როდესაც ადამიანს ქვეყანაში მომხდარი ცუდი მოვლენა ახარებს და ქვეყნის კარგი აუბედურებს, სამწუხაროდ, ასეთ ადამიანთან საუბარს აზრი არ აქვს. აქედან გამომდინარე, ვიტყვი, თუ გვაერთიანებს საერთო ღირებულება – ჩვენი საყვარელი საქართველოს, სამშობლოს სიყვარული, ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ დისკუსია ან დებატი, რომელიც შეიძლება, დაწყებულიც არ იყოს, დასრულდეს „ქოცის“, „რუსის“, „აკაცუკის“, „ნაცის“ ძახილით, ერთმანეთის არგუმენტის მოსმენის, ლოგიკური ჯაჭვის ჩამოყალიბების ნაცვლად“, – აღნიშნა ცოტნე ივანიშვილმა.მისი თქმით, დისკუსია კარგი გამოსავალია და მოახერხებენ, რომ პოლარიზაცია დებატებით ჩანაცვლდეს.„ჩემი აზრით, არასწორია, ადამიანი განსაჯო მისი თეზისიდან გამომდინარე და არა მისი არგუმენტიდან გამომდინარე, ისევე როგორც, არ უნდა გააკრიტიკო წიგნი, რომელიც არ გაქვს წაკითხული. შესაბამისად, მე ამ თემას საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებ, გამომდინარე იქიდან, თუნდაც ეს შეხვედრაც ემსახურება იმას, რომ მეტი საუბარი არსებობდეს ახალგაზრდებს შორის. დარწმუნებული ვარ, სამშობლოს სიყვარული ძალიან ბევრს აერთიანებს ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, მოვახერხებთ, რომ მეტი საუბარი დაინერგოს, ეს პოლარიზაცია, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი, ჩანაცვლდეს დებატით, რომელიც მიმაჩნია უალტერნატივოდ. ძალიან მიხარია დღესაც აქ ყოფნა, რომ მოგვეცა იდეების გაცვლის შანსი. დიდი იმედი მაქვს, მეტი მსგავსი ტიპის საუბარი, შეხვედრა ჩატარდება, იქნება ეს „ქართული ოცნების“ თუ ნებისმიერი სხვა ახალგაზრდის მხრიდან. დიდი იმედი მაქვს, დიალოგი გახშირდება ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად, ოპტიმისტურად ვუყურებ ამ ყველაფერს, რადგან, მგონია, დებატი, დისკუსია ნამდვილად კარგი გამოსავალია პოლარიზაციიდან, რომელიც  ხელოვნურად შექმნილია“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

ბოლო სიახლეები