ხუთშაბათი, აპრილი 2, 2026

ჩემს სოფელში, ზედა საქარაში (ზესტაფონის რაიონი) ამ დღეს „ბარბალობას“ ეძახიან და „მეკვლეობის“ ტრადიციაც ახლავს თან- ნახეთ რა ისტორიას იხსენებს ენძელა მაჭავარიანი

🌺ჩემს სოფელში, ზედა საქარაში (ზესტაფონის რაიონი) ამ დღეს „ბარბალობას“ ეძახიან და „მეკვლეობის“ ტრადიციაც ახლავს თან.
🌺ამას იმით ხსნიან, რომ რა დღესაც ბარბარობა დგება, სწორედ იმ დღეს ემთხვევა შობა და ძველი სტილით ახალი წელი. მეკვლეს, ჩვენში „მეფეხეს“ უწოდებენ და ამ მისიის შესასრულებელ ადამიანსაც განსაკუთრებულად არჩევენ. ვისაც ბარბარობას მოიწვევენ, სწორედ ის იქნება შობის და ბედობის(15 იანვარი) მეფეხეც.
გამიმართლა და რაც ფეხზე მყარად დავდექი(ასე 4-5 წლიდან) თ ამამად შემიძლია განვაცხადო და „ თელი“ უბანი დამემოწმება, რომ გამორჩეეული და საკმაოდ მოთხოვნადი მეკვლე ვიყავი…”
🌸🔥ნეტარხსენებულ დედაჩემს, განსაკუთრებით უყვარდა ეს დღესასწაული.
ბარბარობის წინა დღეს,
დილიდანვე წავიდოდა
ზესტაფონში და
სანოვაგით დატვირთული ბრუნდებოდა შინ.
🌸რადგან როგორც ჩვენს სოფელში ამბობენ, „რავარც ბარბალობას შეხვთები, ისთე იქნები თელი წელი“ და დღესასწაულს საგანგებოდ მომზადებული ხვდებოდა. 🤷‍♀️თითქმის ყველა ბარბარობა მახსოვს…
ყოველთვის იყო თოვლი,
ყველა დიასახლისი აცხობდა ლობიანებს.
დედაც, მაგრამ მე ამ სამზადისს
ვერ ვესწრებოდი…
საპატიო მიზეზიც მქონდა,
მხოლოდ მეზობლების კი არა, საკუთარი ოჯახის მეკვლეც ვიყავი და ადრევე მივდიოდი მეზობელთან დასაძინებლად,
წელმონაცვლეობით აგაბოს თამარასთან ან მედიასთან.
✨ვისთანაც ვიძინებდი, იმ ოჯახის მეკვლეობა, „უალტერნატივოდ“ მამაჩემს ევალებოდა…
✨ყველა მეზობლისთვის, ტკბილეულთან და ფულთან ერთად , საკმაოდ მოზრდილი პარკებით სიმინდის მარცვლებიც მიმქონდა. რადგან ბარბარობას შეტანილის უკან გამოტანა აღარ შეიძლებოდა, ჩანთას ჭიშკართან ვტოვებდი.
⭐️ფულს წინა დღით, თვითონვე მაძლევდნენ და პირველ ხანებში, სანამ ჩემს „უნიკალურ მონაცემებში“ დარწმუნდებოდნენ, „მამეცადინებდნენ“ კიდეც,
როგორ მიმეწოდებინა ფული, დამებნია სიმინდის მარცვლები და დამელოცა ოჯახი, წვრილფეხი, ოთხფეხი და „სამფეხი“ არ წამომცდენოდა…
🔥❄️🔥ახლაც ბარბარობაა, ამ მშვენიერმა თოვლმა და გარემომ, ისევ ბაშვობაში დამაბრუნა. მიუხედავად იმისა, რომ დედამ, ბებიამ, აგაბოს თამარამ, შალიკოს აგრაფინამ, ბესომ, გიამ, ჩვენმა კობამ და კიდევ ბევრმა ახლობელმა და მეგობარმაზეციურ სოფელში გადაინაცლა, მაინც შევძელი, ბედნიერად მეგრძნო თავი…
🔥❄️🔥 იმიტომ, რომ ხვალ „ბარბალობაა“ და დღეს ამ ყველაფრის გახსენება შემიძლია..
იმიტომაც, რომ
„ასე ლამაზი თოვლი მოვიდა“ …
ბედნიერი ვარ, რომ მაქვს სამშობლო,
ასე თბილი და ასე ლამაზი,
მყავს ანა და გიო, რომლებმაც უცერემონიოდ, სრულიად ბედნიერი „ჩამომამეკვლევეს“ და მთელი დღე ემზადებიან ხვალისათვის…
მაინც მინდა, ბავშვობა გავიხსენო და იდეკვ ერთხელ, წმიდა სამების საკათედრო ტაძრის პირველი თოვლით გასპეტაკებული ულამაზესი ეზოდან, სადაც ღვთის წყალობით ახლა ვიმყოფები, ბედნიერი მომავალი და ახალ წელი ვუსურვო ჩემს ხალხს და ქვეყანას!
🔥❄️🔥ბევრი შეიძლება,შემედავოს, დღეს მეკვლეობა, არ არისო…
ჩემს სოფელში,
ჩემს ოჯახში ნამდვილად არის.
მეც, ნამდვილად მთელი გულით, გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს და მუხლმოდრეკით ვევედრები წმიდა ბარბარეს, ევედროს უფალს, ჩემი ცოდვების მიტევებისთვის და თვითონაც მაპატიოს, შემინდოს ჩემი შეცოდებანი.
🔥❄️🔥წმიდაო დიდმოწამე ბარბარე! დაიფარე ჩვენი შვილები, კარგად უმყოფე მშობლები, ხოლო ობლებს და უპოვართ შენი წმინდა კალთა გადააფარე!
🔥❄️🔥ქალწულებითა განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა.
ენძელა მაჭავარიანი.
ბარბარობა. 2012 წელი- წერს, ჟურნალისტი და  ყოფილი პარლამენტის წევრი ენძელა მაჭავარიანი.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის ელჩი – დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე – შედგა კონსტრუქციული საუბარი

საქართველოში ირანის ელჩი, სეიედ ალი მოჯანი აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა.ალი მოჯანი აღნიშნავს, რომ შედგა კონსტრუქციული საუბარი.ირანის ელჩის განცხადება სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ პირველი აპრილის თარიღით არის გამოქვეყნებული.ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:„დღეს, ბოლო მოვლენების ანალიზისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შედეგების განხილვის მიზნით, ჯერ დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე.შედგა კონსტრუქციული საუბარი სპარსეთის ყურის ვითარების, ენერგეტიკის მომავლის, ორი ერისა და ორი ქვეყნის მრავალათასწლოვანი მეგობრული ურთიერთობების შესახებ, რომელიც მოიცავდა მნიშვნელოვან საკითხებს.ირანი ზეწოლის პირისპირ არ მოქმედებს ნაჩქარევად, არამედ ეყრდნობა შიდა სტაბილურობასა და საკუთარ სტრატეგიულ შესაძლებლობებს.ზედაპირული და მედიასაშუალებების ინტერპრეტაციებისგან განსხვავებით, დღეს ნათლად ჩანს, რომ ირანის ყოვლისმომცველი თავდაცვა ერთთვიანი პერიოდის შემდეგ ეფექტურია. მრავალი ქვეყანა, რომლის ბაზებსაც აშშ იყენებდა, უკვე იწყებს საკუთარი გათვლებისა და მიდგომების გადახედვას.ბოლო წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ დიდი ძალების ინტერვენციული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს მდგრად უსაფრთხოებას და ვერ იძლევა ეკონომიკური სტაბილურობის გარანტიას.რეალობა მარტივია:რეგიონული უსაფრთხოება თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების შედეგია და არა ძვირადღირებული საგარეო კონკურენციის გაფართოებისა”, - წერს ირანის ელჩი.

პარასკევს, 10:00-დან 16:00 საათამდე, თბილისში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნება

,,თბილისში სამძიმრის წიგნი გაიხსნება''- ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს,,პარასკევს, 10:00-დან 16:00 საათამდე, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო თბილისში უმასპინძლებს საქართველოს მოქალაქეებს. მოწვევა ეხება ყველა იმ პირს, ვისაც სურს გამოხატოს თანაგრძნობა და სოლიდარობა წარმოშობით ქართველი ირანელების მიმართ — იმ უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპნენ. თქვენი ჩანაწერები სამძიმრის წიგნში გახდება არა მხოლოდ სიტყვები, არამედ ისტორიის ნაწილი — სამახსოვრო ხიდი, რომელიც აერთიანებს ჩვენს ხალხებს სამიათასწლიანი ურთიერთობების ფარგლებში. ეს წიგნი, ქართველი ხალხის გზავნილებით, მომავალში გადაეცემა ფერეიდანის ისტორიულ მუზეუმს — იქ, სადაც ცხოვრობს ქართული წარმოშობის თემი. მოდით, ერთად დავამტკიცოთ, რომ სოლიდარობასა და ადამიანურ თანადგომას საზღვრები არ გააჩნია-ნატქვამია ელჩის მიმართვაში.

მიხეილ ყაველაშვილი – სლოვაკეთის პრეზიდენტთან ხაზი გავუსვით, რომ სწრაფად ცვალებად გარემოში მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი პოტენციალი

მოხარული ვარ, რომ ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები სლოვაკეთის რესპუბლიკაში, მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანაში, რომელიც საქართველოს უახლოესი მოკავშირე და მეგობარია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პეტერ პელეგრინთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.ყაველაშვილის თქმით, სლოვაკეთი ყოველთვის იყო და კვლავ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად.„ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება. მწვავე გლობალური გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე საერთო ფასეულობებისა და მიდგომის მქონე ქვეყნების ურთიერთთანადგომა და მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.ამასთან, მისივე თქმით, საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის შეხვედრების გაგრძელება.„სწორედ ამ მიმართულებით ვისაუბრეთ უახლოესი პერიოდის კონკრეტულ გეგმებსა და პრიორიტეტებზე. ასევე განვიხილეთ დარგობრივი თანამშრომლობის ფართო პოტენციალი, რომელიც ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ინვესტიციის თემებს, ტურიზმს, თავდაცვას და უსაფრთხოებას, კულტურას, განათლებას, ახალგაზრდულ საკითხებს და სხვა მიმართულებებს. მისასალმებელია, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან ჩვენს ქვეყნებს შორის დაიწყო ავიამიმოსვლა – ქუთაისსა და ბრატისლავას შორის, რაც კიდევ უფრო მეტად დააახლოეებს ჩვენს ხალხებს და მეტი ტურისტი იქნება როგორც სლოვაკეთში, ასევე საქართველოში.ჩვენი შეხვედრის დროს ხაზი გავუსვით, რომ კომპლექსურად და სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი პოტენციალი. ამასაც ძალიან გაგებით მოეკიდა ჩემი კოლეგა, რადგან იცის ჩვენი, საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიაში. შუა დერეფნის თემა საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია და ჩემმა კოლეგამაც აღნიშნა. ამიტომ უდიდესი პოტენციალია ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე მეზობელი ქვეყნებისთვის ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ და სწორედ იმის დასტურია, რომ ეს შესაძლებლობები უფრო მზარდია, უფრო მეტი ქვეყანა ინტერესდება, რომ ამ რეგიონს მეტი ყურადღება მიაქციოს. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი და ჩვენი ქვეყნები უფრო მეტ ძალისხმევას გამოიჩენენ, რათა საქართველოს პოტენციალი, რომელიც აქვს შუა დერეფნის სახით, უფრო მეტად იყოს ათვისებული. საქართველო დღესაც ამ ფასეულობების ერთგულია“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სლოვაკეთის პრეზიდენტი – საქართველო სამხრეთ კავკასიაში სტაბილიზაციის პროცესში ძირითად როლს თამაშობს, სტრატეგიული პოზიცია აქვს აზიასა და ევროპას შორის, ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუვლის

მივესალმებით კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველო ამ რეგიონის სტაბილიზაციის პროცესში ძირითად როლს თამაშობს, – ამის შესახებ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინმა ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ყაველაშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.სლოვაკეთის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს რეგიონში მნიშვნელოვანი როლი აქვს.„ჩვენ ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიაში სიტუაციაზე. მივესალმებით კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. საქართველო ამ რეგიონის სტაბილიზაციის პროცესში ძირითად როლს თამაშობს. სლოვაკეთი მონაწილეობას იღებს ევროპულ ინიციატივაში „გლობალური ჭიშკარი“ და ჩვენ დაინტერესებულები ვართ, ავაშენოთ ინფრასტრუქტურა. საქართველოს გააჩნია სტრატეგიული პოზიცია ამ მარშურტზე აზიასა და ევროპას შორის – ტრანსპორტის სფეროში, ასევე ენერგომატარებლების იმპორტის საკითხში. საქართველოს აქ ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ შემოუვლის. ამიტომ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს საქართველოსთან, რადგან მან შეიძლება ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ამ ჭრილში“, – განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება.საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საერთაშორისო პროექტ GreenEngin-ის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის GreenEngine პროექტის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის გადამზადებისა და საინჟინრო კურიკულუმების მოდერნიზაციასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქარეთველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, უნივერსიტეტი აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო საგრანტო პროექტის - „კრეატიული ინჟინერიის ხელშეწყობა მდგრადი მწვანე სამყაროსთვის - GreenEngine“ - განხორციელებას, რომელიც ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ეგიდით ფინანსდება.სამუშაო შეხვედრებში, რომელიც იტალიაში, ლ’აკვილას უნივერსიტეტში გაიმართა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან აქტიურად იყვნენ ჩართული ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი გიორგი მიქიაშვილი, ამავე ოფისის პროექტების მენეჯერი ედუარდ დემეტრაშვილი და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბორის გითოლენდია.პროექტის მასშტაბებსა და მნიშვნელობაზე საუბრისას, GreenEngine-ის ინსტიტუციური კოორდინატორი, სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი გიორგი მიქიაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ინიციატივა უნივერსიტეტისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. მისი თქმით, სამუშაო შეხვედრები, რომლებიც აკადემიური პერსონალის გადამზადებასა და საინჟინრო კურიკულუმების მოდერნიზაციას ეძღვნება, მიზნად ისახავს უნივერსიტეტში მწვანე ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინჟინერიის დანერგვას, რაც სტუდენტებისთვის VR ლაბორატორიების შექმნას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მდგრად სასწავლო პროცესს გულისხმობს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მივიღეთ იტალიაში, ლ’აკვილას უნივერსიტეტში გამართულ სამუშაო და საკოორდინაციო შეხვედრებში. ვიზიტის ძირითადი აქცენტი აკადემიური პერსონალის გადამზადებასა და ინოვაციური კურიკულუმების განვითარებაზე გაკეთდა, რაც გულისხმობს ისეთი სასწავლო მოდულების შექმნას, რომლებიც საინჟინრო განათლებაში კრეატიულ აზროვნებას, პრობლემის გადაჭრის თანამედროვე მეთოდებსა და მდგრადობას აერთიანებს. ახალი სასწავლო პროგრამები ორიენტირებულია მწვანე ტექნოლოგიების პრიორიტეტულობაზე, რაც სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და საგანმანათლებლო სტანდარტებთან. ინტენსიური შეხვედრების ფორმატში ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა ევროპელი პარტნიორების მოდერაციით აქტიურად იმუშავეს ახალი თაობის კურიკულუმების შემუშავებაზე. ეს პროგრამები ორიენტირებულია კრეატიულ აზროვნებაზე, პრობლემების გადაჭრის ინოვაციურ მეთოდებსა და კლიმატური მედეგობის გაძლიერებაზე, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება მიიღონ და ამით კონკურენტუნარიანობა აიმაღლონ“, - ამბობს გიორგი მიქიაშვილი.სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის ინფორმაციით, იტალიაში გამართული ვიზიტი დატვირთული იყო აკადემიური და კულტურული აქტივობებით, რომელთა ფარგლებში სტუ-ის წარმომადგენლებმა პარტნიორებთან ერთად მიმდინარე პროცესები და მომავლის სამოქმედო გეგმები განიხილეს.„პროექტი GreenEngine, რომელიც 2028 წლამდე გაგრძელდება, მიზნად ისახავს ინჟინრების ახალი თაობის ჩამოყალიბებას საინჟინრო განათლების მოდერნიზაციის გზით. ეს პროცესი გულისხმობს სტუდენტებში სოციალური პასუხისმგებლობისა და ინოვაციური კომპეტენციების გაძლიერებას, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ახორციელებს ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი. პროექტის შედეგების პირველადი პილოტირება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე იგეგმება. პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტში ასევე შეიქმნება VR სწავლებაზე დაფუძნებული თანამედროვე ლაბორატორია. GreenEngine აკადემიური პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდებს თანამედროვე საინჟინრო აზროვნებისკენ უკვალავს გზას და ამას გარდა, მდგრადი განათლებისა და მწვანე პრაქტიკის ინტეგრირებით, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს პროფესიული ზრდის სრულიად ახალ შესაძლებლობებს უქმნის“, - აცხადებს, პროფესორი ბორის გითოლენდია.სტუ-ის ინფორმაციით, GreenEngine მასშტაბური კონსორციუმია, რომელშიც ერთიანდებიან პარტნიორები საქართველოდან, იტალიიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან და უზბეკეთიდან.

ბოლო სიახლეები