ხუთშაბათი, აპრილი 2, 2026

ჩემს სოფელში, ზედა საქარაში (ზესტაფონის რაიონი) ამ დღეს „ბარბალობას“ ეძახიან და „მეკვლეობის“ ტრადიციაც ახლავს თან- ნახეთ რა ისტორიას იხსენებს ენძელა მაჭავარიანი

🌺ჩემს სოფელში, ზედა საქარაში (ზესტაფონის რაიონი) ამ დღეს „ბარბალობას“ ეძახიან და „მეკვლეობის“ ტრადიციაც ახლავს თან.
🌺ამას იმით ხსნიან, რომ რა დღესაც ბარბარობა დგება, სწორედ იმ დღეს ემთხვევა შობა და ძველი სტილით ახალი წელი. მეკვლეს, ჩვენში „მეფეხეს“ უწოდებენ და ამ მისიის შესასრულებელ ადამიანსაც განსაკუთრებულად არჩევენ. ვისაც ბარბარობას მოიწვევენ, სწორედ ის იქნება შობის და ბედობის(15 იანვარი) მეფეხეც.
გამიმართლა და რაც ფეხზე მყარად დავდექი(ასე 4-5 წლიდან) თ ამამად შემიძლია განვაცხადო და „ თელი“ უბანი დამემოწმება, რომ გამორჩეეული და საკმაოდ მოთხოვნადი მეკვლე ვიყავი…”
🌸🔥ნეტარხსენებულ დედაჩემს, განსაკუთრებით უყვარდა ეს დღესასწაული.
ბარბარობის წინა დღეს,
დილიდანვე წავიდოდა
ზესტაფონში და
სანოვაგით დატვირთული ბრუნდებოდა შინ.
🌸რადგან როგორც ჩვენს სოფელში ამბობენ, „რავარც ბარბალობას შეხვთები, ისთე იქნები თელი წელი“ და დღესასწაულს საგანგებოდ მომზადებული ხვდებოდა. 🤷‍♀️თითქმის ყველა ბარბარობა მახსოვს…
ყოველთვის იყო თოვლი,
ყველა დიასახლისი აცხობდა ლობიანებს.
დედაც, მაგრამ მე ამ სამზადისს
ვერ ვესწრებოდი…
საპატიო მიზეზიც მქონდა,
მხოლოდ მეზობლების კი არა, საკუთარი ოჯახის მეკვლეც ვიყავი და ადრევე მივდიოდი მეზობელთან დასაძინებლად,
წელმონაცვლეობით აგაბოს თამარასთან ან მედიასთან.
✨ვისთანაც ვიძინებდი, იმ ოჯახის მეკვლეობა, „უალტერნატივოდ“ მამაჩემს ევალებოდა…
✨ყველა მეზობლისთვის, ტკბილეულთან და ფულთან ერთად , საკმაოდ მოზრდილი პარკებით სიმინდის მარცვლებიც მიმქონდა. რადგან ბარბარობას შეტანილის უკან გამოტანა აღარ შეიძლებოდა, ჩანთას ჭიშკართან ვტოვებდი.
⭐️ფულს წინა დღით, თვითონვე მაძლევდნენ და პირველ ხანებში, სანამ ჩემს „უნიკალურ მონაცემებში“ დარწმუნდებოდნენ, „მამეცადინებდნენ“ კიდეც,
როგორ მიმეწოდებინა ფული, დამებნია სიმინდის მარცვლები და დამელოცა ოჯახი, წვრილფეხი, ოთხფეხი და „სამფეხი“ არ წამომცდენოდა…
🔥❄️🔥ახლაც ბარბარობაა, ამ მშვენიერმა თოვლმა და გარემომ, ისევ ბაშვობაში დამაბრუნა. მიუხედავად იმისა, რომ დედამ, ბებიამ, აგაბოს თამარამ, შალიკოს აგრაფინამ, ბესომ, გიამ, ჩვენმა კობამ და კიდევ ბევრმა ახლობელმა და მეგობარმაზეციურ სოფელში გადაინაცლა, მაინც შევძელი, ბედნიერად მეგრძნო თავი…
🔥❄️🔥 იმიტომ, რომ ხვალ „ბარბალობაა“ და დღეს ამ ყველაფრის გახსენება შემიძლია..
იმიტომაც, რომ
„ასე ლამაზი თოვლი მოვიდა“ …
ბედნიერი ვარ, რომ მაქვს სამშობლო,
ასე თბილი და ასე ლამაზი,
მყავს ანა და გიო, რომლებმაც უცერემონიოდ, სრულიად ბედნიერი „ჩამომამეკვლევეს“ და მთელი დღე ემზადებიან ხვალისათვის…
მაინც მინდა, ბავშვობა გავიხსენო და იდეკვ ერთხელ, წმიდა სამების საკათედრო ტაძრის პირველი თოვლით გასპეტაკებული ულამაზესი ეზოდან, სადაც ღვთის წყალობით ახლა ვიმყოფები, ბედნიერი მომავალი და ახალ წელი ვუსურვო ჩემს ხალხს და ქვეყანას!
🔥❄️🔥ბევრი შეიძლება,შემედავოს, დღეს მეკვლეობა, არ არისო…
ჩემს სოფელში,
ჩემს ოჯახში ნამდვილად არის.
მეც, ნამდვილად მთელი გულით, გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს და მუხლმოდრეკით ვევედრები წმიდა ბარბარეს, ევედროს უფალს, ჩემი ცოდვების მიტევებისთვის და თვითონაც მაპატიოს, შემინდოს ჩემი შეცოდებანი.
🔥❄️🔥წმიდაო დიდმოწამე ბარბარე! დაიფარე ჩვენი შვილები, კარგად უმყოფე მშობლები, ხოლო ობლებს და უპოვართ შენი წმინდა კალთა გადააფარე!
🔥❄️🔥ქალწულებითა განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა.
ენძელა მაჭავარიანი.
ბარბარობა. 2012 წელი- წერს, ჟურნალისტი და  ყოფილი პარლამენტის წევრი ენძელა მაჭავარიანი.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი ახალ ალიანსებს ქმნის რეგიონის მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რათა დაუპირისპირდეს ირანულ საფრთხეს

ირანის რეჟიმი უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე, ხოლო ისრაელი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ „ადრე თუ გვიან“ ირანის რეჟიმი დაეცემა.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი ახალ ალიანსებს ქმნის რეგიონის „მნიშვნელოვან ქვეყნებთან“, რათა დაუპირისპირდეს „ირანულ საფრთხეს“. ნეთანიაჰუს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ამის შესახებ მოგვიანებით ვრცლად ისაუბრებს.„იმედი მაქვს, რომ მალე, ისრაელის მოქალაქეებო, მეტს გეტყვით ამ მნიშვნელოვანი ალიანსების შესახებ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ჰეზბოლა” ისრაელისთვის „სტრატეგიულ საფრთხეს“ აღარ წარმოადგენს.

კაია კალასი – ევროპელმა მინისტრებმა უნდა იმუშაონ ევროპისთვის და არა რუსეთისთვის

ევროპელმა მინისტრებმა ევროპისთვის უნდა იმუშაონ და არა რუსეთისთვის, – ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სერგეი ლავროვსა და პიტერ სიიარტოს შორის საუბრების აუდიოჩანაწერებს, რომლებიც მედიაში გავრცელდა.„მოკლედ ვიტყვი, რომ ევროპელმა მინისტრებმა უნდა იმუშაონ ევროპისთვის და არა რუსეთისთვის“, – განაცხადა კალასმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.ცნობისთვის, მედიაში სერგეი ლავროვსა და პიტერ სიიარტოს შორის საუბრების აუდიოჩანაწერები გამოქვეყნდა. ერთ-ერთი საუბარი რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის დის, გულბაჰორ ისმაილოვას წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მოხსნის ლობირებას ეხებოდა.მანამდე „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პიტერ სიიარტო რეგულარულად აწვდიდა სერგეი ლავროვს ინფორმაციას იმის შესახებ, რა განიხილებოდა ევროკავშირის შეხვედრებზე, ასევე, ინფორმაციას პოტენციური გადაწყვეტილებების შესახებ. თავად სიიარტომ განაცხადა, რომ სერგეი ლავროვთან მუშაობაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩაინიშნა

ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებთან და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები.

საქართველოში ირანის ელჩს ალი მოჯანს ფეისბუქ ანგარიში დაუბლოკეს

ირანის ელჩს ალი მოჯანს სოციალური მედია დაუბლოკეს.,,თქვენი აზრით, რა გახდა მიზეზი საქართველოში ირანის ელჩის ფეისბუქ ანგარიშის დაბლოკვისა — ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ფოტოსურათი ან პუნქტი?-ამის შესახებ ირანის ელჩი პლათფორმა X-ზე წერს

ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ 2026 წლის 31 მარტის სხდომაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე იმსჯელეს.ფრაქციამ, აღნიშნულ თანამდებობაზე, ერთხმად დაუჭირა მხარი უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ცოტნე ანანიძის კანდიდატურას.სხდომის დაწყებისას, ფრაქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოში 10-წლიანი, ნაყოფიერი მოღვაწეობის, ღირსეული ხელმძღვანელობისა და რეგიონისთვის გაწეული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადეს უმაღლესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს - დავით გაბაიძეს, ხოლო მომავალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვეს.ცოტნე ანანიძემ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისათვის და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობა, პირველ რიგში, უდიდესი პასუხისმგებლობაა ხალხის, ქვეყნის, რეგიონისა და თანაგუნდელების წინაშე.ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძის კანდიდატურას უახლოეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

ბოლო სიახლეები