სამშაბათი, მარტი 10, 2026

საქართველოს ნაკრები დღეს ბულგარეთს დაუპირისპირდება – პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე

დღეს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს სოფიაში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

ურთიერთშეხვედრები

ბულგარეთის ნაკრებს საქართველო 1994 წლის შემდეგ ცხრაჯერ შეხვდა. თუ ისტორიის დასაწყისში უპირატესობა ბულგარელთა მხარეს იყო, ბოლო წლებში უკეთესი შედეგები საქართველოს აქვს.

ჩვენმა გუნდმა მეტოქეს სამჯერ მოუგო, ფრედ ორი მატჩი ითამაშა, ოთხი კი – წააგო.

დღეს გამარჯვების შემთხვევაში „ჯვაროსნები“ ბულგარელებთან საერთო ანგარიშს გაათანაბრებენ.

კომენტარი

ვილი სანიოლი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:

„სატურნირო თვალსაზრისით ეს მატჩი, შესაძლოა, არაფერს წყვეტს, მაგრამ მნიშვნელოვანი ოფიციალური თამაშია და მოგება გვინდა, ამიტომ შემადგენლობაში ექსპერიმენტები არ იქნება. გვსურს, რომ ყოველ მომდევნო შეხვედრაში უკეთესად ვითამაშოთ. ფეხბურთი მსოფლიოში ასეთია, ხან სიხარული მოაქვს, ხანაც – იმედგაცრუება“.

ალექსანდრ დიმიტროვი, ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი:

„საქართველოს ძალიან კარგი და მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს, რომელთა წინააღმდეგაც მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შესარჩევი ეტაპი ღირსეულად დავასრულოთ“.

სატურნირო მდგომარეობა

ჩვენს ჯგუფში ბოლო ტურის წინ ასეთი სიტუაციაა: პირველ ადგილზე, 15 ქულით ესპანეთია, თურქეთს 12 ქულა აქვს და მეორეზეა, საქართველო – მესამეზე (3 ქულა), ბულგარეთი – მეოთხეზე (0 ქულა). მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფის გამარჯვებული გადის, ხოლო მეორეადგილოსანი პლეი ოფს ითამაშებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდელთა შორის, ბოჭორიშვილმა, გოგრიჭიანმა და პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

სერბეთის ქალაქ ზრენიანინში მიმდინარე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე  თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების სამმა წევრმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.57 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს პრიზიორი ნიკოლოზ ბოჭორიშვილი გახდა – ქართველმა მედლისთვის ბრძოლაში ფრანგი რასულ გალბურაევი 6:1 დაამარცხა.ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიორგი გოგრიჭიანმაც (79 კგ), რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში 8:7 დაამარცხა ბელარუსი ალიაკსანდრ ვიარბიტსკი.97 კგ წონით კატეგორიაში კონსტანტინე პეტრიაშვილმა ბერძენ ნიკოლაოს კარავანოსს 4:0 სძლია და კონტინენტის პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა.

„ესოშიეთიდ პრესი“ – თეირანის მცხოვრებლები ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმების შესახებ იუწყებიან

თეირანის მცხოვრებლები ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმების შესახებ იუწყებიან. ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს ინფორმაციას.მედიის ინფორმაციით, ფართომასშტაბიანმა დარტყმებმა დასავლეთ ნაწილში მდებარე მრავალ უბანში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. ამასთან, ერთ-ერთმა პირმა მედიას განუცხადა, რომ საცხოვრებელ შენობაზე განხორციელებული დარტყმის მომსწრე გახდა.ირანული მედიის ცნობით, ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები დაზარალდნენ, თუმცა, როგორც „ესოშიეთიდ პრესი“ წერს, ამ ინფორმაციის დადასტურება ვერ შეძლო.მედიის ცნობით, თეირანის ქუჩები ნაკლებად გადატვირთული იყო და მოსალოდნელი ახალი დარტყმების გამო, ბევრმა კერძო ბიზნესმა ოფისები ადრე დახურა.ცნობისთვის, მანამდე, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ სამშაბათს ირანის ტერიტორიაზე ყველაზე ინტენსიური დარტყმები განხორციელდებოდა.

ფაიგ ნაბიევი – ქართული სახელმწიფო რეგიონში მშვიდობის მხარდამჭერად გვევლინება, ჩვენ მთელი გულით ვუჭერთ მხარს ამ პოლიტიკას, სადაც არ არის სტაბილურობა, იქ არც ლოცვას, არც...

ქართული სახელმწიფო დღეს რეგიონში მშვიდობის მხარდამჭერად გვევლინება, – ამის შესახებ საქართველოს მუსლიმთა შეიხმა, ფაიგ ნაბიევმა პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემისთვის გამართულ იფთარზე განაცხადა.მისივე თქმით, მუსლიმი თემის სასულიერო პირები მხარს უჭერენ აღნიშნულ პოლიტიკას.„ქართული სახელმწიფო დღეს რეგიონში მშვიდობის მხარდამჭერად გვევლინება. ჩვენ, სასულიერო პირები მთელი გულით ვუჭერთ მხარს ამ პოლიტიკას, რადგან იქ, სადაც არ არის სტაბილურობა, არც ლოცვას და არც განვითარებას აზრი არ აქვს“, – განაცხადა საქართველოს მუსლიმთა შეიხმა.

6 წლის მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება

6 წლის მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას მძიმე დიაგნოზი - ენცეფალიტი დაუდგინდა. მისი მდგომარეობა სერიოზულია და ექიმების რეკომენდაციით, საჭიროა მისი სასწრაფოდ გადაყვანა თურქეთში, სადაც უნდა გაგრძელდეს მკურნალობა. ამ დროისთვის ოჯახს სჭირდება 13 000 დოლარის შეგროვება, რათა შეძლონ ბავშვის გადაყვანა და მკურნალობის დაწყება.დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ ჩარიცხონ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:"კრედო ბანკი": GE28CD0360000021630087 - მიმღები თ.მ (პირადი 08001033853)"თიბისი ბანკი": GE07TB7678745064300026 - მიმღები თ.მ პირადი ნომერი (08001033853)"საქართველოს ბანკი": GE30BG0000000528950970 - მიმღები თ.მ პირადი(08001033853)

ეტიბარ ემინოვი – საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას და ყველა რელიგიურ თემს თანასწორად...

საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა, – ამის შესახებ აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა, ეტიბარ ემინოვმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სახელით მუსლიმი თემისთვის გამართულ იფთარზე განაცხადა.მისივე თქმით, ქართული სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას.„სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას და ყველა რელიგიურ თემს თანასწორად ეკიდება“, – აღნიშნა ეტიბარ ემინოვმა.

ბოლო სიახლეები