სამშაბათი, მარტი 10, 2026

უმძიმეს მკვლელობაში ბრალდებული პაპაც და შვილიშვილიც გაათავისუფლეს – ვინ მოკლა 5 ადამიანი ყანდაურაში?

11 ნოემბერს, ყან­და­უ­რა­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ზე, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში 85 წლის ომარ გამ­ყრე­ლი­ძის და მისი შვი­ლიშ­ვი­ლის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა გა­ი­მარ­თა. სხდო­მა­ზე დაც­ვის მხა­რემ აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლა მო­ი­თხო­ვა, რაც მო­სა­მარ­თლე მა­მუ­კა წიკ­ლა­ურ­მა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და უმ­ცრო­სი ომარ გამ­ყრე­ლი­ძე 2000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

“მად­ლო­ბა ყვე­ლას, ჩემ­თვის ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი და სა­სი­ხა­რუ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. ახლა მე­ტის თქმა არ შე­მიძ­ლია, ემო­ცი­ებ­ში ვარ”
 – აღ­ნიშ­ნა ომარ გამ­ყრე­ლი­ძემ.
პრო­ცე­სის მომ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, კვლავ ბრალ­დე­ბის მხა­რის მოწ­მე, სო­ფელ ყან­და­უ­რის

ტე­რი­რო­რი­უ­ლი ორ­გა­ნოს რწმუ­ნე­ბუ­ლი ნანა ტა­ვე­ლიშ­ვი­ლი და­ი­კი­თხა. მას­თან კი­თხვე­ბი ქონ­და ყვე­ლა მხა­რეს.
პრო­კუ­რო­რი ვლა­დი­მერ ბე­ქიშ­ვი­ლი ტა­ვე­ლიშ­ვილს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის დროს მიმ­დი­ნა­რე სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­სებ­ზე უს­ვამ­და კი­თხვებს. მოწ­მემ დე­ტა­ლუ­რად გა­იხ­სნა მკვლე­ლო­ბის დღეს გამ­ყრე­ლი­ძე­ე­ბის სახ­ლში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა.
დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მის ერთ-ერ­თმა მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა მოწ­მემ გან­მარ­ტა, რომ მომ­ხდა­რის დღეს შემ­თხვე­ვის

ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქმს ხელი ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა მო­ა­წე­რა. ვი­თა­რე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ კი, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის ოქ­მზე ხელ­მო­წე­რის გა­უქ­მე­ბა და პირ­ვან­დე­ლი ჩვე­ნე­ბის შეც­ვლა მო­ი­თხო­ვა.
ამას­თან, ტა­ვე­ლიშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ა­ში და­ი­ბა­რეს და და­ე­მუქრნენ, რომ მათ­თვის სა­სურ­ველ ჩვე­ნე­ბას ხელი. მოწ­მე გან­მარ­ტავს, რომ პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი კა­ხე­თის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში 4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას ახ­დენ­დნენ.

სა­სა­მარ­თლო სხდო­მას ეს­წრე­ბოდა მხო­ლოდ უმ­ცრო­სი ომარ გამ­ყრე­ლი­ძე, რაც შე­ე­ხე­ბა 85 წლის ომარ გამ­ყრე­ლი­ძეს, ავად­მყო­ფო­ბის გამო სა­სა­მარ­თლო­ზე დას­წრე­ბა ვერ შეძ­ლო. შეგახსენებთ, სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა სექტემბერში შეეცვალა და 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდა.
შეგახსენებთ, საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში გამყრელიძეების ოჯახში სასტიკი­ მკვლელობები 2019 წლის მაისში მოხდა, 4 კაცის მკვლელობასა­ და მეუღლის დაჭრაში 85 წლის ომარ გამყრელიძე მალევე დააკავეს, თუმცა ის დღეს თავისუფალია და კვლავაც უპასუხოდაა  შეკითხვა – ვინ დახოცა ასე უმოწყალოდ მისი შვილი, რძალი, ბიძაშვილის ცოლი და მისი 35 წლის ვაჟი. ასევე დაჭრა ომარ გამყრელიძის 71 წლის მეუღლე, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ საქმესთან დაკავშირებით იყო დაკავებული ომარ გამყრელიძის შვილიშვილი და მისი მოსახელე უმცროსი ომარ გამყრელიძე. პაპაც და შვილიშვილიც თავისუფლები არიან. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იძებნებოდა ომარ გამყრელიძის ვაჟი ნოდარ გამყრელიძე, რომლის კვალსაც სამართალდამცავებმა დღემდე ვერ მიაკვლიეს.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი გაბუნია – ევრობიუროკრატია საქართველოს შიდა პოლიტიკურ სივრცეში საინფორმაციო დივერსიას აწყობს, ამის ნათელი დასტური ყულევის ნავთობტერმინალის საკითხია

საქართველო არასოდეს იყო გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის და ქვეყანა ნებისმიერ აღებულ ვალდებულებებს პირნათლად იცავს, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.მისივე თქმით, ევროკომისიის გადაწყვეტილება, ყულევის ტერმინალი სანქციების პაკეტიდან ამოიღონ, ამტკიცებს, რომ ამ საკითხის ირგვლივ ცრუ ბრალდებები ვრცელდებოდა.„ევროკომისიამ ყულევის ტერმინალი სანქციების პაკეტიდან ამოიღო. ვიდრე ეს გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა, ვიცით, როგორი აქტიური კამპანია მიმდინარეობდა და დეზინფორმაცია ვრცელდებოდა ორგანიზებულად. გერმანიის ელჩის განცხადებაც გვახსოვს, რომ ყულევის ტერმინალი მეოცე პაკეტში იყო შეტანილი. მინდა, გერმანიის ელჩს ვკითხო, სად არის არგუმენტები და ეს მტკიცებულებები? თუ მტკიცებულებები იყო, მაშინ ყულევის ტერმინალი სანქციების პაკეტიდან რატომ ამოიღეს?  ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატია საქართველოს შიდა პოლიტიკურ სივრცეში საინფორმაციო დივერსიას აწყობს და ადგილი აქვს მთელ რიგ ცრუ ბრალდებებს, რომლის ნათელი დასტურია ყულევის ნავთობტერმინალის საკითხი. ამ თვალსაზრისით აქტიურ კამპანიას ეწეოდა სალომე ზურაბიშვილიც. ამ ადამიანების ცრუ ბრალდებები კიდევ ერთხელ დადასტურდა. საქართველო არასოდეს იყო გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის და ქვეყანა ნებისმიერ აღებულ ვალდებულებებს პირნათლად იცავს“, – განაცხადა გაბუნიამ.ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.

„პოლიტიკო“ – ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერი შიშობს, რომ უკრაინის წევრობაზე დებატები შესაძლოა, არჩევნების წინ ბრძოლის მასალად იქცეს ულტრამემარჯვენე პარტიებისთვის საფრანგეთში, ფინეთსა და სხვა ქვეყნებში

ევროკავშირმა ახალი წევრების მიღებისას უფრო სწრაფად უნდა იმოქმედოს და 27-წევრიანი კლუბის გაფართოების მიმართულებით, – ამის შესახებ ევროკავშირის  უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.„პოლკიტიკოს“ ინფრომაციით, ბრიუსელში, ევროკავშირის დიპლომატების ყოველწლიურ კონფერენციაზე, კალასმა აღნიშნა, რომ გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული უნდა დარჩეს, მაგრამ ამჟამინდელ კონტექსტში ევროკავშირმა ტემპი უნდა დააჩქაროს.„გაფართოება რუსული იმპერიალიზმის ანტიდოტია და ნიშანი იმისა, რომ ისტორიაში ყველაზე ამბიციური მრავალმხრივი პროექტი, ევროკავშირი, აქ დარჩება, – განაცხადა კაია კალასმა.გამოცემა წერს, რომ კალასის მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების უფრო სწრაფი ინტეგრაციისკენ მიმართული ძალისხმევა ევროკომისიასა და ეროვნულ დედაქალაქებს შორის დაძაბული დისკუსიებს იწვევს, რადგან ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ევროკავშირის სრაფად გაფართოების იდეას მხარს არ უჭერს.„გასულ კვირას ევროკომისიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ბიორნ ზაიბერტის თანდასწრებით გამართულ სადილზე, ევროკავშირის ელჩებმა უარყვეს ახალი წევრების შეზღუდული პრივილეგიებით დაშვების შესაძლებლობა. კალასის სიტყვები მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს იმ აზრს, რომ გაფართოება არ არის უბრალოდ ბიუროკრატიული პროცესი, რომლითაც კანდიდატები აკმაყოფილებენ ევროკავშირის კრიტერიუმებს, არამედ გეოპოლიტიკური არჩევანია, როგორც ეს კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა“, – წერს „პოლიტიკო“.გამოცემა წერს, რომ უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით საჯარო დებატების პერსპექტივა შემაშფოთებელია ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერისთვის, რომლებიც შიშობენ, რომ ამან შეიძლება, ულტრამემარჯვენე პარტიებს საბრძოლო მასალა მისცეს მომავალ წელს საფრანგეთში, ფინეთსა და სხვა ქვეყნებში დაგეგმილ არჩევნებამდე.

გია ხუხაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ექსპერტი გია ხუხაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს.ხუხაშვილი სუს-ში სავარაუდოდ გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით არის დაბარებული.კერძოდ, მან „პალიტრანიუსის“ პოლიტიკურ თოქშოუ „360 გრადუსში“ განაცხადა: „ძალიან საფრთხილო სიტუაციაა. დეტალებს ვერ ვიტყვი. ღია წყაროებიდან ვფლობ ინფორმაციას, მაგრამ ინფორმაცია საკმაოდ დამაჯერებელია და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საფრთხე არის რეალური. შეიძლება დაიწყოს ტერაქტების სერია“.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე გია ხუხაშვილი 12:00 საათზეა დაბარებული.

გიგა ფარულავა – ყულევის ტერმინალის სანქციათა პაკეტიდან ამოღება თუ მოხდა, ეს მხოლოდ კარგია

ძალიან კარგია, რომ ყულევის ტერმინალი სასანქციე პაკეტიდან ამოიღეს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.„სტრატეგიულ პარტნიორებს მოვუწოდებდით, სანქციები ჩვენს მოქალაქეებს ნაკლებად შეეხოს. ხელისუფლებასაც მოვუწოდებდით, რომ საქართველოში არ იყოს სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა. შესაბამისად, ტერმინალის ამ პაკეტიდან ამოღება თუ მოხდა, ეს მხოლოდ კარგია“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.

აზერბაიჯანი ირანში 32 ტონა ჰუმანიტარულ ტვირთს გაგზავნის

აზერბაიჯანი ირანში 32 ტონა ჰუმანიტარულ ტვირთს გაგზავნის.აზერბაიჯანის სახელმწიფო რეზერვების კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა, ემინ ჰასანოვმა განაცხადა, რომ ბაქო თეირანს 30 ტონა საკვებ პროდუქტებსა და ორ ტონა მედიკამენტს გაუგზავნის.„ჰუმანიტარული დახმარება მოიცავს ფქვილს, ბრინჯს, შაქარს, ჩაის, ასევე სამედიცინო მასალებს. მანქანები უკვე გადიან“, – განაცხადა ენინ ჰასანოვმა.ირანში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნის გადაწყვეტილბა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიიღო.

ბოლო სიახლეები