ხუთშაბათი, ივლისი 30, 2026

დააკავეს დედა, რომელიც პოლიციის ინფორმაციით, შვილებს პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი გამოავლინეს.

შსს-ს ცნობით, გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული ი.უ. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი არასრულწლოვან შვილებს – 2006 წელს დაბადებულ მ.უ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა.

კერძოდ, ი.უ. მათ, ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა.

სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე, ფოტო გადაღება და ფარული სატელეფონო მიყურადება, რითაც ბრალდებულის მიერ არასრულწლოვანი შვილების სისტემატური შრომითი ექსპლუატაცია დადასტურდა“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„სითი მოლის“ მიმდებარედ საგზაო მოძრაობის ახალი სქემა – თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადებას ავრცელებს.„საბურთალოს რაიონში, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“  მიმდებარედ არსებული ქაოსური საგზაო მოძრაობიდან გამომდინარე, გადაადგილების ახალი სქემა შემუშავდა.აღნიშნულ რთულ კვანძზე შეფერხებით მოძრაობდა, როგორც კერძო ავტომობილები, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. განსაკუთრებულად გართულებული იყო მოძრაობა 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის, რომელთაც ავტომანქანების საცობში ურთულდებოდათ მანევრირება, შეფერხება კი მგზავრებში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა.ცვლილებები დაიგეგმა იმისთვის, რომ ნაკადები გადაეწყოს, განიმუხტოს ქაოსური მოძრაობა და გაიზარდოს საგზაო უსაფრთხოება, რათა მძღოლებმა გადაადგილებისას ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ და გადანაწილდნენ სხვადასხვა მიმართულებით.მუნიციპალური ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თავხელიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტობუსის ზოლი დაემატება, თუმცა არ შეიცვლება სამანქანო ზოლების რაოდენობა არცერთი მიმართულებით. ასევე, ქავთარაძის ქუჩაზე გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, დაემატება ერთი სამანქანო ზოლი, ყაზბეგის გამზირზე კი საგზაო მოძრაობა უცვლელი რჩება.აქვე აღვნიშნავთ, რომ სატრანსპორტო კვანძის სირთულიდან გამომდინარე, საგზაო მონიშვნების დახაზვით პროცესი არ სრულდება. გადაადგილების ახალი სქემის მონიტორინგი ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება“, - წერია განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტრო – მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს

საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის“. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.მსოფლიო ბანკის ჩართულობით პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.

საკუთარ ასლზეც კი იეჭვიანა და თქვა, ჩემზე უკეთესი იქნება, მაგრამ მე ვიქნებიო. აი, როგორ პიროვნებაზე გვეუბნება ევრობიუროკრატია, რომ თურმე საზოგადოებამ ხმა უნდა მისცეს –...

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილის AI გეგმებს ეხმაურება და აღნიშნულს არასერიოზულად აღიქვამს."ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები ალბათ ჩანაწერებს აკეთებენ იმისთვის, თუ როგორ ქმნის საკუთარ ასლს სააკაშვილი, რათა მომავალმა თაობებმა არ დაკარგონ სააკაშვილის გადაწყვეტილება გაფრენა-აფრენის თაობაზე. ის მართალია საპყრობილეშია, მაგრამ ამბობს, რომ ამავდროულად გარეთ არის. შიგნითაც არის, გარეთაც არის. მოუნდება იტყვის, რომ დაპატიმრებული ვარ, მოუნდება იტყვის არჩეული ვარ პრეზიდენტად, ან პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ. საკუთარი ასლის შექმნა უნდა, მაგრამ საკუთარ ასლზეც კი იეჭვიანა და თქვა, რომ ჩემზე უკეთესი იქნება, მაგრამ მე ვიქნებიო. აი, როგორ პიროვნებაზე გვეუბნება ევრობიუროკრატია, რომ თურმე საზოგადოებამ ხმა უნდა მისცეს," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.ყოფილი პრეზიდენტის ციფრული ილუზია და ალტერნატიული რეალობა - "ჩემზე კარგად გამოიყურება, მაგრამ მე ვარ" - მიხეილ სააკაშვილი მის ავატარს ხელოვნურ ინტელექტს აკეთებინებს. საკუთარი ციფრული ანალოგის შექმნა პატიმარმა პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე დააანონსა. თავი ნელსონ მანდელასთანაც გააიგივა და თქვა, რომ მის მსგავსად საპატიმროდან პირდაპირ ხელისუფლებაში მოვა. ექსპრეზიდენტის მორიგი უტოპიური განცხადებები, მმართველ გუნდს აფიქრებინებს, რომ პალატიდან საკანში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. სწორედ ამიტომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები პენიტენციურ დაწესებულებას სააკაშვილის ხელახლა გამოკვლევისკენ მოუწოდებენ.

ექსკლუზიური კაბა ნანუკა გუდავაძისთვის და ოჯახური ფოტოსესია: ივანიშვილების იშვიათი კადრები

ნანუკა გუდავაძეს ქართველი საზოგადოება უკვე წლებია კარგად იცნობს და მის მიმართ ინტერესი არ ნელდება. 2018 წელს იგი ბერა ივანიშვილზე დაქორწინდა. წყვილს ორი შვილი - ბერუკა და დადუ ჰყავს, რომელთა ფოტოებიც სოციალურ ქსელში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობს.ცოტა ხნის წინ ნანუკამ სოციალურ ქსელში მორიგი, თბილი ოჯახური კადრები გააზიარა."ჩვენ" - წერს ნანუკა.

საბერძნეთში ტყის ხანძრებს სამი მეხანძრე ემსხვერპლა

კრეტასა და პელოპონესზე ტყის ხანძრების ჩაქრობისას სამი ბერძენი მეხანძრე დაიღუპა.გამოცემის ცნობით, კუნძულ კრეტაზე ძლიერმა ქარმა ხანძარი გააძლიერა და რამდენიმე სოფლის ევაკუაცია გახდა საჭირო. კიდევ ერთი მეხანძრე გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც სამხრეთ პელოპონესის საპორტო ქალაქ გითეიოს მახლობლად უგონო მდგომარეობაში ნახეს.ხანძრები ასევე გაჩნდა საბერძნეთის სხვა ადგილებში, ეგეოსის ზღვაში მდებარე პაროსისა და ლესბოსის კუნძულებზე და ქალაქ ტრიფილიაში.

ბოლო სიახლეები