,,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, 19 980 კილოგრამი ქათმის გაყინული პროდუქციით და 1000 კილოგრამი თევზით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.
ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, შესაბამისი სპეციალისტების მიერ, აღნიშნული ტვირთის შემოწმების შედეგად, გამოვლინდა არადამაკმაყოფილებელი, ჯანმრთელობისთვის საშიში მახასიათებლების არსებობა, ასევე ტრანსპორტირების პირობების უხეში დარღვევა.
კანონმდებლობის შესაბამისად, ტვირთი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა”- ამის შესახებ ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.