ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026

ირაკლი კობახიძე – ხელისუფლებამ, ქართველი ხალხის თანადგომით, გასული ხუთი წლის განმავლობაშიც დაიცვა ქვეყანა ომის, არეულობის ყველა მცდელობისგან და დაიცავს მომავალშიც

საქართველოს ხელისუფლებამ, ქართველი ხალხის თანადგომით, გასული ხუთი წლის განმავლობაშიც წარმატებით დაიცვა ქვეყანა გარედან თავს მოხვეული ომისა და არეულობის ყველა მცდელობისგან და წარმატებით დაიცავს ქვეყანას მომავალშიც, ეს არის ჩვენი მტკიცე დაპირება ქართული საზოგადოების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების 35 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შეიძინა დიდი გამოცდილება და გამოცდილებასთან ერთად, სიბრძნეც, რომ სწორად შეაფასოს, თუ ვინ არის მისი მეგობარი და ვის არ სურს სიკეთე საქართველოსთვის.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როდესაც არცერთ ორგანიზაციას თუ სახელმწიფოს, მათ შორის არც აშშ-ს, ევროკავშირსა და ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებს არ გაუკეთებიათ განცხადება, რომლითაც დაგმობდნენ და გაემიჯნებოდნენ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობას, ქართულმა საზოგადოებამ საკუთარ თავს უნდა დაუსვას მარტივი შეკითხვა.

„ამ ფონზე, ქართულმა საზოგადოებამ საკუთარ თავს უნდა დაუსვას მარტივი შეკითხვა: ამის შემდეგ შეიძლება თუ არა, შესაბამისი სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების განცხადებებს რაიმე ფასი ჰქონდეს? ბუნებრივია, ეს შეკითხვა, თავისი არსით, რიტორიკულია და ცხადია, იმ სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების განცხადებებს, რომლებიც ვერ მალავენ გაღიზიანებას ქართველი ხალხის, მისი არჩევანისა და მშვიდობისთვის უკომპრომისო ბრძოლის მიმართ, ვერც ახლა და ვერც მომავალში ვერავითარი ფასი ვერ ექნება. ქართულმა საზოგადოებამ დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების 35 წლის და განსაკუთრებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, შეიძინა დიდი გამოცდილება და გამოცდილებასთან ერთად, სიბრძნეც, რომ სწორად შეაფასოს, თუ ვინ არის მისი მეგობარი და ვის არ სურს სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ, ქართველი ხალხის ცოდნა და სიბრძნე არის მთავარი გარანტია იმისა, რომ აუცილებლად გაგრძელდება საქართველოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, ვისგანაც არ უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა არეულობასა და ომში ჩვენი ქვეყნის გახვევის მცდელობას.

საქართველოს ხელისუფლებამ, ქართველი ხალხის თანადგომით, გასული ხუთი წლის განმავლობაშიც, წარმატებით დაიცვა ქვეყანა გარედან თავს მოხვეული ომისა და არეულობის ყველა მცდელობისგან და წარმატებით დაიცავს ქვეყანას მომავალშიც. ეს არის ჩვენი მტკიცე დაპირება ქართული საზოგადოების მიმართ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასმა ბარელზე 125 დოლარს გადააჭარბა

ნავთობის ფასები ისევ იზრდება და 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეს აღწევს, ეს კი იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის პორტების ბლოკადის გახანგრძლივებას განიხილავს, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.მედიის ინფორმაციით, „ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასმა, რომელიც ძირითადი გლობალური საორიენტაციო მაჩვენებელია, 12 პროცენტზე მეტით მოიმატა და ერთ ბარელზე 125 დოლარს გადააჭარბა.ხოლო ამერიკული West Texas Intermediate-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასი სამ პროცენტზე მეტით გაიზარდა და ბარელზე 110 დოლარს გადააჭარბა.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს მხრის ოპერაციას, საფრანგეთში ქალაქ ბურჟიში მდებარე Hôpital Privé Guillaume de Varye-ში გაუკეთებენ

,,საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და უშუალოდ მინისტრ შალვა გოგოლაძის მონაწილეობით, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მხრის ოპერაციას, საფრანგეთის ქალაქ ბურჟიში მდებარე Hôpital Privé Guillaume de Varye-ში გამგზავრებასა და საოპერაციო ხარჯებს სრულად დააფინანსებს. ოპერაციას ჩაატარებენ მხრის ქირურგიის მიმართულებით წამყვანი ფრანგი სპეციალისტები - პასკალ ბუალო და ჟან-კრისტიან ბალესტრა. ოლიმპიური ჩემპიონის საფრანგეთში ოპერაცია, ასოციაციის პრეზიდენტთან, ზურაბ კახაბრიშვილთან კოორდინაციით, ექიმმა ნიკა ხუნგურუამ დაგეგმა. ლაშა ბექაური პარიზში, 3 მაისს, თანხმლებ ექიმთან ერთად გაემგზავრება. ლაშა ბექაურმა მარჯვენა მხრის მძიმე ტრავმა თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მიიღო, რის შედეგადაც აუცილებელი გახდა ქირურგიული ჩარევა. ქართველი ჩემპიონის ოპერაცია 5 მაისს ჩაინიშნა. საქართველოს სპორტის სამინისტრო-ინფორმაციას ამის შესახებ ფედერაცია ავრცელებს

რომელი ლოცვები უნდა წაიკითხოთ ყოველდღე

ლოცვა ამოღებულია წმინდა წიგნიდან – ავგაროზი და ლოცვანი (სრული კრებული)წაიკითხეთ ეს ლოცვა ყოველ დღე და შესთხოვეთ ღმერთს წრფელი გულით. “ითხოვდით და მოგეცეს თქუენ … – მათე 7,7-11”. როდესაც ჩვენი თხოვნა გულიდან მოდის და ღმერთის წინაშე სამართლიანია ის აუცილებლად აგვისრულდება. დიდება უფალს.ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისაყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ, რომელ უმაღლეს ხარ ქერუბიმთა და უდიდებულეს უზეშთაეს სერაბიმთა, რომელმან იტვირთე სიტყვა ღვთისა ხორცითა, ვითარცა ღვთისმშობელ ხარ, გალობით გადიდებთ.ცხოველსმყოფელისა და პატიოსნისა ჯვარისაჯვარსა წმიდასა პატიოსანსა, რომელსა აქებენ ანგელოსნი და ძალნი ზეცათანი, ჩვენცა მათთანა თაყვანის-ვცემთ და ვადიდებთ, და ვითხოვთ მისგან ხსნასა ყოველთა ვნებათაგან.წმინდისა იოანე ნათლისმცემლისაყოველთა ნაშობთა უმეტესო, მდგომარენი ლოცვათა შინა მორწმუნეთა კრებულნი, ლმობიერად და ცრემლით შეგივრდებით, ნათლისმცემელო ქრისტესო, მფარველ გვეყავ მოსავთა შენთა.წმინდა დიდმოწამისა გიორგისანათელ-ჰყავ შვილდწილ სამყარო ახოვნად, ღვაწლნი რა თავს ისხენ დიდო მოწამეთა მთავარო, მხნეო გიორგი, ამისთვის გევედრებით, გვიხსენ ჭირთაგან და მეოხ გვეყავ წინაშე ღვთისა.წმიდა დიდმოწამისა პანტელეიმონ მკურნალისაღვაწლით შემოსილო წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

დონალდ ტრამპი – ვლადიმერ პუტინთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა, ვფიქრობ, შედარებით სწრაფად მივალთ გამოსავლამდე, ამის იმედი მაქვს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან კარგი და ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა.მისი თქმით, დისკუსია უკრაინასა და ირანს შეეხო.„კოსმოსზე არ მისაუბრია, უკრაინაზე ვისაუბრე. ცოტა ირანსაც შევეხე. რამდენიმე სხვადასხვა თემაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ძირითადად უკრაინაზე. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. ვფიქრობ, შედარებით სწრაფად მივალთ გამოსავლამდე, ამის იმედი მაქვს. მგონია, რომ მასაც უნდა გამოსავლის პოვნა და ეს კარგია”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინმა ირანს დახმარება შესთავაზა გამდიდრებული ურანის საკითხში, რაც ირანთან ომის დასრულების შეთანხმების მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს.„მან მითხრა, რომ სურს ჩაერთოს გამდიდრების პროცესში, თუ შეძლებს, დაგვეხმაროს მის მიღწევაში. მე კი ვუთხარი, რომ ბევრად მირჩევნია, ის უკრაინის ომის დასრულებაში ჩაერთოს“, – აღნიშნა ტრამპმა.ამასთან, ტრამპის განცხადებით, მარუს ნ კოლეგას ცეცხლის დროებითი შეწყვეტა შესთავაზა, რასაც მისივე თქმით, რუსეთი სავარაუდოდ დათანხმდება.„პრეზიდენტ პუტინთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა. შევთავაზე მცირე ცეცხლის შეწყვეტა და ვფიქრობ, შეიძლება, ამას დათანხმდეს. მან შეიძლება, ამასთან დაკავშირებით რაიმე გამოაცხადოს. მას ვუთხარი თუნდაც ეს მცირეხნიანი ცეცხლის შეწყვეტა იყოს, ამდენი ადამიანი იღუპება, ეს უბრალოდ აბსურდია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჩვენ არ გვინდა აღიარება, ვითომ, სიგიჟე, რაც მოაწყო გვარამიამ, მთელი ოპოზიცია რომ გამოყარა პარლამენტიდან, 60 კაცი, თითქოს მას არ უქნია და ამის შემდეგ მაინც...

"ჩვენ არ გვინდა არაფრის აღიარება, ვითომ არაფერი შეცვლილა, ვითომ არავინ არ არის გაქცეული, ვითომ არავისთვის პარტია არ წაურთმევიათ, ვითომ, სიგიჟე, რაც მოაწყო გვარამიამ, მთელი ოპოზიცია რომ გამოყარა პარლამენტიდან, 60 კაცი და გაანადგურა ოპოზიციური ინფრასტრუქტურა, ეს თითქოს მას არ უქნია და ამის შემდეგ ის მაინც ოპოზიციონერი რჩება", - ამის შესახებ პარტია "გირჩის" თავმჯდომარემ გადაცემა "ღამის კურიერში საუბრის დროს განაცხადა.როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს მხარდამჭერები, მაგრამ არ აქვს პარტია, იმიტომ, რომ "გაძიძგნეს" სააკაშვილის პარტია.მისივე თქმით, ოდიოზური ფიგურები ოპოზიციური ველიდან, დაეპატრონებიან "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატს."პარტიებად რომ არის საქართველოში რეგისტრირებული, ისინი ყველა პარტიები არ არიან. "ლელო" არანაირი პარტია არ არის, მისი ერთი ლიდერი გაქცეულია, მეორე მძევლად არის საქართველოში. შესაბამისად, როგორ შეიძლება გქონდეს ასეთი პარტიის იმედი.ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წარმოგიდგენიათ ადამიანი გაქცეული არ იყოს, ხაზარაძისნაირი და პატრიარქის სამძიმარზე არ მისულიყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემთვის ეს უტყუარი ნიშნებია. გახარია რომ გაქცეულია, ასევე ყველამ იცის. "ნაცმოძრაობის" ლიდერი ციხეშია და მისი პარტია დაქუცმაცებულია და ახლა ცდილობს მიხეილ სააკაშვილი გააკეთოს კონსოლიდაცია.სინამდვილეში, მარტო ჩვენ დავრჩით პოლიტიკური პარტია. "ნაცმოძრაობას" ჰყავს მხარდამჭერები, მაგრამ არ აქვს პარტია, "ლელო" და "გახარიები" აღარც არიან პარტიები. რესურსები ნაკლები გვაქვს, სად ჩემი რესურსები და სად ხაზარაძის, ან მიშას რესურსები, მაგრამ პარტია რასაც ჰქვია, მარტო ჩვენ გვაქვს "ქართული ოცნების" გარდა ამ წუთებში. "ნაცმოძრაობას" ჰყავს მხარდამჭერები, მაგრამ არ აქვს პარტია, იმიტომ, რომ წაართვეს მიხეილ სააკაშვილს პარტია, გაძიძგნეს მისი პარტია.ჩვენ არ გვიდა არაფრის აღიარება, ვითომ არაფერი შეცვლილა, ვითომ არავინ არ არის გაქცეული, ვითომ არავისთვის პარტია არ წაურთმევიათ, ვითომ სიგიჟე, რაც მოაწყო გვარამიამ, მთელი ოპოზიცია რომ გამოყარა პარლამენტიდან, 60 კაცი და გაანადგურა ოპოზიციური ინფრასტრუქტურა, ეს თითქოს მას არ უქნია და ამის შემდეგ ის მაინც ოპოზიციონერი რჩება. ვხედავთ, რომ ოდიოზური ფიგურები, ვითომ ოპოზიციური ველიდან, დაეპატრონებიან "ნაცურ" ელექტორატს. სანამ ეს ასე იქნება, არ მჯერა, რომ რამე გამოვა", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ბოლო სიახლეები