პარასკევი, ივნისი 26, 2026

ირაკლი კობახიძე – ფსევდოლიბერალების რადიკალიზმი უნდა დასრულდეს, გამოდის 20 კაცი და აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს იმით, რომ კეტავს თბილისის ცენტრალურ გამზირს, ჩვენს საზოგადოებას უნდა მშვიდად ცხოვრება

უცხოური აგენტურა, ეს სიმახინჯე, ეს ფსევდოლიბერალების რადიკალიზმი, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, უკვე აბსოლუტურად განულებული აქვთ რესურსები, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, თუ რა როლი ექნება არჩევნებს იმ პროცესის დასრულებაში, რომელიც  წელიწადზე მეტია მიმდინარეობს და სადაც ოპოზიცია ცდილობს შექმნას ტურბულენტობის ზონა, რომ შემდეგ გარე აქტორები მუდმივად აპელირებდნენ იმაზე, რომ არის არასტაბილურობა, ხალხის პროტესტი და ა.შ.

„ვიდრე ბოლომდე არ დასრულდება ის ბრძოლა, რომელიც უპირისპირდება საქართველოში უცხოური აგენტების გავლენების ბოლომდე აღმოფხვრას, რა თქმა უნდა, ასეთი რაღაცები სულ იქნება. ჩვენ ვიბრძვით. გამჭვირვალობის კანონი – რატომ  ჰქონდათ ამხელა ისტერიკა ამ კანონთან დაკავშირებით? იმიტომ, რომ გაუმჭვირვალობა იყო რევოლუციის მარტივად მოწყობის მთავარი ინსტრუმენტი. როგორც კრაზანების ბუდეს შეეხები, ასე გამოვარდნენ პირდაპირ ეს უცხოელი აგენტები. ამხელა ისტერიკა იყო, როგორ ტყუილებს ლაპარაკობდა მაშინდელი ამერიკის ელჩი. გახსოვთ ყველას კელი დეგნანი, ათასი სიცრუე, სამარცხვინო პროპაგანდა, ნული დისკუსია. დისკუსია არც დაუშვეს, არავითარი დისკუსია. ერთადერთი რაც აინტერესებდათ, ეს იყო ბუნდოვანება, გაუმჭირვალობა, იმისათვის, რომ გაუმჭვირვალედ მოეწყოთ ჩვენს ქვეყანაში რევოლუცია და დაპირისპირებოდნენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ეს ყველაფერი არის დასამთავრებელი – უცხოური აგენტურა, ეს სიმახინჯე, ეს ფსევდოლიბერალების რადიკალიზმი. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. უკვე აბსოლუტურად განულებული აქვთ რესურსები. ესეც უნდა დამთავრდეს, რასაც ვხედავთ, რომ გამოდის 20 კაცი და აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს იმით, რომ კეტავს თბილისის ცენტრალურ გამზირს. ეს უნდა დასრულდეს, ეს დამთავრდება. ხალხი ამას მოთმინებით უყურებს, ჩვენც მოთმინებით ვუყურებთ, მაგრამ ერთხელ ამას აუცილებლად დავასრულებთ ისე, რომ აღარ განმეორდეს. ჩვენს საზოგადოებას უნდა მშვიდად ცხოვრება. ეს არის მთავარი ინტერესი, მშვიდობა, სიმშვიდე, განვითარება. რასაც ჩვენ ვხედავთ ამ ფსევდოლიბერალების სახით, მათ აქვთ ზუსტად საპირისპირო, არა სურვილი და მიზანი, არამედ დაკვეთა, დავალება, რომ დაარღვიონ ოდნავ მაინც, თუნდაც ოდნავ, მშვიდობა, სიმშვიდე ქვეყანაში, არ მისცენ სრულფასოვნად განვითარების საშუალება ამ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ამის მიმართ ვერ ვიქნებით ჩვენ ლოიალურები“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერებაგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, კახეთში და ქვეყნის მთიან რაიონებში მოსალდონელია სეტყვა.„26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება, კახეთში და ქვეყნის მთიან რაიონებში სეტყვა, 27-28 ივნისს – ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ილია თოფურია: “მიყვარხარ საქართველო! დიდი მადლობა.”

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა "სიტყვის აკადემიის“ (Word Academy) მიერ მის მხარდასაჭერად მომზადებულ ვიდეორგოლს. კლიპში 200-ზე მეტი ქართველი ახალგაზრდა შეიკრიბა, რათა ჩემპიონისთვის სიყვარული და გვერდში დგომა გამოეხატა."ილია, შენი სამშობლო შენ გვერდითაა!“ - ვკითხულობთ ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე.ქართველმა მებრძოლი კი ამ ვიდეო რგოლს შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა:"მიყვარხარ საქართველო. დიდი მადლობა" - წერს ილია თოფურია.

გმირი ბიჭი ტყიბულიდან, რომელმაც 2 დღის წინ თბილისში, ლისის ტბაზე ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა 23 წლის თემო კუბლაშვილია.

23 წლის ტყიბულელმა თემო კუბლაშვილმა თბილისში, ლისის ტბაზე ახალგაზრდა დახრჩობას გადაარჩინა. შემთხვევა 2 დღის წინ, ღამის 11 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ბავშვს წყალში ბურთი გადაუვარდა და ახალგაზრდა მის გამოსატანად შევიდა, თუმცა შუა ტბაში ძალა გამოეცალა და შველას ითხოვდა. მაშველების, პოლიციის და სასწრაფო დახმარების ადგილზე მისვლამდე ახალგაზრდის გადასარჩენად ტბაში თემო კუბლაშვილი გადახტა, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცს სიბნელეში მიაგნო და ნახევრად გონდაკარგული ნაპირზე გამოიყვანა. თემო კუბლაშვილი თბილისში ქირით ცხოვრობს და რესტორანში მუშაობს.

მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს. საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ბოლქვაძემ ბელგიელი ჟელინ ვანდრომი სამ სეტში – 6:4, 4:6, 6:3 დაამარცხა.პირველ სეტში ბოლქვაძემ გადამწყვეტი ბრეიქი მეშვიდე გეიმში შეასრულა, ხოლო თავისი ჩაწოდება არ დაუკარგავს. მეორე სეტში ბელგიელმა ორი ბრეიქის შესრულება შეძლო და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო გადამწყვეტ სეტში ბოლქვაძემ მეტოქეს სამჯერ აართვა ჩაწოდება.28 წლის ქართველი ჩოგბურთელისთვის დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში ეს მეორე გამოსვლა იქნება – პირველად მან 2019 წელს ამერიკის ღია პირველობაზე მოახერხა ძირითად ბადეში მოხვედრა და ერთი წრის გავლაც შეძლო.უიმბლდონის ძირითადი ეტაპი 29 ივნისს დაიწყება, მანამდე წილისყრა შედგება და ბოქლვაძე თავისი მეტოქის ვინაობას შეიტყობს.

ნიკოლ ფაშინიანი – ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა ნათლად უნდა უპასუხოს კითხვას, არსებობს თუ არა ის

ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა ნათლად უნდა უპასუხოს კითხვას: არსებობს თუ არა ის?, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.სომხეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ სომხეთიდან იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები, ასევე მისი ტერიტორიის გავლით სომხეთის საქონლის შეზღუდვა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხვა ქვეყნებში ექსპორტზე, სულ მცირე, ძალიან სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რიგ წევრ სახელმწიფოებში.„მინდა, შეგახსენოთ, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი რამდენიმე კონცეპტუალურ პრინციპს ეფუძნება: შრომის, საქონლის, მომსახურებისა და ფინანსების თავისუფალი გადაადგილება. თუ ეს არ არსებობს, მაშინ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი არ არსებობს. და ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა ამ კითხვას ნათლად უნდა უპასუხოს: არსებობს თუ არა ის? ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობს და ჩვენ, როგორც წევრი სახელმწიფო, გვჯერა, რომ გარკვეული გაუგებრობა მოხდა. თუ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი იტყვის: „იცით რა, მე აღარ ვარსებობ“, მაშინ თუ ისინი არ არსებობენ, რა ვქნათ? ჩვენ ვარსებობთ, ჩვენ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ვართ და იქ ვმუშაობთ. ახლა ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა უნდა თქვას, არსებობს თუ არა ის. თუ ის პირდაპირ თუ ირიბად იტყვის, რომ არ არსებობს, მაშინ რა ვქნათ? აქ მიმდინარე მოვლენები, სულ მცირე, ძალიან სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის რიგ ქვეყნებში“, – განაცხადა ფაშინიანმა.ნიკოლ ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ მას კითხვები აქვს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პარტნიორებისთვის სომხეთთან დაკავშირებით მისი არყოფნის დროს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. 29 მაისს, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი არ დაესწრო, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ოთხი წევრი სახელმწიფოს – რუსეთის, ყაზახეთის, ბელარუსის და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა მიიღეს განცხადება, რომლითაც სომხეთს მოუწოდებენ, რაც შეიძლება მალე ჩაატაროს რეფერენდუმი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის არჩევანის შესახებ.„რა თქმა უნდა, მეც მაქვს კითხვები ჩვენი კოლეგებისთვის ჩემი არყოფნის დროს გაკეთებული განცხადების შესახებ და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, შეუძლია თუ არა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რომელიმე ქვეყანას მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან დაკავშირებით, უბრალოდ გაღვიძებით და გადაწყვეტილების მიღებით. ჩემი აზრით, თუ ამ კითხვაზე პასუხი დადებითია, მაშინ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი თვითლიკვიდაციას აცხადებს. ახლა კი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. უნდა არსებობდეს ძალიან მკაფიო პასუხი: არსებობს თუ არა ევრაზიული ეკონომიკური კავშირი? თუ არსებობს, ჩვენ პოზიციას დავიკავებთ; თუ არა, განსაკუთრებული პოზიციის დაკავება საჭირო არ იქნება“, – განაცხადა ფაშინიანმა. 

ბოლო სიახლეები