ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026

სალომე ზურაბიშვილი – ვიქნები ყველგან, სადაც იქნება ყველა და ერთობა, შეიძლება რაღაცა სიტყვებს არ ვემხრობოდე – ასევე, არ ვეთანხმები მათ, ვინც იღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში – ეს იყო შემოგდებული თემა და არ უნდა ყოფილიყო ოპოზიციის დაყოფა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არ ეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს, რომელთაც 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს.

ზურაბიშვილის თქმით, 4 ოქტომბერს არა არჩევნები, არამედ არჩევნების სიმულაციაა, რაც შემოგდებული თემა იყო.

“ვიტყოდი, რომ ასევე, ის, რაც მოხდა ამ არჩევნების ირგვლივ, რასაც მე არ ვისურვებდი, მე ვთვლიდი, რომ საერთოდ არჩევნები და ეს ნათქვამი მაქვს ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, ჩვენი თემა არ უნდა ყოფილიყო, ეს იყო შემოგდებული თემა და ამაზე არ უნდა ყოფილიყო ოპოზიციის დაყოფა. მე არ ვეთანხმები მათ, ვინც იღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში. არ მგონია, რომ ბოიკოტიც ყოფილიყო საჭირო, არ არსებობს ეს არჩევნები, ეს არის არაფერი. ეს არის არჩევნების სიმულაცია. რატომღაც ოპოზიციური პარტიები შევიდნენ ამ თემაში. ერთობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთად დგომა, ეს არის ის, რაც გაგვიძლიერებს ამერიკის ყურადღებას და მხარდაჭერას. რაც გაგვიძლიერებს ევროკავშირის ყურადღებას და მხარდაჭერას. ერთად ვიდგეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში ვაშინგტონიდან პირდაპირი ჩართვის დროს.

მანამდე, სალომე ზურაბიშვილს წამყვანმა ჰკითხა, იქნება თუ არა 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე, რაზეც ზურაბიშვილმა თქვა, რომ იქნება ყველგან, სადაც არის ერთობა, თუმცა არ ეთანხმება გარკვეულ სიტყვებს.

„მე ვიქნები ყველგან, სადაც იქნება ყველა და ერთობა. შეიძლება მე რაღაცა სიტყვებს არ ვემხრობოდე, რადგან არ უნდა მივცეთ ამ ხელისუფლებას არანაირი საბაბი იმისთვის, რომ თავისი დესტაბილიზაციის სცენარები დაატრიალოს“, – განაცხადა მან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ჯერ ნაადრევია თქმა, როგორ განვითარდება მოვლენები, იმის გათვალისწინებით, რომ საბრძოლო მოქმედებები შესაძლოა, განახლდეს, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის, თუ ირანთან ბრძოლა განახლდება.„ჯერ კიდევ ნაადრევია იმის თქმა, როგორ დასრულდება ან როგორ განვითარდება მოვლენები. იმის გათვალისწინებით, რომ საბრძოლო მოქმედებები შესაძლოა, განახლდეს, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.მისივე თქმით, ისრაელი „ჰეზბოლას“ მთავარი დასაყრდენის“ განადგურებასთან ახლოსაა.ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ თავდაცვის ძალებს სამხრეთ ლიბანში უსაფრთხოების ზონის გაძლიერების ბრძანება მისცა.ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში ასევე აღნიშნა, რომ ისრაელისა და შეერთებული შტატების მიზნები ომთან დაკავშირებით კვლავ თანხვედრაშია.

ნიკოლოზ სამხარაძე – ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წინ ვერ მიიწევენ, რაშიც ვხედავთ ბრიუსელის უსამართლო დამოკიდებულებას

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მხარეებმა ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.სამხარაძის განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ინტეგრაციის მიმდინარეობა და არსებული დაბრკოლებები.„შევხვდით ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარეს, სადაც ევროინტეგრაციის პროცესზე ვისაუბრეთ. ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია, რა ხდება საქართველო-ევროკავშირს შორის, როგორ მიმდინარეობს ინტეგრაციის პროცესი და რა დაბრკოლებებს ვაწყდებით. ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარემ გაგვიზიარა უახლოესი ინფორმაცია, რა ხდება მათ შემთხვევაში. აღსანიშნავია ისიც, რომ, სამწუხაროდ, ჩრდილოეთ მაკედონია, საქართველოს მსგავსად, წინ ვერ მიიწევს. შეიძლება, სხვადასხვა მიზეზები იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე ქვეყანა ამ დროისთვის ევროინტეგრაციის გზაზე წინ ვერ მიიწევს და ამაში უსამართლო დამოკიდებულებას ვხედავთ ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მიმართ. შეიძლება ითქვას, ჩრდილოეთ მაკედონიაც უსამართლოდ იჩაგრება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.ცნობისთვის, ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა შედგა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბოლში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის 152-ე სხდომის ფარგლებში. დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.

პეტერ მადიარი – ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით ნავთობის მიწოდება თუ განახლდება, ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხზე „ტექნიკური ვეტო“ უნდა მოხსნას

ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით ნავთობის მიწოდება თუ განახლდება, ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხზე „ტექნიკური ვეტო“ უნდა მოხსნას, – ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერმა და ქვეყნის მომავალმა პრემიერმა, პეტერ მადიარმა განაცხადა.პეტერ მადიარმა მის წინამორბედს თანამდებობის დატოვებამდე ვეტოს მოხსნისკენ მოუწოდა.„ვიქტორ ორბანმა სესხი დეკემბერში დაამტკიცა, საარჩევნო კამპანიის დროს კი აცხადებდა, რომ ნავთობი ვიდრე არ იქნება, ფულიც არ იქნება“, – აღნიშნა მადიარმა.მისივე თქმით, ნავთობის მიწოდების აღდგენა უნგრეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.პეტერ მადიარმა ასევე უახლოეს მომავალში რუსული ნავთობის შესყიდვების გაგრძელების სურვილი გამოთქვა.„მომდევნო 30 დღის განმავლობაში ორბანის მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების სახით იმოქმედებს. ამიტომ ვფიქრობ, „დრუჟბა“ მუშაობას თუ განაახლებს, ვიქტორ ორბანი თავის ტექნიკურ ვეტოს მოხსნის“, – განაცხადა მადიარმა.ცნობისთვის, ფინანსურ სქემაზე ევროკავშირის 27 ლიდერი დეკემბერში შეთანხმდა, თუმცა პრემიერმა ვიქტორ ორბანმა თებერვლის შუა რიცხვებში სამართლებრივი პროცედურის დასაბლოკად ვეტო გამოიყენა. ამის მიზეზი კიევთან არსებული დავა გახდა, რომელიც „დრუჟბას“ ეხება. სწორედ ამ ნავთობსადენის მეშვეობით მიეწოდება უნგრეთს რუსეთიდან დაბალ ფასად ნავთობი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის ონლაინ პლატფორმებისთვის ასაკის დადასტურების აპლიკაცია ტექნიკურად მზადაა და მალე ხელმისაწვდომი იქნება

ევროკავშირის ონლაინ პლატფორმებისთვის ასაკის დადასტურების აპლიკაცია ტექნიკურად მზადაა და მალე გამოსაყენებლად ხელმისაწვდომი იქნება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.ევროკავშირი შექმნის ევროპულ კოორდინაციის მექანიზმს, რათა ასაკის დადასტურება უზრუნველყოფილი იყოს შესაბამის ეროვნულ სქემებში.„პირველ რიგში, ის მომხმარებლისთვის მოსახერხებელია. თქვენ ატვირთავთ აპლიკაციას, აყენებთ მას თქვენი პასპორტით ან პირადობის მოწმობით. შემდეგ თქვენ ადასტურებთ თქვენს ასაკს ონლაინ სერვისებზე წვდომისას. მეორეც, ის პატივს სცემს მსოფლიოში უმაღლეს კონფიდენციალურობის სტანდარტებს. მომხმარებლები დაამტკიცებენ თავიანთ ასაკს სხვა პირადი ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე. მარტივად რომ ვთქვათ, ის სრულიად ანონიმურია. მომხმარებლების თვალყურის დევნება შეუძლებელია“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ეს აპლიკაცია მშობლებს, მასწავლებლებსა და მზრუნველებს ბავშვების დასაცავად ძლიერ ინსტრუმენტს აძლევს.„ჩვენ ნულოვანი ტოლერანტობა გვექნება იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც არ სცემენ პატივს ჩვენი შვილების უფლებებს. ევროპის კავშირში ბავშვთა უფლებები კომერციულ ინტერესებზე მაღლა დგას და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ასე იყოს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

შალვა პაპუაშვილი – წლებია, ეკლესიის მიმართ „ნაცმოძრაობის“ დამოკიდებულებას ვაკვირდებით, ხელისუფლებაში იყვნენ თუ ოპოზიციაში, ვხედავდით კამპანიას პატრიარქის, მოსაყდრის, ეკლესიის წინააღმდეგ

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა დამოკიდებულებაც აქვს ქართული ეკლესიის მიმართ, ამას, წლებია, ვაკვირდებით. ხელისუფლებაში იყვნენ თუ ოპოზიციაში, ვხედავდით, გაშავების რა კამპანია ჰქონდათ პირდაპირ, პერსონალურად პატრიარქის, მოსაყდრის, ცალკეული მეუფეების, ეკლესიის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილს ჟურნალისტებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.„ვიცით, როგორი არის მათი დამოკიდებულება და მტრული პოლიტიკა. ამის ყველაზე დიდი დასტურია ის, რაც ხდებოდა გვარამიას ტელევიზიაში, რაც ხდება დღეს მათ სხვადასხვა ტელევიზიაში. ამიტომ ასეთი საუბარი მხოლოდ ერთ მეთოდს გვახსენებს, ეს არის ჩახუტებით დახრჩობა – ვითომ სიახლოვე გამოიჩინონ და სინამდვილეში უმტრონ ქართულ ეკლესიას. ამას თუ აპირებენ, არ ვიცი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა: „სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს. არ ვცდილობთ, მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ არ ვართ უღმერთოები და ურწმუნოები, არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ“.

ბოლო სიახლეები