პარასკევი, აგვისტო 15, 2025

33 წლის წინ, 14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო

33 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, რომელიც 1993 წლის სექტემბერში სოხუმის დაცემით დასრულდა.

1992 წლის 14 აგვისტოს  საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. ამის შესახებ ინფორმირებული იყო აფხაზეთის ხელმძღვანელობა.

შსს-ს ჯარების შესვლა აფხაზეთში რკინიგზის დაცვას ითვალისწინებდა.   კონფლიქტის შედეგად ქართული მხრიდან 3.000-ზე მეტი მარტო ჯარისკაცი დაიღუპა.

სეპარატისტები და მათი თანამებრძოლები საშინლად გაუსწორდნენ აფხაზეთის მშვიდობიან ქართულ მოსახლეობას, მარტო პატარა საკურორტო ქალაქ გაგრაში 1.000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გამოასალმეს სიცოცხლეს სასტიკი წამებითა და შეურაცხყოფით. ეთნიკური წმენდა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების საშინელი ფაქტებია დაფიქსირებული გუდაუთის, სოხუმის, ოჩამჩირისა და გალის მუნიციპალიტეტებში.

სეპარატისტები ხშირ შემთხვევაში მათ მიერ აღებული სოფლების ქართულ მოსახლეობას თითქმის მთლიანად ანადგურებდნენ (სოფ. ოთხარა-გუდაუთის მუნიციპალიტეტი; სოფ. ახალშენი, სოფ.კამანი, სოფ.შრომა, სოფ.ზემო ეშერა-სოხუმის მუნიციპალიტეტი; სოფ. ახალდაბა, სოფ. ახალი კინდღი, სოფ. ქოჩარა, სოფ.მერკულა-ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი) და ა.შ. ქართველების განადგურებამ პიკს ქალაქ სოხუმში მიაღწია, ქალაქის აღების შემდეგ 1.000-მდე სოხუმელი გახდა საშინელი წამების მსხვერპლი. საერთო ჯამში დაუზუსტებელი ინფორმაციით 5.000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

მძიმე დანაკარგები განიცადა სეპარატისტული იდეებით მოწამლულმა მცირერიცხოვანმა აფხაზმა ხალხმაც, მათ 3.000-ზე მეტი თანამემამულე დაკარგეს. ომის პერიოდში დაიღუპა ასევე რამდენიმე ასეული რუსი და ჩრდილოკავკასიელი დაქირავებული ბოევიკიც.

საომარი მოქმედებების გამო აფხაზეთში მთლიანად განადგურდა რკინიგზა, 450 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზა, 32 ხიდი, 500 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა.

ასევე დაუზუსტებელი ინფორმაიით 49.000-მდე შენობა, აქედან 43.000 კერძო საცხოვრებელი სახლი. 30 ერთეული კულტურისა და 25 ერთეული ადმინსიტრაციული ობიექტი. ქალაქ სოხუმში განადგურდა 10.000-მდე შენობა, გაგრის მუნიციპალიტეტში 9.000 შენობა, სოხუმის მუნიციპალიტეტში 2.500 შენობა, გუდაუთის მუნიციპალიტეტში 400 შენობა, გულრიფშის მუნიციპალიტეტში 4.000 შენობა, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში 8.000 შენობა, გალის მუნიციპალიტეტში 15.000 შენობა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სამი შვილის დედას, თათა ჭკუასელს საზოგადოების დახმარება სჭირდება – მას T-უჯრედული მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა

სამი შვილის დედას, თათა ჭკუასელს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას ადრეული წინამორბედი T-უჯრედული მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია (ETP-ALL) დაუდგინდა, საჭიროა ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარება და ასევე ზურგის ტვინის გადანერგვა.ამჟამად თათა ქიმიოთერაპიის პირველ კურსს საქართველოში გადის. ორ კვირაში კი საჭიროა საზღვარგარეთ გამგზავრება, გადამოწმებისა და შემდგომი კურსის ჩასატარებლად.ამ ეტაპზე მიმდინარეობს რამდენიმე ქვეყნის კლინიკასთან მოლაპარაკება, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშებზე:თბს: GE68TB7862745061100077საქართველო: GE63BG0000000162134400მიმღები: დედა, ლია ჭკუასელი

ცესკო არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის მერობის კანდიდატების წარდგენის წესებს და სიახლეებს განმარტავს

საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისთვის მერობის კანდიდატების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს.ცესკო-ს ცნობით, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის რეგისტრირებულ პარტიას უფლება აქვს, თითოეული მუნიციპალიტეტისთვის მერობის თითო კანდიდატი წარადგინოს, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს წარადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატი.„რეგისტრირებულმა პარტიამ მერობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციისათვის საბუთები შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატის შემთხვევაში – ცესკო-ს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (4 სექტემბერი), ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა – არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა (18 აგვისტო). დაუშვებელია ერთი და იმავე პირის ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად წარდგენა.რეგისტრირებულმა პარტიამ/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებას, რომელიც დამოწმებულია პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების)/ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრთა ხელმოწერებით, თან უნდა დაურთოს მერობის  კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი პარტიული კუთვნილების შესახებ.პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) და განაცხადის შევსების თარიღთან ერთად მითითებული უნდა იყოს, რომ იგი იმ პარტიის წევრია, რომელი პარტიის მიერაც არის წარდგენილი (არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიის მიერ წარდგენის შემთხვევაში), ან არის უპარტიო, ან თუ დატოვა პარტია კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარმოდგენამდე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ვალდებულია მიუთითოს პარტიიდან გასვლის ზუსტი თარიღი და ამ პარტიის სახელწოდება. თუ კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია, განაცხადში უნდა მიუთითოს პარტიის სახელწოდება.მერობის კანდიდატი საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი  საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, თუ აღმოჩნდა, რომ კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია.გარდა აღნიშნულისა, განცხადებას უნდა ერთოდეს მერობის კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი ერთ ცალად, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ორი ფოტოსურათი. უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობას გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. სააღრიცხვო ბარათში უნდა აღინიშნოს ყოველი კანდიდატის: გვარი, სახელი; დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); სქესი; მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; საკონტაქტო ტელეფონის ნომერი; სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“); თანამდებობა (საქმიანობა); საქართველოში ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი; თანხმობა შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერად კენჭისყრაზე; ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი.ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს  მე-40 დღისა (25 აგვისტო) შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს მერობის კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, რომელთა მინიმალური ოდენობა საარჩევნო ოლქების მიხედვით ცესკოს 2025 წლის 5 აგვისტოს №113/2025 განკარგულებით განისაზღვრა“, – ნათქვამია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვაში ბრალდებული თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში ბრალდებული თედო აბრამოვი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე მოსამართლემ განმარტება გააკეთა.მოსამართლის განმარტებით, სამართალდამცველები ვალდებულები იყვნენ, ჩხრეკის გადაღება უზრუნველეყოთ. მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო, ნეიტრალური მოწმის წარმოდგენა, რომ პირადი ჩხრეკის მიმართ ნდობა ყოფილიყო.ამასთან, მოსამართლის თქმით, ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.როგორც თედო აბრამოვმა გათავისუფლების შემდეგ თქვა, „ქვეყანაში სასწრაფოდ არის ყველაფერი შესაცვლელი“.„ძალიან ბევრი ადამიანი უდანაშაულოდ ჰყავთ გამოკეტილი. ეს სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ. მეგობრებო, ჩვენ დაგიხსნით თქვენ და გიშველით ყველას. თქვენთან ვარ და ვარ ბედნიერი“, – თქვა თედო აბრამოვმა.

კარგი სიახლე მოგზაურობის მოყვარულებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება, ვენეცია დაემატება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2 დეკემბრიდან ავიარესიებს კომპანია „ვიზეარი“  Airbus A321neo ტიპის ხომალდით  შეასრულებს.„ავიაკომპანია Wizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს შეასრულებს. ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზეა შესაძლებელი.ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასაწყისში, Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებები აღადგინა, ხოლო ივნისიდან სრულიად ახალი,  ლიონის მიმართულებით დაიწყო კვირაში ორი სიხშირით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება.2022 წლიდან ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. 2025 წლის 7 თვის მონაცემებით Wizz Air საქართველოში 900 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. მხოლოდ 2025 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში კი, ავიაკომპანიამ ქუთაისიდან და პირიქით, დაახლოებით 4 800 რეისი შეასრულა, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, თითქმის 9%-ით მეტია.ამ ეტაპზე, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 13 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს“, – ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების გავრცელებულ ინფორმაციაში.

კეროლაინ ლევიტი – არსებობს სანქციები, რომელთა გამოყენებაც დონალდ ტრამპს შეუძლია, თუმცა ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მთავარი გზა დიპლომატია და მოლაპარაკებებია

არსებობს სანქციები, რომელთა გამოყენებაც დონალდ ტრამპს შეუძლია, თუმცა ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მთავარი გზა დიპლომატია და მოლაპარაკებებია, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.ლევიტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „უამრავი ინსტრუმენტი აქვს, რომლის გამოყენებაც საჭიროების შემთხვევაში შეუძლია“.„თუმცა, ის ყოველთვის ამბობს, რომ ამ ომის დასასრულებლად მისი მთავარი გზა დიპლომატია და მოლაპარაკებებია. სწორედ ამას შეეცდება ხვალ. რა თქმა უნდა, არსებობს სანქციები და სხვა ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებაც პრეზიდენტს შეუძლია, თუ ამის საჭიროება იქნება და არა იმიტომ, რომ მას ეს სურს“,- განაცხადა ლევიტმა.

ბოლო სიახლეები